“ნაპოლიმ” ბელგიელი ნახევარმცველი შეიძინა

პასკუალე მაცოკისა და ჰამედ ტრაორეს შემდეგ, ნეაპოლურმა კლუბმა იანვარში მესამე ტრანსფერი განახორციელა – “ვერონას” 23 წლის ბელგიელი გარემარბი სირილ ნგონჟი დაიმატა. “ნაპოლი” ტრანსფერში საერთო ჯამში 20 მილიონ ევროს გადაიხდის, ნგონჟი კი ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ნგონჟიმ ამ სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
“თუ სამუშაოები უხარისხოდ სრულდებოდა, ახლა ზემოდან ასფალტს რატომ აგებთ?” – “ჩემი ქალაქი მკლავს”

არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი მკლავს”, წერილს ავრცელებს: გვინდა, გამოვეხმაუროთ დღეს განვითარებულ მოვლენებს – წერეთლის გამზირზე ჩამავალი ყველა გზა ჩაიკეტა და დარჩა მხოლოდ ერთი, სადგურის მოედნიდან გასასვლელი. ეს გადაწყვეტილება, ფაქტია, რომ ნაჩქარევად იყო მიღებული, რადგან ინფორმაცია ჩვენც დღეს დილით მივიღეთ, ისიც მოსახლეობისგან, რომელიც საცობში იდგა საათობით. იმას ყველას ვიაზრებთ, რომ ასფალტის საფარი იგება და ავტომობილების მოძრაობა […]
თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა- საიდან შემოჰყავს სამშენებლო სექტორს მუშახელი?

სამშენებლო სექტორმა რეგიონის ქვეყნებიდან კადრების დეფიციტის ფონზე მუშახელის შემოყვანა დაიწყო. მათი თქმით, მიმდინარე პროექტების რაოდენობის ზრდისა და ემიგრაციის ფონზე ამ მიმართულებით მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება და სექტორს სხვა გამოსავალი არ აქვს. კომპანია “ინსის” დირექტორი ზვიად თოიძე აცხადებს, რომ მათ კომპანიას მასიურად ამ გზისთვის არ მიუმართავს, თუმცა ბაზარზე მომუშავე კომპანიებმა კადრები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და შუა […]
ჯონ კირბი – ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარში მძევლების გათავისუფლებისთვის ძალისხმევა და ღაზაში „მიზნობრივ ოპერაციებზე” გადასვლა განიხილეს

ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარში მძევლების გათავისუფლებისთვის ძალისხმევა და ღაზაში „მიზნობრივ ოპერაციებზე” გადასვლა განიხილეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. „ორმა ლიდერმა ასევე განიხილეს ღაზაში არსებული ვითარება და მიზნობრივ ოპერაციებზე გადასვლა, რომელიც მზარდი ჰუმანიტარული დახმარების ჩასვლას, და „ჰამასსა“ და მის ხელმძღვანელობაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ზეწოლის შენარჩუნებას მისცემს საშუალებას“, – […]
სასამართლომ ალეკ ბოლდუინს უნებლიედ მკვლელობის ბრალი წარუდგინა

ნიუ მექსიკოს სასამართლომ მსახიობ ალეკ ბოლდუინს უნებლიედ მკვლელობაში ბრალი წარუდგინა. ნიუ მექსიკოს შტატის კანონმდებლობა, ადამიანის უნებლიე მკვლელობისთვის სასჯელად 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალეკ ბოლდუინის ადვოკატებმა BBC-სთან თქვეს, რომ ისინი სასამართლოს შემდგომ სხდომას ელოდებიან. რამდენიმე თვის წინ მსახიობის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურას შესაძლოა ბოლდუინისთვის ყველა ბრალდება მოეხსნათ. 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ […]
ზივზივაძემ ამჯერად ვერ გაიტანა – “კარლსრუემ” გაიმარჯვა

მეორე ბუნდესლიგის მე-18 ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ოსნაბრიუკი“ 2:1 დაამარცხა. დიდთოვლობის გამო მატჩი ჩაშლის პირას იყო, მაგრამ სტადიონზე მოედნის საფარი შეძლებისდაგვარად მოაწესრიგეს და „კარლსრუემ“ გაიმარჯვა. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ 76-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა ამჯერად გოლი ვერ გაიტანა. “კარლსრუემ” ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 24 ქულით მეცხრე ადგილზეა და 28 […]
დადასტურებულია რუსეთის 42 ათასზე მეტი სამხედროს დაღუპვა უკრაინაში

19 იანვრის მონაცემებით ცნობილია რუსეთის 42 284 სამხედროს სახელები, რომლებიც უკრაინის ომში დაიღუპნენ. დანაკარგები დაითვალეს “მედიაზონამ” და ბიბისის რუსულმა სამსახურმა, მოხალისეთა გუნდთან ერთად. წინა, 29 დეკემბრის მონაცემს დაემატა 1600-ზე მეტი ადამიანი. ჟურნალისტებისთვის ცნობილია იმ 7810 ყოფილი მსჯავრდებულის სახელები, რომლებიც კოლონიებიდან წაიყვანეს ომში და იქ დაიღუპნენ. მსხვერპლს შორის 5089 მობილიზებული სამხედრო იყო. 19 იანვრისთვის დადასტურდა რუსეთის […]
ძარცვა, ორი ქურდობა და ქურდობის მცდელობა ერთ დღეში | სალონიკში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სალონიკში ძარცვის, ქურდობისა და ქონების დაზიანების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედიის ცნობით, 36 წლის მამაკაცი ტანსაცმლის მაღაზიაში ქორდობის მცდელობისას შენიშნეს, რის შემდეგაც მაღაზიის მფლობელს ის ბასრი საგნით დაემუქრა. შემთხვევა 18 იანვარს მოხდა. კაცი პოლიციამ ადგილზე დააკავა. როგორც საქმის მასალებიდან გაირკვა, დაკავებულმა იმავე დღეს ერთ-ერთ აფთიაქში შეჭრა სცადა, ხოლო ორი საკონდიტროდან ფული მოიპარა. თანხა მას […]
“იმ “გუთენ ტრაკენის” კომპანიას, ასფალტის დაგება თუ არ შეეძლო ვერ თქვეს?” – ყუფარაძე

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ყუფარაძე: წერეთლის გამზირზე ასფალტის პირველი ფენის დაგება დაიწყეს … მიწის ქვედა სამუშაოები მიაგდეს თუ რა ხდება?! იმ “გუთენ ტრაკენის” კომპანიას, ასფალტის დაგება თუ არ შეეძლო ვერ თქვეს ეგრევე, რა საჭირო იყო ამხელა პოპულისტური ამბების ატეხვა? პ.ს. იმედია ერთი-მეორეს მიყოლებით არ ჩაცვივდება მანქანები და ავტობუსები
“პირველი სამი წელი ყველა კომპანია მოგებასაც და ზარალსაც თანაბრად გაინაწილებს” – როგორი იქნება ავტომობილების დაზღვევის მოდელი?

სადაზღვევო სექტორი წლებია ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედებას ელის. შესაბამისი კანონპროექტი სექტორმა პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წელს დაარეგისტრირა, თუმცა მაშინ მისი განხილვა არ დაწყებულა. პროექტზე მუშაობა 2023 წელს განახლდა. მიუხედავად ამისა, კვლავ უცნობია, როდის ამოქმედდება კანონი. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ არ იცის კანონი როდის ამოქმედდება, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, პირველ […]