ეკონომისტები გლობალური ეკონომიკის დასუსტებას ელოდებიან – კვლევა

2024 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდება, ამის შესახებ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) გამოკითხული კომპანიების მთავარი ეკონომისტების ნახევარზე მეტი (56%) აცხადებს.
დანარჩენი რესპონდენტები მოელიან, რომ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2023 წლის დონეზე დარჩება ან დაჩქარდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2024 წელს გლობალური ეკონომიკა, 2023 წლის 3%-იანი ზრდის შემდეგ, 2.9%-ით გაიზრდება.
ეკონომისტები ყველაზე დიდ პესიმიზმს გრძნობენ ევროპასთან მიმართებაში – გამოკითხულთა სამი მეოთხედი (77%) მიიჩნევს, რომ რეგიონში ზრდა სუსტი ან ძალიან სუსტი იქნება. იმავდროულად, სამხრეთ აზიაში გამოკითხულთა 93% და აღმოსავლეთ აზიაში – 86% ზომიერ ან ძლიერ ზრდას ელის.
გამოკითხული მთავარი ეკონომისტების 56%-ის აზრით, -ს მშპ-ის ზრდა ძლიერამდე მერყეობს. ჯერ კიდევ სექტემბერში მაჩვენებელი 78% იყო. ამავდროულად, მხოლოდ 13% ელოდება მაღალ ინფლაციას შტატებსა და ევროპაში.
WEF-ის ორგანიზატორებმა 30 მთავარი ეკონომისტი გამოჰკითხეს ბანკებიდან, საკონსულტაციო ფირმებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მსხვილი კომპანიებიდან, მათ შორის Microsoft-იდან და Google-იდან.
WEF-ის მმართველმა დირექტორის, საადია ზაჰიდის თქმით, „გლობალური ეკონომიკა წელს ისევ გამოცდის წინაშეა. გლობალური ინფლაცია სუსტდება, ეკონომიკური ზრდა იკლებს, ფინანსური პირობები მკაცრი რჩება, დაძაბულობა და უთანასწორობა იზრდება, რაც ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობის გადაუდებელ აუცილებლობას მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის პირობების შესაქმნელად“.