სირიაში, სავარაუდოდ, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი დაიღუპა

სავარაუდოდ, სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დამასკოში, მრავალსართულიან შენობაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, რომლის უკან, სავარაუდოდ, ისრაელი დგას, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. სირიის სახელმწიფო მედია დამასკოში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. გავრცელებულ ინფორმაციას ისრაელი ჯერჯერობით არ ადასტურებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზარალებული 14 წლის მოზარდის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. არასრულწლოვანის ნათესავები ამბობენ, რომ ფერმაში 45 წლამდე კაცს ბავშვი ჩააბარეს. რადგან ისინი ქელეხის სუფრას ამზადებდნენ, მან კი მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გაიქცა. ამბის გამჟღავნების შემდეგ კი, დაზარალებული მოზარდის ბიძამ ის დაჭრა. „ჩემი შვილი გარდაიცვალა 10 დღის წინ, […]
ისრაელელ სამხედროებთან შეტაკებას პალესტინელი მოზარდი ემსხვერპლა

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელ სამხედროებთან შეტაკებას პალესტინელი მოზარდი ემსხვერპლა. მას ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ რამალაში მოხდა, სადაც ისრაელელ სამხედროებს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ქვები დაუშინეს. პალესტინური მხარის მტკიცებით, 17 წლის მოზარდი ისრაელელი სპეცრაზმელის ტყვიამ იმსხვერპლა.
Google, Amazon, Citigroup – მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ასობით თანამშრომელს ათავისუფლებენ

გასული წლის ბოლოდან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, როგორებიცაა Google, Amazon, Citigroup, Blackrock და სხვები, სამუშაო ძალის შემცირებასა და ასობით თანამშრომლის დათხოვნაზე ალაპარაკდნენ. მიმდინარე შემცირებები კი მსოფლიოში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებითა და კომპანიების მიერ პანდემიის პერიოდში გაზრდილი თანამშრომლების რაოდენობის შემცირებით აიხსნება. ასობით თანამშრომლის გათავისუფლების ტენდენცია კი სამუშაო ბაზარზე უამრავ გამოწვევას აჩენს, განსაკუთრებით “თეთრსაყელოიანი” კადრებისთვის. Forbes-ის […]
მოსახლეობას დავპირდით, რომ წერეთლის გამზირზე მუშაობა იანვრის ბოლოს უნდა დავასრულოთ, ეს პირობა შესრულდება – ირაკლი ბენდელიანი

მოსახლეობას დავპირდით, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მიმართულებით მუშაობა იანვრის ბოლოს უნდა დავასრულოთ, ეს პირობა შესრულდება – სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეიდან 2 დღის განმავლობაში ცაბაძის ქუჩაზე და მიმდებარე მოედანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება. „ჩვენ ახლა, ვიმყოფებით წერეთლის გამზირზე, სადაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახლა […]
ელექტრომობილების ბაზარი წელს 20%-ზე მეტით გაიზრდება – Bloomberg

ელექტრომობილების ბაზარი წელს 21%-ით გაიზრდება. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. BloombergNEF-ის პროგნოზით, 2024 წელს სამგზავრო ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების და ჰიბრიდების გლობალური გაყიდვები სავარაუდოდ 21%-ით, 16.7 მილიონამდე გაიზრდება, აქედან 70% მთლიანად ელექტრომობილებზე მოდის. სააგენტო წერს, რომ ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვები 10 მილიონს მიაღწევს, რაც გლობალურად გაყიდული ყოველი 10 ელექტრომობილიდან თითქმის 6-ს შეადგენს. თუმცა, ჩინეთში ზრდა შენელებულია მდიდარ რეგიონებში […]
ყველას, ვინც ანტიჩინურ განწყობებს აღვივებს, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ჩაშლა სურს – შალვა პაპუაშვილი

ყველა, ვინც ახლა აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში, მომართულია, რათა ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და საქართველო აქციოს ჩიხად და არა დერეფნად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან აქვს ევროკავშირსაც და ბევრ ქვეყანას. „ახლა ამის წარმოჩენა რაღაც განსაკუთრებულად არის აბსოლუტური მანიპულაცია და ანტიქართული პროპაგანდა. ვინაიდან, ეს […]
„…შეურიგდებოდი გიორგის?“ – კრისტი ყიფშიძე მოულოდნელი პასუხი გამომწერებს

· 839 მსახიობი და მოდელი, კრისტი ყიფშიძე, გამომწერების კითხვებს პასუხობს. მას ჰკითხეს: – “გიორგი ყიფშიძეს მეორე და მესამე ცოლი რომ არ მოეყვანა, შეურიგდებოდით?” კრისტი კი პასუხობს: -არა. არ აქვს მნიშვნელობა მერე რა მოხდა. როცა ვშორდები, მერე დაბრუნება აღარ არის. ისე გიორგი ძალიან მიყვარს”,-წერს კრისტი.
როგორია საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გუშინ ნათლისღების სადღესასწაულო ლიტურღიაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს მონაწილეობა არ მიუღია. დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, პატრიარქმა ილია მეორემ მსახურებაში მონაწილეობა ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე ვერ შეძლო: „პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო“, – თქვა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
შალვა პაპუაშვილი – ყველა, ვინც აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, ქვეყანა აქციოს ჩიხად და არა, დერეფნად

ყველა, ვინც ახალა, აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, საქართველო აქციოს ჩიხად და არა, დერეფნად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას უკვირს ოპოზიცია აქაც რამდენად არის აცდენილი ეროვნულ ინტერესებს. მისივე თქმით, არათუ დღეს, არამედ დამოუკიდებლობის […]