ევროპის დღეებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾600 ათასი გამოიყოფა

ევროპის დღეებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 600 ათასი ლარი გამოიყოფა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულებაში წერია. „9-11 მაისს ევროპის დღეების ფარგლებში ქალაქ თბილისში გასამართი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოიყოს […]

„არ მინდა ჩემ წიგნებს ეწეროს, რომ აგენტის დაწერილია“ – არჩილ ქიქოძე

დღეს, 8 აპრილს, თბილისში, პარლამენტის ბიურომ რუსული კანონი განიხილა. კანონის განხილვა პარლამენტთან ჟურნალისტების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. რუსული კანონის განხილვას პარლამენტის წინ აპროტესტებს მწერალი არჩილ ქიქოძეც: „თავის დროზე, ეს კანონი რუსეთმაც ვითომ [სხვა ქვეყნებიდან] გადმოიღო და მერე გამოიყენა თავისი მოსახლეობის, პროგრესული ნაწილის წინააღმდეგ. აქაც ასე მოხდება – ყველანი გავხდებით ჯაშუშები. პირველ რიგში, უმსგავსობაა რაც ხდება, […]

რატომ გააუქმა რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტია — სამართლებრივი საფუძველი

საჯარო რეესტრის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ძალადობრივი, პრორუსული დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“. რეესტრის გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება პარტიის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ მიიღეს მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე შეისწავლეს პარტიის რეგისტრაციის კანონიერება. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიად რეგისტრაცია ზურაბ მახარაძემ 2021 წლის 21 ნოემბერს მოითხოვა, თუმცა რეესტრმა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, […]

„პასუხია არჩევნებით ევროპული სათქმელის თქმა” – პრეზიდენტი რუსულ კანონზე ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მეორედ ინიციირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა. „როგორც შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ […]

„თეგეტა ჰოლდინგმა“ აზიის განვითარების ბანკის მედიატურს უმასპინძლა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართა. ღონისძიების მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოსთან 16-წლიანი პარტნიორობის შედეგების გაცნობა იყო. პირველი კომპანია, რომელსაც ტურის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია ჟურნალისტებთან ერთად ეწვია, „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კომპანიის ცენტრალურ ოფისში განთავსებული ელექტრომობილები დაეთვალიერებინათ და მიეღოთ ინფორმაცია „თეგეტასა“ და ADB-ს ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით. „თეგეტა ჰოლდინგი“ რეგიონის მასშტაბით […]

საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ რეგისტრაცია გაუუქმა

საჯარო რეესტრმა პარტია “კონსერვატიული მოძრაობის“ (იგივე “ალტ-ინფო“) რეგისტრაცია გაუუქმა. საჯარო რეესტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღო, რომელმაც პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა მოითხოვა. საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, რეესტრმა შესწავლის საფუძველზე პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებული რამდენიმე დარღვევა დაადგინა.

Bloomberg – შვეიცარიაში „მშვიდობის სამიტი“ შესაძლოა 16-17 ივნისს ჩატარდეს

შვეიცარიაში „მშვიდობის სამიტი“ შესაძლოა 16-17 ივნისს ჩატარდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Bloomberg-ის ცნობით, „მშვიდობის სამიტი“, რომლის მასპინძლობასაც შვეიცარია უკრაინის თხოვნით დათანხმდა, ივნისის შუა რიცხვებში ჩატარდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. მოსალოდნელია, რომ შვეიცარიაში გასამართ „მშვიდობის სამიტზე“ 100-მდე სახელმწიფოს მიიწვევენ, რომელთა უმეტესობა ე.წ. გლობალური სამხრეთიდან იქნება. „უკრაინის, რუსეთისა და […]

მზის სრული დაბნელების სანახავად უამრავი ადამიანი ემზადება

ამერიკის, მექსიკის და კანადის მოსახლეობა მზის სრული დაბნელებისთვის ემზადება. იშვიათი სანახაობისთვის ბევრი ადამიანი მოგზაურობს კიდეც, რათა ციურ მოვლენას თვალი საუკეთესო ადგილიდან ადევნოს. მზის დაბნელების ნახვა ჩრდილოეთ ამერიკიდან ყველაზე კარგად არის შესაძლებელი, თუმცა არა ყველა წერტილიდან. სპეციალისტებმა უკვე გამოაქვეყნეს ადგილები, საიდანაც მზის დაბნელება მეტნაკლებად კარგად გამოჩნდება, თუმცა სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პროცესზე დაკვირვება გარკვეულ ქალაქებში გართულდეს, […]

რეკორდული წყალდიდობა რუსეთში

რუსეთში, ურალის მთების დასახლებულ პუნქტებში, ძალზე სახიფათო წყალდიდობამ ათასობით ადამიანს სახლის დატოვება აიძულა. ამის მიზეზი თოვლის სწრაფი დნობა გახდა, რომელმაც ევროპის კონტინენტზე ზოგიერთი დიდი მდინარის ადიდება გამოიწვია. მოსკოვმა ყაზახეთის მახლობლად, ორენბურგის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იქ მდინარე ურალი ადიდდა – ევროპაში სიდიდით მესამე მდინარე. 5 აპრილს, რამდენიმე მეტრიანი ადიდება სულ რამდენიმე საათში მოხდა, ქალაქ ორსკში […]

პელეგრინიმ სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

სლოვაკეთის ნაციონალისტური მემარცხენე მთავრობის კანდიდატმა პიტერ პელეგრინიმ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში შაბათს გაიმარჯვა. ამან გააძლიერა პრორუსი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ძალაუფლება ქვეყანაში. ფიკო მთავრობაში მეოთხედ გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს. მან ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უფრო პრორუსულ რელსებზე გადაიტანა და სისხლის სამართლისა და მედიის რეფორმები წამოიწყო, რამაც შეშფოთება გამოიწვია კანონის უზენაესობის შესუსტებასთან დაკავშირებით. პელეგრინიმ ამომრჩეველთა ხმების 53,26% მიიღო, ხოლო […]