ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის არაერთი მიმართულებით. პარტიის თავმჯდომარემ […]
ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებაზე – ვა-ბანკზე წავიდნენ, გადაწყვიტეს არჩევნები აქციონ ფორმალობად, როგორც რუსეთშია – ესენი ჯერ ქუჩაში და შემდეგ არჩევნებზე უნდა დასრულდნენ, სხვა გზა არ არის

უბრალოდ ვა-ბანკზე წავიდნენ, გადაწყვიტეს, რომ მოასუფთაონ, ქვეყანაში აღარ დატოვონ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და არჩევნები აქციონ ფორმალობად, როგორც ეს არის რუსეთში. სხვა ახსნა ამას არ აქვს , – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია, რომ 2030 წელს დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების გეგმაში საქართველო ვერ მოხვდეს. “რომელი კომიტეტი განიხილავს […]
გრიგორიადისის საქმის განხილვა დასრულდა – განაჩენი “გონივრულ ვადაში” გამოცხადდება

რუსული კანონის საწინააღმდეგო მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი, “გონივრულ ვადაში” გამოცხადდება. დღეს დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა, რის შემდეგაც მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა. გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. “უახლოეს დღეებშიო, გონივრული ვადა იგულისხმება ხოლმე, დაახლოებით 2-3 დღე, მეტი არა. საკმაოდ დიდხანს გაიწელა სასამართლო პროცესი იმიტომ, რომ საკმაოდ […]
რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს. „დღეს, დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ჩასოვ-იარი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა – დაიღუპა 77 წლის ქალბატონი, დაზიანდა 6 კერძო სახლი“, -აცხადებს ვადიმ ფილაშკინი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები თავს ქალაქ სელიდოვესაც დაესხნენ, […]
რომელ სამ კომპანიას მიანიჭა მთავრობამ საერთაშორისო სტატუსი? – განკარგულება

ირაკლი კობახიძის 8 აპრილის განკარგულებების მიხედვით 3 კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. საუბარია შპს პანჯეა ჯორჯია-ზე, შპს ვებიზ ფლეისა და შპს აიდი კონსალტინგზე. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ორი კომპანია ისრაელურია, ერთი კი საქართველოშია რეგისტრირებული. შპს პანჯეა ჯორჯია 2022 წლის 2 მარტს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს ისრაელური შპს პანჯეა ნ.გ.უ. ფლობს. შპს ვებიზ ფლეისა 2018 წლის 15 მაისს დარეგისტრირდა. […]
მიქაუტაძე ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

მეცი გავარდება.ნამეტანი სუსტი დაცვა ჰყავს.მიქაუტაძეს კი უფრო ძლიერი კლუბი წაიყვანს.მეცმა,მგონი მისი გამოსყიდვა ვერ მოასწრო.არადა გამიხარდებოდა.აიაქსმა,ალალად დაიმსახურა მისი ყიდვა გაყიდვით იზარალოს.მეცმა კი,ისევ ფეხზე დააყენა გიორგი და თუ უკვე გამოსყიდული ჰყავს,გაცილებთ ძვირადაც გაყიდის.მეორე ლიგაში,მის შენარჩუნებას,მეცი ვერ შესძლებს და არც გიორგი დარჩება.
ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს მოსამართლე დღეს არ გამოაცხადებს

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი დღეს არ გამოცხადდება. საქმის მოსამართლის, ზვიად შარაძის თქმით, განაჩენის გამოცხადების დროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში მიიღებს. მისივე თქმით, განაჩენის მოსასმენად სასამართლოში ბრალდებულსაც დაიბარებენ და გრიგორიადისის გადასაწყვეტი იქნება, მივა თუ არა სასამართლო დარბაზში. დღეს, 8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვეს ბრალდების და დაცვის მხარეებმა. […]
ლაზარე გრიგორიადისი – მგონია, რომ ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია, ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, შეუძლებელია – “მოლოტოვის კოქტეილისგან” რომ აღმოჩენილიყო კვალი ჩემს ქურთუკზე, გამორიცხულია

მგონია, რომ ეს ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია, ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, შეუძლებელია. ერთმანეთს ცდებიან ჩვენებებში, – ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამოსზე ნავთობპროდუქტების კვალი, ნებისმიერ იქ მყოფ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან წყლის ჭავლი იყო გაშვებული და გარემო დაბინძურებული. “პოლიციელების ჩვენებას მინდა გამოვეხმაურო, […]
ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტი კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის გამტარებელია და გასაკვირი არაფერია, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტს ვეტოს დაადებს

პრეზიდენტი არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის გამტარებელი და გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ის გამჭვირვალობის კანონპროექტს ვეტოს დაადებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. “პრეზიდენტი არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის გამტარებელი, ამიტომ მას სამართლებრივი არგუმენტები როგორც ასეთი არ სჭირდება. ჩვეულებრივად, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური პოზიცია […]
მოსამართლე აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენს „გონივრულ ვადაში“ გამოაცხადებს

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. მოსამართლე ზვიად შარაძის განმარტებით, განაჩენს დღეს არ გამოაცხადებს, გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში იქნება გამოცხადებული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმა. ის წარდგენილ არცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიჩნევს. ცნობისთვის, […]