ციხეში დაიღუპა ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა

გასულ კვირაში ციხეში დაიღუპა ალექსანდრ დემიდენკო, ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი, რომელიც ბელგოროდის რეგიონში უკრაინელ ლტოლვილებს უკრაინაში დაბრუნებაში ეხმარებოდა – განაცხადეს მისმა ადვოკატმა და ოჯახმა 8 აპრილს. 61 წლის აქტივისტი, რომელიც ღიად აპროტესტებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას, ოქტომბერში დააკავეს. თავიდან მას 10 დღით მიუსაჯეს პატიმრობა, საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღების ბრალდებით. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ დემიდენკოს სახლში აღმოაჩინა […]

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია კი 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა მათ […]

3 თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა ევროპაში 3 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გაიტანა

2024 წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანმა ევროპაში 3,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა სოციალურ ქსელ „X“-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა. აღნიშნულია, რომ წელს თურქეთში 2,3 მილიარდი, ხოლო საქართველოში 0,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, ამ პერიოდში ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP) თურქეთში 1,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა ტრანსპორტირებული.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განსახილველად კომიტეტი 12 აპრილის ნაცვლად, 15 აპრილს შეიკრიბება. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დასახელებული თარიღის შეცვლის მიზეზად ოხანაშვილმა რეგლამენტით განსაზღვრული ის პროცედურა დაასახელა, რომლის თანახმად, კომიტეტი სხდომას იწვევს ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა. როგორც ოხანაშვილმა განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ 9 აპრილი უქმე […]

ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორი – ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი და საკმარისია

ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი და საკმარისია, – ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა. პროკურორის განცხადებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ბრალდებული ადასტურებს მის მონაწილეობას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებში. „დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დეტალურად მიმოიხილა მტკიცებულებები […]

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვებთან დაკავშირებით, შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის საკითხები განიხილეს და ამ პროცესში ასოციაციების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველების ასოციაციებში გაწევრიანების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. ,,გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა, ასოციაციების ხელმძღვანელ პირებსა და […]

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი – მოვისმინეთ, რამდენად უსუსური იყო ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა, რაც მხოლოდ ვერსიებს ეფუძნებოდა

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანეჟაშვილის განცხადებით, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა „უსუსური“ იყო და ის მხოლოდ ვერსიებს ეფუძნებოდა. როგორც ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ლაზარე გრიგორიადისს დამნაშავედ ცნობს, დაცვის მხარე სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. „ლაზარე […]

ლაზარე გრიგორიადისის დედა – ბრალდების მხარე ისევ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს – ძალიან სასაცილოა

არგუმენტები დამაჯერებელი იყო დაცვის მხარის, ბრალდების მხარე ისევ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს , – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ, სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურა კვლავ პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს. “თვალსაჩინოდ, არგუმენტები დამაჯერებელი იყო დაცვის მხარის, ბრალდების მხარე ისევ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს, ძალიან სასაცილოა ჩემთვის და მათთვის ვინც დარბაზში იჯდა და უსმენდა. […]

ცუცქირიძე: ხვალ ვგეგმავთ, მოვაწყოთ დიდი დემოკრატიული წარმომადგენლობითი სამოქალაქო შეკრება

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორის, ლევან ცუცქირიძის თქმით, ხვალ რუსულ კანონთან დაკავშირებით იგეგმება დემოკრატიული წარმომადგენლობითი სამოქალაქო შეკრება, სადაც მიწვეული იქნება მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ეს მან ფორმულას ეთერში თქვა და აღნიშნა, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც განსხვავებების მიუხედავად, ყველა უნდა გაერთიანდეს. ცუცქირიძის თქმით, ხვალ დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დღის ბოლოს […]

კომიტეტმა 15 აპრილამდე გადადო ე.წ. აგენტების კანონის განხილვის დაწყება

8 აპრილს პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცედურაზე იმსჯელა. სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და ალტერნატიული კანონპროექტების განხილვას 12 აპრილს დაიწყებდა. სხდომის დასრულების შემდეგ, რადიო თავისუფლებას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ განხილვის დაწყება გადაიდო. ახალი გადაწყვეტილებით, კომიტეტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს […]