მეუფე შიო – დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება – ეს თვისებები იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების დიდი საწინდარი

ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება… დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების დიდი საწინდარი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და […]
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსების მიერ 54 უკრაინელი ტყვის სიკვდილით დასჯის ფაქტია ცნობილი

უკრაინის გენერალური პროკურატურა ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ფაქტებზე 27 სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს, საუბარია 54 დამცველის მკვლელობაზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, იური ბელუსოვმა განაცხადა. 7 აპრილს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოზე კომენტირებისას, ბელუსოვმა აღნიშნა, რომ წინაასწარი მონაცემებით, დანაშაული ხერსონის ოლქში, კრინოკის მახლობლად მოხდა, მაგრამ […]
გორში 9 აპრილს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

გორში 9 აპრილს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან და ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გადაიხადა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, […]
თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. აღნიშნულ ინფორმაციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ახალგაზრდები შეეწირნენ. „დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, თავდადებისა და დამოუკიდებლობის სურვილის სიმბოლო. ტრაგიკულია ეს დღე, ამავე დროს არის ჩვენი თავმოყვარეობის და სიამაყის […]
თამარ კორძაია სუს-ის განცხადებაზე – როცა მჟღავნდება მძიმე შინაარსის ინფორმაცია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყენება საწამლავი, რომლითაც რუსეთი თავის მტრებს ებრძვის, ეს უფრო სერიოზულ პასუხებს მოითხოვს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, სუს-ის მიერ „ჰავანის სინდრომით“ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უფრო სერიოზულ და სიღრმისეულ პასუხებს მოითხოვს. კორძაიას შეფასებით, მსგავს განცხადებებს რომ ვერ ვისმენთ უსაფრთხოების სამსახურისგან, ამიტომ არის, რომ სანდოობის საკითხი სწორედ მათთან დაკავშირებით დგას. „ჩამოყალიბდნენ, როდის ენდობიან ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს. მაშინ, […]
საქართველო VS რუსეთი: ევროსასამართლომ „ბორდერიზაციის“ საქმეზე რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”. გადაწყვეტილებაში, რომელიც პალატამ დღეს, 9 აპრილს, გამოიტანა, „ბორდერიზაცია“ შეფასებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობად. სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა შემდეგი მუხლების დარღვევას: · ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); · ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის […]
რუსული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული – 35 წელი 9 აპრილიდან

1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა. დღეს, 9 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, არასამეწარმეო იურიდიული პირების, საზოგადოების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ დღესთან დაკავშირებით, 9 აპრილის სკვერში ღონისძიება გაიმართა, სკვერი ტიტებით შეიმკო. ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და ამ დღის […]
დღეს პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის – პეტერ ფიშერი

დღეს პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც იბრძოდნენ და თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის, რაც ყველა ჩვენგანისთვის არის მუდმივი ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. „პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოხდა ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე. თქვენ […]
კვარაცხელიას პსჟ და „ბარსელონა“ იწვევენ – „ნაპოლი“ ტრანსფერს აღარ ეწინააღმდეგება და 100 მილიონს ითხოვს

პარიზული გრანდი „პარი სენ ჟერმენი“ „ნაპოლის“ ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს უმიზნებს, იტალიელები კი შეთავაზებას აღარ ეწინააღმდეგებიან, – ამ მოულოდნელ ინფორმაციას გამოცემა Il Mattino ავრცელებს. „პსჟ არა მხოლოდ ვიქტორ ოსიმენს, არამედ ნეაპოლელების შემტევ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიასაც აკვირდება, რომელსაც კილიან მბაპეს შეცვლა შეუძლია. აურელიო დე ლაურენტისი მზად არის, მოისმინოს 100 მილიონი ევროს და მეტი ღირებულების შეთავაზებები. […]
,, საინფორმაციო შეხვედრა იყო” – როგორ დასტიმულირდება EURO 2024-ზე ფრენები ავიაკომპანიებმა ჯერ არ იციან

ეკონომიკის მინისტრის მოადგილისა და ავიაკომპანიების შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო – ასე უპასუხა ავიაკომპანია Geo Sky-ის გენერალურმა დირექტორმა, შალვა კიკნაძემ BM.GE-ის კითხვას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში EURO-2024-ისთვის გერმანიის მიმართულებით ფრენების საკითხზე გამართული შეხვედრის დეტალებს შეეხებოდა. გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, დამატებითი პირდაპირი რეისებისა და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფის უზრუნველყოფაპრემიერის დავალებაა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა მექანიზმით მოხდება ავიაბილეთების […]