გაგაუზიის პრორუსი ლიდერი ევგენია გუცული მოსკოვში ვიზიტით იმყოფება

მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის, გაგაუზიის ლიდერი ევგენია გუცული მოსკოვში ვიზიტით იმყოფება. გუცული რუსეთში მიმდინარე წელს მეორედ ჩავიდა, ის პირველი მოლდოველი მაღალჩინოსანია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთს ეწვია. ლიდერის განმარტებით ვიზიტი რუსულ ბანკ პრომსვიაზბანკთან ხელშეკრულების გაფორმებას ემსახურება. გუცულის აზრით, ეს ნაბიჯი რუსეთიდან გაგაუზიაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ ჩარიცხვებს გაამარტივებს. გაგაუზიის ლიდერის ვიზიტს გამოეხმაურა ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW): […]

4 პირს ფერმაში მუშაობას აიძულებდა, სახლში არ უშვებდა, ძალადობდა – 1 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ცნობით, ოთხი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის, ანუ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – ფერმების მფლობელი ოთხ ადამიანს მისთვის უსასყიდლოდ მუშაობას აიძულებდა და მათზე როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად ძალადობდა და სახლში წასვლის უფლებას არ აძლევდა. “საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არსებული ფერმების მფლობელმა, ტრეფიკინგის მიზნით, 4 პირი მოტყუებით, ძალადობით და იძულებით, გარკვეული დროის […]

“აღსდექ, ლაზარე!” – ხარანაული

პოეტი, ბესიკ ხარანაული: ჰეი, საქართველო, კარგი იქნებოდა ერთ დილასაც ხმამ გაგვაღვიძოს, – აღსდექ, ლაზარე! წამოვდგებოდით, თვალების ფშვნეტით, ხუთი მილიონი.

სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – საგამოძიებო

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე მალხაზ გიორგაძის დაკავებისას განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. “სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე მალხაზ გიორგაძის დაკავებისას განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” […]

ენგურჰესზე მომხდარი ავარიის გამო აფხაზეთს ელ. ენერგია გრაფიკით მიეწოდება

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ენგურჰესზე ავარია მოხდა, რის გამოც სადგურის მუშაობა დროებით შეჩერებულია. აფხაზეთში ენერგო დეფიციტის გამო 7 აპრილს ამოქმედდა ელექტროენერგიის ექვსსაათიანი გამორთვის რეჟიმი. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის მერვე კილომეტრზე მოხდა. დაზიანდა ბეტონის კედელი, ხოლო მისი ფრაგმენტები ტურბინის განყოფილებაში ჩავარდა. ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ გადაწყდა დენის გამორთვა დღეში ექვსი საათით — ორი […]

გურიაში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გურიაში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. ,,1989 წლის 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევიდა როგორც დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. ამ ბრძოლას […]

9 აპრილი, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა – დღეს კი უსამშობლოები სწორედ იმ თანხებს მალავენ, რომელიც ამ ქვეყანაში ისევ ბატონყმური წესების დამკვიდრებას უნდა მოხმარდეს

9 აპრილი, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა – დღეს კი უსამშობლოები სწორედ იმ თანხებს მალავენ, რომელიც ამ ქვეყანაში ისევ ბატონყმური წესების დამკვიდრებას უნდა მოხმარდეს 9 აპრილი, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. სწორედ ამ დღეს განაცხადა ქართველმა ხალხმა, რომ სხვის ბატონობასა და კარნახს არ შეეგუებოდა. დღეს კი ისევ გვიჩიჩინებენ, რომ სხვის ნებაზე და ჭკუაზე უნდა ვიაროთ, […]

ვინც საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვას აკრიტიკებს, ამით, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ ევროპის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო, ჩვენი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ – არა

ვინც საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვას აკრიტიკებს, ამით, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ ევროპის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო, ჩვენი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ – არა „ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ ევროკავშირის წარმომადგენელი მაღალი პირის კრიტიკა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების მაგალითია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. ეკა […]

საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას გვსურს, ნათელი მოეფინოს ქართული სახელმწიფოს გაძლიერების მოფიქრალ-მოწინააღმდეგეთა მიერ გლახაკ ენჯეოებზე გაღებულ უხვ საჭურჭლეთა ნამდვილ მიზნებს

საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას გვსურს, ნათელი მოეფინოს ქართული სახელმწიფოს გაძლიერების მოფიქრალ-მოწინააღმდეგეთა მიერ გლახაკ ენჯეოებზე გაღებულ უხვ საჭურჭლეთა ნამდვილ მიზნებს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ უცხოეთიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, ნათელი მოეფინოს იმ ფაქტს, თუ ვინ და რა მიზნით აფინანსებს არასამთავრობო სექტორს. როგორც ექსპერტი აცხადებს, ნანახმა გაჭირვებამ […]

გაეროს წარმომადგენლებს ვთხოვ, გვითხრან არგუმენტი, რატომ არის ცუდი ის, რაც არ არის ცუდი ევროპაში და შემდეგ დავიწყებთ ფიქრს

გაეროს წარმომადგენლებს ვთხოვ, გვითხრან არგუმენტი, რატომ არის ცუდი ის, რაც არ არის ცუდი ევროპაში და შემდეგ დავიწყებთ ფიქრს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იმ განცხადებას პასუხობს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს უკან გაიწვიოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, გაეროს წარმომადგენლებს „არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, რატომ შეუქმნის […]