უკრაინელებმა 23 რუსული ტანკი და 30 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს – რას იუწყებიან ისინი

უკრაინული სამხედრო ძალები იუწყებიან, რომ საოკუპაციო ძალებმა ოდესის, ლვოვისა და მიკოლაევის ოლქებზე დრონებით მიიტანეს იერიში. უკრაინელებმა 850 ოკუპანტი, 23 ტანკი და 30 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, რუსების მიერ მათზე თავდასხმისას. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი და დაშავდა 10.
+18 – (ვიდეო) – “შე “ჩესტით” ბო@ო, ამოლპები ციხეში” – X2-ის დირექტორი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ქალზე ძალადობის ბრალდებით კომპანია” იქს 2” – ის დირექტორი, ვალერიან კირკიტაძე დააკავეს. გუშინ, 8 აპრილს მოქალაქე სოფია მეფარიშვილმა სოციალური ქსელებით ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ “X2 დეველოპმენტის” დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე მას ფიზიკურად უსწორდება. ვალერიან კირკიტაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. ქალის მონაყოლის მიხედვით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, […]
ნიკა გვარამია – ვინც ხელს შეუშლის ჩვენ არჩევანს და დასავლეთის არჩევანს, მას მოუწევს, რომ წავიდეს!

ვინც ხელს შეუშლის ჩვენ არჩევანს და დასავლეთის არჩევანს, მას მოუწევს, რომ წავიდეს! – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა დასავლელი პარტნიორების განცხადებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. გვარამიას თქმით, აბსოლუტურად გასაგებია, რა პოზიციაც დაფიქსირდა. „მე, „ქართული ოცნების“ ადგილზე სერიოზულად დავფიქრდებოდი, რა გვითხრეს, რა უთხრეს მათ, პირველ რიგში. ვნახოთ, ვადევნოთ მოვლენების განვითარებას […]
სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქის დაკავებისას უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე მალხაზ გიორგაძის დაკავებისას განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური […]
შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ, სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, მრავალწლიან ურთიერთობათა მეგობრულ ხასიათს. „ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განვითარების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს […]
ბულგარეთის პრეზიდენტმა დროებითი მთავრობა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი დანიშნა

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა პრემიერ-მინისტრ დიმიტარ გლავჩევის ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობა დანიშნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღად 9 ივნისი დაასახელა. „ჩვენ სტაბილურობის გარანტი უნდა ვიყოთ, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციურ კრიზისში ჩაებას და პარტიული ამბიციებისა და სურვილების მძევალი გახდეს“, – განაცხადა დიმიტარ გლავჩევმა მთავრობის გადაცემის ცერემონიაზე. ცნობისთვის, ეს უკვე მეექვსე დროებითი მთავრობაა, რომელიც პრეზიდენტმა […]
“ბარსელონა” ბერნარდო სილვას სანაცვლოდ 58 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს

“ბარსელონა” “მანჩესტერ სიტის” შემტევის, ბერნარდო სილვას შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პორტუგალიელის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონ ევროს შეადგენს და “ბლაუგრანა” აპირებს, რომ ამით ისარგებლოს. გამოცემა ირწმუნება, რომ “ბარსელონაში” გადასვლის წინააღმდეგი არც ბერნარდო სილვაა. მეტიც, 29 წლის შემტევის ოჯახი ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს და ფეხბურთელმა “სიტის” ხელმძღვანელებს აცნობა, რომ ტრანსფერს ხელი არ […]
“ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარმა ბინამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მინდა ბედნიერება ვუსურვო” – რას იხსენებს 9 აპრილის გმირი, ლელა ვეფხვაძე

გიორგი გასვიანის გადაცემა „სიცრუის დეტექტორი“ 9 აპრილს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს მიეძღვნა. ამ ემოციურმა გადაცემამ საზოგადოების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. 9 აპრილისთვის მიძღვნილი გადაცემა ამ დღის მთავარი გმირების სტუმრობით ჩატარდა, რომლებმაც სხვადასხვა ამბები გაიხსენეს. ქალბატონი ლელა ვეფხვაძე: „ბინა მიყიდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე ვცხოვრობდი ქირით და უკვე ხელშეკრულებაც გაფორმებული მქონდა და ორი წელი კიდე უნდა […]
“შენ მე ამ ფულით აყირავებას მიპირებ” – “რუსული კანონის” რეალური მიზეზი

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ NGO და მედია ერთადერთი გაუმჭვირვალე კუნძულია ქვეყანაში, შესაძლოა, მას უნდოდა ეთქვა, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი, გაუკონტროლებელი კუნძულია ქვეყანაში, თორემ, ყველა გრანტის ხარჯთაღრიცხვა რომ გამჭვირვალეა, მაგალითად, არაერთი დეპუტატისგან განსხვავებით, რომლებიც დეკლარაციებსაც კი არასწორად ავსებენ, ეს უკვე ქვეყანაში ყველამ იცის. მამუკა მდინარაძე გრანტებს შავ ფულს უწოდებს […]
მამუკა მდინარაძე – გნებავთ გაერო იყოს, დასავლურ სამყაროში არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია და პირი, რომლის პოზიციასაც გავიზიარებთ უაპელაციოდ – გვითხრან ერთი არგუმენტი, რატომ არის ცუდი ის, რაც არ არის ცუდი ევროპაში და კი ბატონო, შემდეგ დავიწყებთ ფიქრს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იმ განცხადებას პასუხობს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს უკან გაიწვიოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, გაეროს წარმომადგენლებს „არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, რატომ შეუქმნის საფრთხეს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში ის, რაც საფრთხეს არ უქმნის ევროპაში. “[მათ] არ ვემიჯნები, საპასუხო კითხვას ვსვამ. ასეთი ოფიციალური […]