რატი ბრეგაძე – დღეს ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის ჩვენი გამარჯვებით – მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას

დღეს, სწორედ ამ სიმბოლურ დღეს უკვე ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით – დღევანდელი გადაწყვეტილებით მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას და კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, სტრასბურგის […]
სალომე ზურაბიშვილი – 9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერავინ დაემუქრება – ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს!

9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ დაემუქრება – ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს! – ეს განცხადება რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულებს ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. „რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ 9 აპრილს დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი […]
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება. „ნამდვილად, ასეთი კონტაქტები იგეგმება. რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონის გათვალისწინებით მათი მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის გაგება არსებობს, მაგრამ თარიღის დაზუსტება ჯერჯერობით ნაადრევად მიგვაჩნია“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა […]
რა რეგულაციები არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისთვის? – საია-ს თავმჯდომარე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისთვის არაერთი რეგულაცია არსებობს. ამის შესახებ ის facebook-პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ისმის კითხვა, დღეს რა რეგულაციები არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისათვის? არაერთი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N797 ბრძანება – ამ კანონების საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ექვემდებარება […]
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტამდე თურქეთი ისრაელში საქონლის ექსპორტს ზღუდავს

თურქეთი ისრაელში მთელი რიგი საქონლის ექსპორტს მანამდე შეზღუდავს, სანამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა არ გამოცხადდება, – ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა. შეზღუდვები შეეხება 54 სხვადასხვა კატეგორიის საქონელს, მათ შორის რკინას, მარმარილოს, ფოლადს, ცემენტს, ალუმინს, აგურს, სასუქებს, სამშენებლო ტექნიკას და საავიაციო საწვავს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ზომები მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ისრაელმა უარყო […]
24 ევროპარლამენტარი EU-სა და აშშ-ს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 24 წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდა, რომ უზრუნველყონ სომხეთის უსაფრთხოება. „მაშინ, როდესაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები აძლიერებენ მხარდაჭერას ერევნის მიმართ, ჩვენ, 24 ევროპარლამენტარი, ვთხოვთ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ენტონი ბლინკენს, უზრუნველყონ სომხეთის უსაფრთხოება, რომელსაც აზერბაიჯანი უქმნის საფრთხეს,“ — ამის შესახებ “X-ზე” ევროპარლამენტის […]
რუსეთში გადაიდო კოსმოდრომ ვოსტოჩნიდან მძიმე რაკეტა „ანგარა-A“-ის გაშვება

გადაიდო რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე კოსმოდრომ ვოსტოჩნიდან მძიმე რაკეტა „ანგარა-A“-ის გაშვება. სტარტი 9 აპრილისთვის იყო დაგეგმილი. სტარტის გაუქმების შესახებ ბრძანება გაშვებამდე ორი წუთით ადრე გაიცა. რაკეტას სასარგებლო დატვირთვის გამოსაცდელად ორბიტაზე უნდა გაეყვანა ბლოკი „ორიონი“. „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა განაცხადა, რომ სტარტის გაუქმების მიზეზია „გაუმართაობა ცენტრალური ბლოკის მჟანგავის ავზში“. „ანგარა-A“-ის სტარტის შემდეგი მცდელობა 10 აპრილს იქნება. […]
აშშ-ის საელჩო – ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებს აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობა. „9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო. ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი […]
გიორგი ტყემალაძე – 9 აპრილს მოხდა ერის კონსოლიდაცია მთავარი ეროვნული იდეის – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარშემო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ და საკრებულოს წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. „9 აპრილი განსაკუთრებული დღეა საქართველოს […]
შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქე, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ცივი იარაღით ემუქრებოდა. „8 აპრილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გზის სავალი ნაწილის გვერდულზე შენიშნეს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას დაძრა ავტომობილი, შეეჯახა სავალი ნაწილის გვერდულს და მიმალვა სცადა. პატრულ-ინსპექტორებმა არაერთხელ […]