გერმანიის შს მინისტრი – უცხოელმა დამნაშავეებმა გერმანია უფრო სწრაფად უნდა დატოვონ – დეპორტაციის მკაცრი წესები უნდა აღსრულდეს

უცხოელმა დამნაშავეებმა გერმანია უფრო სწრაფად უნდა დატოვონ, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა. „უცხოელმა დამნაშავეებმა გერმანია უფრო სწრაფად უნდა დატოვონ. დეპორტაციის მკაცრი წესები, რომლებიც ჩვენ შევქმენით, ახლა უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა ნენსი ფეზერმა. ნენსი ფეზერმა მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვით, გასულ წელს გერმანიაში დანაშაულების საერთო რაოდენობა 5,5%-ით, ხოლო უცხოური წარმომავლობის მქონე ეჭვმიტანილთა […]
“თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა შეზღუდულია, საკმაოდ დიდი რიგებია” – GASA

ტურისტული კომპანია GASA-ს დამფუძნებელი გიორგი შენგელია ახალი აეროპორტის მოწყობასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ემხრობა და არგუმენტად გაზრდილი მგზავრთნაკადი და არსებული ინფრასტრუქტურის უკმარისობას ასახელებს. შენგელია ფიქრობს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიგები სწორედ მისი მასშტაბის პრობლემით არის გამოწვეული. ამის შესახებ მან “საქმის კურსთან” ისაუბრა. “თბილისის ახლანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა შეზღუდულია, საკმაოდ დიდი რიგებია. საკმაოდ რთულია და ხანგრძლივია პასპორტკონტროლზე მგზავრების […]
“ახალგაზრდებო, არა რუსულ კანონს კი არა, საერთოდ რუსეთს არა” – გიული ჩოხელი

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, მე რუსეთისა და რუსის არ მწამს. ხსენებაც არ მინდა. ამ თარიღის მერე, მოსკოვში არც ჩავსულვარ და არც არასოდეს ჩავალ. ჩემი შვილი იქ არის დასაფლავებული, მაგრამ მე რუსეთში მაინც არ მივდივარ. თუ საქართველოს მთავრობას სინდისი შერჩენილი აქვს, ჩემი შვილი ჩვენთან უნდა გადმოასვენონ, მაგრამ არავინ ინძრევა. ასეთ უბედურებაში ვარ. ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ […]
Synchron ტვინის იმპლანტის ფართომასშტაბიანი ტესტირებისთვის ემზადება

Synchron ტვინის იმპლანტის ფართომასშტაბიანი ტესტირებისთვის ემზადება Synchron Inc ტვინის იმპლანტის ფართომასშტაბიანი ტესტირებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Reuters-ს განუცხადა, Synchron Inc, ილონ მასკის Neuralink ტვინის იმპლანტის სტარტაპის კონკურენტი, ემზადება პაციენტების დასაქირავებლად ფართომასშტაბიანი კლინიკური ცდისთვის, რომელიც საჭიროა მისი მოწყობილობის კომერციული ნებართვის მისაღებად. Synchron-მა ორშაბათს გამოუშვა ონლაინ რეესტრი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი […]
„დღეს ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის ჩვენი გამარჯვებით – მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას“ – რატი ბრეგაძე

„დღეს ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის ჩვენი გამარჯვებით – მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას“ – რატი ბრეგაძე „დღეს, სწორედ ამ სიმბოლურ დღეს უკვე ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით – დღევანდელი გადაწყვეტილებით მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას და კონვენციასთან შეუსაბამოდ […]
უკრაინა: რუსეთში, ვორონეჟის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად საავიაციო ქარხანა დაზიანდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, რუსეთში ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკში, საავიაციო ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ძირითადი საწარმოო ობიექტები დაზიანდა. “ეს არის ის, რაც შეგვიძლია დავადგინოთ სხვადასხვა წყაროდან. გაისმა აფეთქების ხმები – ამის დადასტურება ჩვენც შეგვიძლია. დეტალებს არ გავამხელთ, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, დაზარალდა საავიაციო ქარხნის ძირითადი საწარმოო ობიექტები.”. – თქვა იუსოვმა. […]
II მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, გერმანიამ უცხო ქვეყანაში ჯარები მუდმივად განათავსა

8 აპრილს გერმანიამ ლიტვაში ჯარისკაცების განლაგების პროცესი დაიწყო, რაც II მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა გერმანია უცხო ქვეყანაში ჯარს მუდმივად განალაგებს. გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე ლიტვაში 20-ზე მეტი ჯარისკაცი ჩავა, რომელსაც მოგვიანებით 150 ჯარისკაცისგან შემდგარი დანაყოფი შეუერთდება. ხოლო საბოლოო გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის გერმანია ლიტვაში მუდმივად 5 000 ჯარისკაცს განათავსებს. “ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც […]
ზედიზედ მეორედ – კვარაცხელია “ნაპოლის” თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ “კვარას” გულშემატკივრებმა თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშის სტატუსიც მიანიჭეს. ხვიჩამ მარტის თვეში “პარტენოპეის” მაისურით ჯამში 3 მატჩი გამართა, თავი კი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა. შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.
ვილნიუსში დააკავეს რუსეთის საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი

ვილნიუსში დააკავეს რუსეთის საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, იუწყება პორტალი Delfi. საელჩოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება ორჯერ სცადეს. გამოცემის ცნობით, 1974 წელს დაბადებული ეჭვმიტანილი „უკვე იმყოფებოდა პოლიციის ყურადღების ცენტრში“. სხვა დეტალები არ ვრცელდება. სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ ქონების დაზიანების ფაქტზე საზოგადოებისთვის სახიფათო გზით. ეჭვმიტანილს ჯარიმა, თავისუფლების შეზღუდვა, დაპატიმრება ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 7 და 8 აპრილს […]
თიბისის ტექსკოლის გაზაფხულის ნაკადმა სწავლა დაიწყო

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, სადაც გაზაფხულის სემესტრზე, მთელი საქართველოდან, 636 უფროსკლასელმა დაიწყო სწავლა. აქ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მთელი საქართველოდან დაეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და შეიძენენ უნარებს, რომლებიც მომავალ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც დღეიდან […]