2023 წელს Turkish Airlines-მა მგზავრების რეკორდული რაოდენობა გადაიყვანა

2023 წელს Turkish Airlines-მა მგზავრების რეკორდული რაოდენობა გადაიყვანა 2023 წელს Turkish Airlines-მა 83,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც ავიაკომპანიისთვის ისტორიული რეკორდია. აღნიშნული ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა. ეს მაჩვენებელი 2022 წლის მონაცემებს 16,1%-ით აღემატება. რაც შეეხება განვლილ მანძილს, 2023 წელს Turkish Airlines-მა (ჯამურად) 234,8 მილიარდი კმ გაიარა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 16,4%-ით (201,8 მილიარდი კმ) აღემატება.

ლევან იოსელიანი – მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გაუსვა ხაზი რუსეთის პასუხისმგებლობას – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკა დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გაუსვა ხაზი რუსეთის პასუხისმგებლობას. „სიმბოლურია, რომ დღეს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის თავზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც […]

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი საიმონ ჰარისი გახდა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი საიმონ ჰარისი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიის ეროვნული სატელევიზიო და რადიო მაუწყებელი RTE ავრცელებს. ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატამ 88 ხმით 69-ის წინააღმდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტია Fine Gael-ის ლიდერის, საიმონ ჰარისის დანიშვნას მხარი დაუჭირა. 37 წლის საიმონ ჰარისი ირლანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა. საიმონ ჰარისმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ლეო ვარადკარი შეცვლა, რომელიც […]

დავით კარგარეთელი – 9 აპრილი – დღე, რომელიც არის დიდი ტკივილისა და იმავდროულად გამარჯვების სიმბოლო, ნათელი მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაბანში, 9 აპრილის პარკში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. „დღეს, ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც 35 წლის წინ თავი გაწირეს ჩვენი სამშობლოს […]

გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის კანონიერება შეესწავლათ – რატი ბრეგაძე „ალტ ინფოზე“

გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის კანონიერება შეესწავლათ – რატი ბრეგაძე „ალტ ინფოზე“ გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, რომ შეესწავლათ მისი („კონსერვატიული მოძრაობის“)რეგისტრაციის კანონიერება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ მათ არ ჰქონდათ […]

რაც დემოკრატიას ზიანს აყენებს, იმოქმედებს ბიზნესკლიმატზეც – ბიზნესმენი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე

“დიოს” მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების მიზანთან და დემოკრატიულ განვითარებასთან შესაბამისობაში არ არის. როგორც თამაზ დაუშვილმა BMG-ს კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შეფასებისას განუცხადა, მისი მიღება ქვეყნის ბიზნესკლიმატს დააზიანებს და ინვესტორებისთვის ნეგატიური გზავნილი იქნება.

საქართველო VS რუსეთი: ევროსასამართლომ „ბორდერიზაციის“ საქმეზე რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”. გადაწყვეტილებაში, რომელიც პალატამ დღეს, 9 აპრილს, გამოიტანა, „ბორდერიზაცია“ შეფასებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობად. სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა შემდეგი მუხლების დარღვევას: · ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); · ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის […]

გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა პარლამენტს მოუწოდებს „აგენტების კანონი“ გაიწვიოს

საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შეტანის გამო, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ის მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში იხსენებს რა 2023 წლის 26 თებერვლის განცხადებას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული […]

რუსეთი და ჩინეთი ევრაზიაში უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ

რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, განიხილონ ევროპასა და აზიაში უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავების გზები, რათა დაუპირისპირდეს შეერთებული შტატების მცდელობებს, თავისი ნება გაატაროს რეგიონში, განაცხადა სამშაბათს, პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 2022 წლის თებერვალში, უკრაინის წინააღმდე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყემბამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინი პეკინს ეწვია და მხარეებმა, „ულიმიტო“ პარტნიორობის შესახებ […]

ჯოზეფ ბორელი – მაღალი ინტენსიურობის, კონვენციური ომი ევროპაში ფანტაზია აღარ არის – ფინანსურად უნდა მოვემზადოთ

ევროპაში უფრო ფართო ომი “ფანტაზია აღარ არის”, ფინანსურად უნდა მოვემზადოთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. “ომი ნამდვილად ჩვენ გარშემო დაიარება […], და მაღალი ინტენსიურობის, კონვენციური ომი ევროპაში ფანტაზია აღარ არის… ის [ომი] ხვალ არ დაიწყება, მაგრამ რეალობის უარყოფა არ შეგვიძლია”, – განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომით […]