ანა ნაცვლიშვილი – რუსეთს სურს ქვეყანა ისტორიული გზიდან გადააგდოს, ხელისუფლება არ შეიცვლის ბუნებას, სად ეს მთავრობა და სად სიმართლე – „ქართული ოცნება“ ხალხის ვერდიქტს ვერ შეცვლის!

სად დღევანდელი მთავრობა და სად სიმართლე – ახლა ვინმეს მაინც აქვს მოლოდინი, რომ რასაც თავად ამბობენ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სიმართლე იქნება? , – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აღნიშნა, ქართველმა ხალხმა კანონპროექტი ერთი წლის წინ უკვე შეაფასა და „ქართული ოცნება“ ხალხის ამ ვერდიქტს ახლა […]
პეტრას აუსტრევიჩუსი “თავისუფლების მარშზე” – ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას იყვნენ ევროპელები

ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას იყვნენ ევროპელები! – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი თბილისში ჩატარებულ “თავისუფლების მარშს.” “ვულოცავ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას იყვნენ ევროპელები!” , – წერს აუსტრევიჩუსი. თბილისში, “თავისუფლების მარში” რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან დასრულდა სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”.
ევროკავშირი აპირებს, გაამკაცროს საბაჟო მოთხოვნები უკრაინის ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომდაგენლები შეთანხმდნენ, გაამკაცრონ საბაჟო მოთხოვნები უკრაინის ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე. გადაწყვეტილება ეხება, კერძოდ, ფრინველის ხორცს, კვერცხს, შვრიას, მარცვლეულს, სიმინდს, შაქარსა და თაფლს, განაცხადეს ევროკავშირის ლიდერებმა. ევროკავშირში იმ საქონლის უბაჟოდ შეტანა, რომელზეც ვრცელდება წესები, მხოლოდ გარკვეული რაოდენობით არის შესაძლებელი. ამ რაოდენობის მიღწევის შემდეგ საბაჟო გადასახადების გადახდა კვლავ სავალდებულოა. საუბარია იმპორტის საშუალო მოცულობაზე […]
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას „რუსულ კანონზე“ – ადამიანის უფლებათა სახლის განცხადება

ადამიანის უფლებათა სახლის (Human Rights House Foundation) ხელმომწერი წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ხელახლა დააინიციროს რუსული კანონი, რომელიც მათი თქმით, “სიტყვასიტყვით იმეორებს 2023 წლის მარტში პროტესტის შედეგად გაწვეული კანონპროექტის ტექსტს”. ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა ეწინააღმდეგება საქართველოს ნაკისრ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს და საფრთხეს ქმნის, რომ შეზღუდავს ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის […]
პეტრას აუსტრევიჩუსი “თავისუფლების მარშზე” – ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას იყვნენ ევროპელები

ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას იყვნენ ევროპელები! – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი თბილისში ჩატარებულ “თავისუფლების მარშს.” “ვულოცავ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას იყვნენ ევროპელები!” , – წერს აუსტრევიჩუსი. თბილისში, “თავისუფლების მარში” რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან დასრულდა სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”.
X2 დეველოპმენტი: ინციდენტს წინ უსწრებდა მეფარიშვილის მიერ თანამშრომელ გოგოზე თავდასხმა

სამშენებლო კომპანია X2 დეველოპმენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ კომპანია ემიჯნება ძალადობას და საზოგადოებას “დამატებით აცნობენ”, რომ “ინციდენტს” წინ უსწრებდა სოფია მეფრიშვილის მიერ მათ თანამშრომელზე თავდასხმა. 9 აპრილს X2 დეველოპმენტის გენერალური დირექტორი, ვალერიან კირკიტაძე ქალ მომხმარებელზე, სოფია მეფარიშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. “დამატებით გაცნობებთ, რომ ინციდენტს წინ უსწრებდა სოფია მეფარიშვილის მიერ „X2“- ის თანამშრომელ გოგონაზე […]
15 აპრილს რუსული კანონის გახილვის პარალელურად, აქცია გაიმართება

15 აპრილს რუსული კანონის პარლამენტში განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება. ამის შესახებ დღეს თავისუფლების მარშის ორგანიზატორებმა თქვეს. “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე თავისუფლების მარში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება გააპროტესტეს. რუსული კანონის განხილვას იურიდიული კომიტეტი 15 აპრილს დაიწყებს.
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საპატრულო პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე დარჩენილ აქციის მონაწილეებს სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდა. პარლამენტის წინ აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურმა მუშაობა დაიწყო. სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, თავისუფლების მარში გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
ძიძების ასოციაცია რუსულ კანონზე: ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვა, თვალში ნაცრის შეყრაა

“ძიძების და საოჯახო მშრომელების პროფკავშირული ასოციაციის შექმნის იდეით სამი წლის წინ გავერთიანდით. ჩვენი მიზანი იყო და არის, გვემუშავა ოჯახში დასაქმებული ქალების საერთო ინტერესებისთვის – ძიძების და დამხმარეების უკეთესი შრომითი პირობებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის. ორი წელი ძირითადად ენთუზიაზმით ვიმუშავეთ. პირველი კვლევა საოჯახო მშრომელებზე CTC-ის დახმარებით გავაკეთეთ. შემდეგ პირველი თანამშრომლობა მარიამ ჭანჭალეიშვილთან და ბიოლის ფონდთან გვქონდა. მარიამი დღემდე […]
9 აპრილი – დიდი ტკივილი და მეორეს მხრივ – სიხარული – რა ვიდეოს აქვეყნებს საპატრიარქო

9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 35 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორეს მხრივ კი, – სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი […]