დევიდ კამერონს დონალდ ტრამპმა ფლორიდაში უმასპინძლა

დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონს ორშაბათს უმასპინძლა. მოსალოდნელი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის ფლორიდაში მდებარე სახლში გამართულ სადილზე, მათ უკრაინაში მიმდინარე ომი და „ნატოს ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობა“ განიხილეს. ამის შესახებ ტრამპის კამპანიამ სამშაბათს განაცხადა. შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დევიდ კამერონი სამშაბათს შეხვდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ანტონი ბლინკენს და […]
“ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, იყვნენ ევროპელები” – ევროპარლამენტარი

ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი 9 აპრილს, თბილისში “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად გამართულ “თავისუფლების მარშს” ეხმაურება: “ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, იყვნენ ევროპელები”, – წერს იგი სოციალურ ქსელ X-ში. 9 აპრილს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე – „თავისუფლების მარში“ გაიმართა, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები […]
საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა. ჩვენმა გუნდმა ანტმანის ხელმძღვანელობით სწორად თამაში დაიწყო, მაგრამ კარგი ფიზიკური მომზადებით ვერ გამოირჩევა და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ასპექტში უფრო ძლიერ ბელარუსთან დაიჯაბნა. მოლოდინისამებრ უპირატესობას მეტოქე ფლობდა, რომელმაც პირველ მატჩში კვიპროსს 3:0 სძლია. საქართველოს ნაკრები თავს უნარიანად იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა და […]
გაერო: მარტში უკრაინაში მკვეთრად გაიზარდა სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი

გაეროს მეთვალყურეების თანახმად, გასულ თვეში უკრაინაში მკვეთრად გაიზარდა სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს იერიშები. ამის შესახებ ლაპარაკია გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ანგარიშში, რომელიც 9 აპრილს გამოქვეყნდა. გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის თანახმად, მარტში უკრაინაში დაიღუპა მინიმუმ 604 სამოქალაქო პირი, რაც 20%-იანი ზრდაა თებერვალთან შედარებით. დაღუპულთა შორის არის 57 ბავშვი, ორჯერ […]
მარგველაშვილი: თუ მუხტის დაგდების ტენდენცია წავა, ოცნებას ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული საზოგადოების “მუხტის დაგდების ტენდენცია” წავა, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას კვლავ ქართული ოცნება მოიპოვებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ელოდა, რომ ქართული ოცნება რუსულ კანონს მიუბრუნდებოდა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა. “შეუძლებელია არ ელოდო. შენ უნდა ცხოვრობდე ილუზორულ რეალობაში, რომ გადაწყვიტო, მოძალადემ ერთხელ დაგითმო და […]
თავდასხმის საფრთხის გამო, ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს – რომელი ქვეყნების სტადიონებს ემუქრება “ისლამური სახელმწიფო”

ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე უსაფრთხოების ზომები მკაცრდება – გადაწყვეტილების მიზეზი ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი მედიასაშუალების მიერ მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელებაა. როგორც BBC წერს, მედიამ მაყურებელს მოუწოდებს იმ სტადიონებზე თავდასხმისკენ, სადაც სამშაბათს და ოთხშაბათს მეოთხედფინალური მატჩები იმართება. UEFA-მ განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას საფრთხის შესახებ, მაგრამ თამაშები მადრიდში, პარიზსა და ლონდონში გეგმის მიხედვით გაიმართება. ინფორმაციის ფლობას ადასტურებენ ესპანეთის, საფრანგეთისა […]
ევროკავშირის პარტიებმა და ევროკომისიამ ხელი მოაწერეს კამპანიის წესებს საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ

ევროკავშირის პარტიებმა და ევროკომისიამ ხელი მოაწერეს კამპანიის წესებს საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ყველა ევროპულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ევროკომისიის შუამავლობით, ხელი მოაწერა ქცევის კოდექსს, როგორც ფართო ძალისხმევის ნაწილს ივნისის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციისგან დასაცავად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Euractiv” ავრცელებს. შეთანხმება, რომელსაც შუამავლობს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა, არის კომისიის დემოკრატიის […]
პირველად ომის განმავლობაში, უკრაინა აცხადებს, რომ რუსული გემი ბალტიის ზღვაში დააზიანა

კიევის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც რუსული გემი დაზიანდა. იერიში ამჯერად ბალტიის ზღვაში კალინინგრადის მახლობლად ბაზირებულ ხომადზე იქნა მიტანილი. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ოპერაცია ადასტურებს კიევის მზარდ უნარს, კრემლის აქტივებს როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაშიც მის საზღვრებს მიღმა დაარტყას. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ „სერფუხოვის“ სარაკეტო განყოფილებაში გაჩენილმა ხანძარმა […]
“ეს არის უფსკრული, ხრამი” – ნინო კასრაძე

მე აქ ვარ იმიტომ, რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო რუსულ კანონის ხელმეორედ ინიციირებაზე. ჩემი თვალსაზრისით, ძალიან ცუდი პროცესია ეს. შარშან მიღწეული შეთანხმება ასე ერთი ხელის მოსმით რომ გადასმულია, ეს ნიშნავს რამხელა წყვეტაა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს არის უფსკრული, ხრამი. ეს არის დესტრუქციაც და პოლარიზაციის წინაპირობა. ალბათ მიზანიც ესაა.. მაგრამ არ მესმის, არჩევნების წინ რაში აწყობთ […]
ოსტინი: აშშ-ს არ უნახავს მტკიცებულება, რომ ისრაელი გენოციდს ჩადის

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 9 აპრილს უარყო, რომ ღაზის სექტორში ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს ჩადის და განაცხადა, რომ აშშ-ს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ უნახავს. ამის შესახებ ოსტინმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტში ისაუბრა, სადაც მას დემონსტრანტებმა ჩვენება რამდენჯერმე გააწყვეტინეს. “არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისრაელი ღაზაში გენოციდს ჩადის”. – ამბობს ოსტინი. სენატში სიტყვით გამოსვლისას […]