„აქტიურად ვმუშაობთ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე“ – მარიამ ქვრივიშვილი

ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, კონსულმა კლერ ოლბლესმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე და ბრიტანეთის საელჩოს სავაჭრო ურთიერთობების ხელმძღვანელი ნინო გამხარაშვილი ესწრებოდნენ. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ორივე მხარე აქტიურად, კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის პირდაპირი […]

დაფინანსებები, რაც მალულია და საზოგადოებამ არ იცის, იმ დონორებისგან მოდის, რომელთა საშუალებითაც ფინანსდება რადიკალიზმი, ექსტრემიზმი

დაფინანსებები, რაც მალულია და საზოგადოებამ არ იცის, იმ დონორებისგან მოდის, რომელთა საშუალებითაც ფინანსდება რადიკალიზმი, ექსტრემიზმი თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის საშუალებით, ქვეყანაში რადიკალიზმი და ექსტრემიზმი ფინანსდება, რომლის გასაჯაროებაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ სურთ. კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ […]

პრეზიდენტი: როცა საკითხი ევროპა-რუსეთს შორის არჩევანზეა, პრეზიდენტი ნეიტრალური ვერ იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რუსული კანონის შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონს ქვეყნისათვის გამოწვევა უწოდა და აღნიშნა, რომ კანონის მიღება გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესი და ის იზიარებს ევროკავშირის […]

ონკოპაციენტების თქმით, შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა “ჩხუბი და ყვირილი” დაიწყო

ონკოპაციენტების თქმით, 8 აპრილს სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონკოპაციენტების მისამართით “ჩხუბი და ყვირილი” დაიწყო. ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე ტვ პირველთან საუბრისას ამბობს, რომ მინისტრი ერთ-ერთი ონკოპაციენტის მხრიდან კრიტიკამ გააღიზიანა. მინისტრმა დაგვიწყო ჩხუბი და ყვირილი ონკოპაციენტებს. როდესაც ვუყვებოდით ჩვენს პრობლემებს და ერთ-ერთმა გააკრიტიკა ბატონი მიხეილი, ბატონი მიხეილი გამოვიდა მდგომარეობიდან და […]

უკრაინისთვის მებრძოლ ლეგიონში გაწევრიანების მცდელობისთვის რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ორ პირს

რუსეთში სამხედრო ტრიბუნალმა 10 აპრილს ორ პირს ცხრა-ცხრა წლით მიუსაჯა პატიმრობა ლეგიონ “რუსეთის თავისუფლებაში” გაერთიანების გეგმებისთვის. “რუსეთის თავისუფლება” იბრძვის უკრაინის მხარეს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ. დასავლეთის ქალაქ ლიპეტსკის მცხოვრები, 19 წლის ვსევოლოდ კულიკოვი, დამნაშავედ ცნეს სამხედრო აეროპორტზე ხანძრის გაჩენისა და სახელმწიფო ღალატის მცდელობაში. თათრეთის მკვიდრი ვიაჩესლავ კუზნეცოვი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატის მცდელობაში. 2023 წლიდან რუსეთში […]

“იუვენტუსი” ზაფხულში, სავარაუდოდ, ალეგრის დაითხოვს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზაფხულში “იუვენტუსი”, სავარაუდოდ, გუნდის მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის გაათავისუფლებს. “შეშლილ მაქსს” “ვეკია სინიორასთან” კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ის ვადაზე ადრე შეწყდება. “ალიანს სტედიუმზე” ალეგრის შეცვლის მთავარ კანდიდატად ტიაგო მოტა სახელდება, რომელიც ახლა “ბოლონიას” უდგას სათავეში და კლუბს, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაზეც გაიყვანს.

“ლივერპული” სალაჰის შემცვლელს ეძებს – “მერსისაიდელებს” სამი კანდიდატი ჰყავთ

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Daily Star-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ “ლივერპულის” შემტევმა მოჰამედ სალაჰმა ზაფხულში ინგლისური გუნდი დატოვოს და საუდის არაბეთს მიაშუროს. “მერსისაიდელებმა” ეგვიპტელის შემცვლელის ძიება აქედანვე დაიწყეს და სამი კანდიდატიც ჰყავთ. ესენი “ლევერკუზენის” წევრი ფლორიან ვირცი, “ბილბაოდან” ნიკო უილიამსი, ხოლო “ვულზვიდან” პედრო ნეტო არიან. გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულს” ყველაზე იაფი ნიკო უილიამსის შეძენა დაუჯდება, რომლის […]

კალაძე: როინ ქოჩორაშვილი ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილი “ნაცია”. “რა გიკვირთ როინ ქოჩორაშვილის, ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ეს ჩემზე უკეთ იცით”. – თქვა კალაძემ. გუშინ, 8 აპრილს გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ის სთორიში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდასაჭერი ფოტო გამოაქვეყნა. მას შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო მისმა […]

EURO 2024-სთვის WIZZ AIR-ი დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენებს ამატებს

Wizzair-ის ცნობით, ქუთაისი-გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობა EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის გაიზრდება. რეგულარული რეისების გარდა, ქუთაისის აეროპორტიდან 6 რეისი შესრულდება გერმანიის მიმართულებით, 18, 19, 26 და 27 ივნისს დორტმუნდში, ხოლო 22 და 23 ივნისს ჰამბურგის მიმართულებით. ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizzair რეისებს ფიქსირებულ ფასად შეასრულებს. თითოეული რეისი 199 ევრო ეღირება. ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ […]

კალაძე შესაძლო სანქციებზე: შანტაჟი და მუქარაა

კითხვა გვიჩნდება, ჩვენი ქვეყანა დასანქცირებული რატომ უნდა იყოს – ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, აბსოლუტურად გაუგებარია. ჩემი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა […] ამდენი ხანია, ვისმენ და ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინე, თუ რას უშლის ხელს გამჭვირვალობა, აღნიშნული კანონი. ერთადერთი, რასაც ვისმენ, შეფასება არის, რომ ის რუსულია. ამაზე დიდი სიდებილე და უაზრობა, არ ვიცი. ვერანაირი […]