ესეც ნაცების მეორე პრეზიდენტი, რომელსაც პოლიტიკური ავიტამინოზი აშკარად დაეტყო – დავით ქართველიშვილი გიორგი მარგველაშვილზე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწოდებებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აცხადებს, რომ მოწოდებები ძალადობისკენაა მიმართული. ქართველიშვილი წერს, რომ „ელიტარული პროსტიტუციის” ფენომენს საქართველოს პოლიტიკურ ველზე, ბოლო 10 წელია აკვირდება და მარგველაშვილი ამ პოლიტიკურ საროსკიპოში კოლეგებს მოძღვრავს. „ესეც ნაცების მეორე პრეზიდენტი, რომელსაც პოლიტიკური ავიტამინოზი აშკარად დაეტყო. შარშანწინ, უკრაინაში ბანერის დასაჭერად 10 ათასი […]
სიმეონემ იტალიაში დაბრუნება დააანონსა

“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ იტალიაში დაბრუნება დააანონსა. როგორც “ჩოლომ” აღნიშნა, მოვა პერიოდი, როდესაც კვლავ კალჩოში იმუშავებს. “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი კიდევ რამდენიმე წლით მაკავშირებს, ამიტომ არ ვიცი, როდის დავტოვებ გუნდს, მაგრამ მე დავბრუნდები იტალიაში. იქ თავს კარგად ვგრძნობდი. “კატანიაში” მწვრთნელობის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე”, – თქვა 53 წლის სპეციალისტმა. ინფორმაციისთვის, სიმეონე “კატანიას” 2011 წელს ავარჯიშებდა.
კახა კალაძე – ჩვენ ყველას გვინდა ევროპა, როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა? – თუ ვიღაცას ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია ჰგონია, ასე არ არის

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, თუ „ვიღაცას ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია ჰგონია, ასე არ არის“. „პირველ რიგში, ევროპა საქართველოში მინდა. ჩვენ ევროპულად უნდა ვიცხოვროთ. ეს დგას სამართლიანობაზე, განსხვავებული აზრის მიღებაზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, […]
პრეზიდენტი – როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ ნეიტრალური ვერ იქნება!

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობები, რუსული კანონის შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დელფინ პრონკმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ღირებულებების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება […]
ხის მასალის რეალიზებით დაკავებული 50-მდე კომპანიის თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისში, ფინანსთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 50-მდე კომპანიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებიც ხის მასალის რეალიზებით არიან დაკავებულები. ისინი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და პასუხს თუ რატომ აპირებენ ისინი მათი თქმით, „უსაფუძვლო დარიცხვებს“. მათი ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტი გეგმავს, რომ ინდივიდუალურად ყველა კომპანიაზე საგადასახადო შემოწმების აქტი გამოსცეს და საგადასახადო მოთხოვნა მათ გაეგზავნოთ. კერძოდ, მათი თქმით, იმის […]
კახა კალაძე – ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის საშუალებით, ქვეყანაში რადიკალიზმი ფინანსდება, რომლის გასაჯაროებაც არ სურთ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის საშუალებით, ქვეყანაში რადიკალიზმი და ექსტრემიზმი ფინანსდება, რომლის გასაჯაროებაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ სურთ. როგორც კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რას ემსახურებოდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ტრენინგი. „რადიკალიზმი არის ქვეყანაში. სხვათა შორის, დაფინანსებები, […]
კახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის, ყველგან დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს

ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის, ყველგან დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, – ასე გამოეხმაურა „ქართლი ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება. კალაძის თქმით, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია ყოველთვის დაიცავს ქვეყნის ინტერესებს. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, მნიშვნელოვანი მოგებაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი […]
„როცა საქმე ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს ეხება, პრეზიდენტი ნეიტრალური ვერ იქნება!“ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რუსული კანონის შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები“ განიხილა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, […]
“ულამაზესი ხარ” – ნინო ჩხეიძე ახალ ფოტოს გვიზიარებს – Marao

მომღერალ ნინო ჩხეიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას და სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია. ამჯერად ნინო ახალ ფოტოს გვიზიარებს: ნინო ჩხეიძის ბიოგრაფია ნინო ჩხეიძე დაიბადა 1981 წლის 6 ივნისს ქალაქ თბილისში, პროფესიით ეკონომისტის — გია ჩხეიძისა და მათემატიკოსის — ქეთინო ქოჩიაშვილის ოჯახში. ბავშვობიდან დადიოდა პიონერთა სასახლეში. 1999 წელს დაამთავრა მეხუთე მუსიკალური სკოლა. […]
ქართველების 90% EU-ში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი წერს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. ის ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა მოუსმინოს თავის ხალხს, რადგან ქართველების 90%-ს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და არა პუტინის რუსეთში. “უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება არა ხალხის […]