ფარკასი: ვფიქრობ, სანქციები აუცილებლად დაწესდება თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეველინ ფარკასმა Accent-თან ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. ფარკასის თქმით, აღნიშნული კანონის მიღებას, შესაძლოა, აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან სანქციების დაწესება მოჰყვეს. “ვფიქრობ, სანქციები აუცილებლად დაწესდება თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს უკვე დაურღვევია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ამ კონტექსტში, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ აშშ-ის მთავრობა […]
კლინიკების ასოციაცია: დაუყოვნებლივ გაიწვიეთ რუსული კანონი, ეს არის დანაშაულის ტოლფასი

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ითხოვს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ რუსული კანონპროექტი. მათი თქმით, მსგავსი კანონის მიღება სახელმწიფოებრივი დანაშაულის ტოლფასი და ყოვლად დაუშვებელია. განცხადება, რომელსაც ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია ავრცელებს: “საქართველოს კლინიკების ასოციაცია პროტესტს გამოთქვამს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი განხილვის გამო, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოში მისი დამტკიცება ძირეულად დააზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის […]
კალაძე: როინ ქოჩორაშვილი ნაცია

რატომ გაგიკვირდათ როინ ქოჩორაშვილის, ნაცია. რა არის ამაში პრობლემა, როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი, გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ხომ იცით ჩემზე უკეთესად? რატომ გიკვირთ, რა არის ამაში გასაკვირი? […] ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? მაგრამ პირველ რიგში, ევროპა საქართველოში მინდა.
კალაძე: რატომ უნდა დაასანქცირონ ჩვენი ქვეყანა? შანტაჟი და მუქარაა

თბილისის მერი კახა კალაძე რუსული კანონის გამო სანქციებზე საუბარს “შანტაჟსა და მუქარას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ დასანქცირების “არანაირი მიზეზი არ არსებობს”. “მიჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა? ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს . აბსოლუტურად გაუგებარია, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა. რას უშლის ხელს გამჭვირვალობა? რას უშლის ხელს აღნიშნული კანონი? ამდენი ხანია ვისმენ, ვერანაირი […]
მამუკა ხაზარაძე – რუსების უკონტროლო შემოდინების პარალელურად, უკონტროლოდ შემოედინება ათობით დასახელების ნარკოტიკული საშუალება – გამოვდივართ ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით, ეს არის „ქართველი ახალგაზრდების დაცვის აქტი“

რუსების უკონტროლო შემოდინების პარალელურად, საქართველოში უკონტროლოდ შემოედინება უფრო დიდი საფრთხე, ათობით დასახელების ნარკოტიკული საშუალება, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ბევრი მოქალაქე, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში შემოსვლის ნება მისცა, კავშირში არიან კრიმინალურ დაჯგუფებებთან, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ. „მინდა ვისაუბრო საქართველოში უდიდეს პრობლემაზე, პრობლემაზე, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დაუშვა და წაახალისა. […]
კახა კალაძე – გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია“ – გახარიას პარტიის წარმომადგენელია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია“. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, როინ ქოჩორაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია. „რატომ გაგიკვირდათ? რა არის პრობლემა? როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“. გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ჩემზე უკეთ იცით ეს და რა არის ამაში გასაკვირი“,- აღნიშნა კალაძემ. კითხვაზე, რას ნიშნავს, როდესაც ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ევროპა უნდა, […]
იაგო ხვიჩია – ამ შემთხვევაში, სოლიდარობას ვუცხადებთ „ალტ-ინფოს“ – თუ რაიმე რუსულია, სწორედ ეს არის რუსული გადაწყვეტილება

ჩვენ, ამ შემთხვევაში, სოლიდარობას ვუცხადებთ „ალტ-ინფოს”. მათი ლიდერები დაპატიჟებულიც კი გვყავდა ჩვენს არხებზე, რომ ერთად გაგვერჩია ხელისუფლების ეს უმსგავსობა, რომელიც დღეს შეიძლება „ალტ-ინფოს” მიმართ არის ჩადენილი, მაგრამ თუ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ხვალ ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ შეიძლება ჩაიდინონ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსერვატიული მოძრაობისთვის” რეგისტრაციის გაუქმებას. ხვიჩიას თქმით, […]
კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საინფორმაციო ბანერების გაკვრაზე – როგორც კი გამოვლინდებიან კონკრეტული პირები, ვინც გააკრა, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან

კანონი მოქმედებს ამასთან დაკავშირებით, როგორც კი გამოვლინდებიან ის კონკრეტული პირები, ვინც გააკრა ეს ბანერები, დაჯარიმდებიან იქნება კანონის შესაბამისად,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საინფორმაციო ბანერების გაკვრასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბანერების გაკვრის შემთხვევაში ჯარიმა შეეხება ნებისმიერ მხარეს. „ცხადია, უამრავია ასეთი პლაკატი, ბანერები, ამაზე, რა თქმა […]
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ რუსი მილიარდერების, მიხაილ ფრიდმანისა და პიოტრ ავენის ევროკავშირის მიერ სანქციების სიაში შეყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ რუსი მილიარდერების, მიხაილ ფრიდმანისა და პიოტრ ავენის ევროკავშირის მიერ სანქციების სიაში შეყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ შესაძლოა, მიხაილ ფრიდმანს, პიოტრ ავენსა და ვლადიმერ პუტინს ან მის გარემოცვას შორის სიახლოვე არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირმა იმის ჩვენება ვერ შეძლო, რომ მათ იმ მოქმედებებს ან პოლიტიკას დაუჭირეს მხარი, რომელმაც უკრაინას ზიანი […]
თბილისის მერია პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია წარმატებული პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დასაქმებით და კვალიფიკაციის გაზრდით დაინტერესებული მოქალაქეები შესაბამისი კურსების გავლას ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ. „ქვეყანაში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამოწვევა გვაქვს – არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც ეძებს სამსახურს და არსებობს ბიზნესსექტორი, რომელიც […]