“ეს არ არის ამერიკული კანონის მსგავსი“ – დანიგანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტს გამოეხმაურა. დანიგანის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-სთან ერთად ასევე შეშფოთებულია ევროკავშირი, NATO, გაერო და ევროპის ინდივიდუალური სახელმწიფოები და ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. “აშშ-მ საჯაროდ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირად საუბრებში გამოხატა შეშფოთება ამ […]
ადიგენში, მეჩეთადქცეულ სახლში პარასკევის ლოცვა შეჩერდება

სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და მერაბ მიქელაძე, ადიგენში, წერეთლის ქ.#18-ის მცხოვრები, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებენ. ორივე მათგანი მუსლიმ მრევლს ბაირამობას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ადიგენში, მეჩეთადქცეულ სახლში პარასკევის ლოცვა აღარ გაიმართება. „ჭელაში შემდგარ შეხვედრაზე, მუსლიმ თემთან ერთად ცხარე დისკუსიის შემდეგ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეჩერდეს პარასკევის ლოცვა, ბაირამის ლოცვა და გადავიდეს მოლაპარაკების ფორმატში, ყველაფერი, ცივილიზებულ […]
ვინ იქნება “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვის საორგანიზაციო კომისიაში

დღეს, 10 აპრილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ მეორე რუსული კანონის – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის საყოველთაო სახალახო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დასახელდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დაასახელა ვინ იქნება კომისიის შემადგენლობაში: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე; ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი; განათლების კომიტეტის […]
ესპანეთის სამეფოში დედაენის დღის აღსანიშნავი კონცერტი გაიმართება

2024 წლის 11 აპრილს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დედაენის დღის აღსანიშნავი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მადრიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუნდი, ანსამბლი “ფესვები”, ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლა “აისი”, ალკობენდას საკვირაო სკოლა “ბეღურა” და მასთან არსებული ხალხური საკრავების სტუდია, ქართული ცეკვების აკადემია “ჯორჯია”, ტრიო “სიმები”. კონცერტი გაიმართება 19:30 საათზე სანჩინაროს კულტურის ცენტრში, […]
რობინ დანიგანი – ძალიან ამაყი ვარ იმ დახმარებით, რომელიც აშშ-მ საქართველოს გაუწია, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს

ძალიან ამაყი ვარ იმ დახმარებით, რომელიც აშშ-მ საქართველოს გაუწია, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს, – აღნიშნული განცხადება დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გააკეთა. ამერიკელმა დიპლომატმა იმ მნიშვნელოვანი სამუშაოებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში აშშ-ის უშუალო დახმარებით განხორციელდა. “აშშ-ი საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტია თანამშრომლობს, რათა […]
გივი მიქანაძე ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაზე – თითიდან გამოწოვილი და სამარცხვინოა – ადამიანი თვითონ იძახის ფულის წარმომავლობის წყაროს და ამბობს, რომ მის ოჯახს ჰქონდა შესაძლებლობა

ასეთი ინიციატივების წარდგენა მართლაც თითიდან გამოწოვილი და სამარცხვინოა – ეს არის სპეციალურად გაკეთებული. ამიტომ, რა თქმა უნდა მმართველი გუნდისგან ასეთ ინიციატივას ვერასდროს ექნება მხარდაჭერა , – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას. მიქანაძის განმარტებით, ირაკლი […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძალისი, ვაზიანი, ერედა, ცხვარიჭამია, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
,, ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით! მივესალმები გუშინდელი თავისუფალი მარშის მონაწილეებს. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით, რომლის სამიზნე იყო კოდორში რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ოფიცერი. ამავე დღეებში რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან “საზღვრის […]
აშშ-ის ელჩი “აგენტების კანონზე”: შეშფოთებული ვართ კანონპროექტით. არ არის ამერიკულის მსგავსი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, “აგენტების კანონთან” დაკავშირებით აშშ-მა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან არასაჯაროდ და საჯაროდაც გამოხტა თავისი სერიოზული შეშფოთება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ის გადაახვევინებს საქართველოს თავისი ევროპული გზიდან და უარყოფითად იმოქმედებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობაზე, აკეთონ საქმე ქართველი ხალხის დასახმარებლად. ხაშურში, ამერიკულ ცენტრში, ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში რობინ დანიგანმა თქვა, […]
ცხინვალში ევროსასამართლოს აკრიტიკებენ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებისთვის

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არ არის საქართველოს სეპარატისტული რეგიონი და ტერიტორია, რომელიც ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას.“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც ჩამოყალიბებულია ხალხის ნებით, საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპისა და ნორმის ფარგლებში. „ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ECHR-ის […]