კობახიძე: ოპოზიცია ცდილობს, სპორტი და ხელოვნება თავის პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს

2 კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება. სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს. ბოლო წლებში ქართულმა სპორტმა უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. ისტორიაში პირველად საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, […]
გამოცემა “Mainichi” იაპონიაში ქართული კერძის პოპულარობის შესახებ წერს

ცნობილი გამოცემა “Mainichi” იაპონიაში ქართული კერძის – “შქმერულის” პოპულარობის შესახებ წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთ თვეში რესტორნების ქსელში მილიონ ულუფამდე “შქმერული” გაიყიდა, კერძის ასეთი პოპულარობა კი დიდწილად სოციალურ ქსელებში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას აქტიურობას უკავშირდება. გამოცემასთან ინტერვიუში თეიმურაზ ლეჟავა აღნიშნავს, რომ „შქმერულის” პოპულარობამ იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდასაც შეუწყო ხელი. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მას შემდეგ, […]
რუსეთი ტერაქტს “ბურისმას” უკავშირებს, რომელიც ბაიდენის ვაჟთან ასოცირდება

რუსეთის უმაღლესმა საგამოძიებო ორგანომ განაცხადა, რომ მან დაიწყო გამოძიება უკრაინულ კომპანიასთან დაკავშირებით, რომელსაც ადრე კავშირი ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილთან. ეს სავარაუდოდ, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაა შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფონზე. 9 აპრილს, საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ იწყებს გამოძიებას კომპანია “ბურისმას” საქმიანობასთან და მის სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით, რუსეთში ტერორისტულ აქტივობათა დაფინანსების გამო. კომიტეტის […]
რუსეთის კოსმოსური ამბიციები – ორი ჩავარდნა, ორ დღეში

რუსული კოსმოსური ხომალდის „ანგარა ეი5“ კოსმოსური მისია, რომელიც ორი დღის წინ უნდა დაწყებულიყო კვლავ ჩავარდა. ორ დღეში უკვე მეორედ ხომალდის გაშვება გადაიდო, „ანგარა ეი5“ რომელიც ახლა კოსმოსურ მოგზაურობაში უნდა ყოფილიყო, რუსეთში ამურის ტყეშია გაჩერებული. კრემლი ირწმუნება, რომ მისია შეაჩერეს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა მისია არ შეუჩერებიათ და უბრალოდ ხარვეზებიდან გამომდინარე რაკეტამ სტარტის აღება ვერ […]
11 აპრილს დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიის საჯარო განხილვა გაიმართება

2024 წლის 11 აპრილს თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიისთვის მომზადებული რეკომენდაციების საჯარო განხილვა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია დიღმის ჭალების ინიციატივა ავრცელებს. „ღონისძიებას წარუძღვებიან საერთაშორისო კომპანია SMEC-ის უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები. შეხვედრის დამსწრეთა შორის იქნებიან თბილისის მერიისა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები სხვადასხვა დარგის პროფესიონალთა წრე, სამოქალაქო […]
“ვერ გაგვაჩუმებთ” – ილია თოფურია “ქართულ ოცნებას” მიმართავს

რუსული, “გამჭვირვალობის კანონის” წინაანღმდევ ბოლო რამდენიმე დღეა მთეი საქართველო გაერთიანდა. სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი გამოხატავს და ღიად აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას ამ კანონის მიმართ. გარდა ამისა პრლამენტის ინ იმართება აქციები. რუსული კანონის წინაანღმდეგ აქციები წინა წელსაც იმართებოდა, რა დროსაც სპორტსმენმა ილია თოფუეიამ მთავრობის წინაანღმდეგ განცხადება გააკეთა. მის ამ ქმედებაზე კი მთავრობამ ეს კომენტარი გააკეთა: “გამბედაობა, რომელსაც […]
ექსტრემისტული მოწოდებებისთვის გასამართლებული იგორ სტრელკოვი უკრაინაში საომრად გაგზავნას ითხოვს

დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი იგორ სტრელკოვი (გირკინი), რომელიც ექსტრემიზმისკენ მოწოდებებისთვის არის გასამართლებული, უკრაინაში ომში გაგზავნას ითხოვს. ამჟამად ის თავისი განაჩენის გასაჩივრებას ცდილობს. სტრელკოვის ადვოკატმა იგორ მოლოხოვმა RBC-ს შეატყობინა, რომ სააპელაციო საჩივარს ერთვის დონბასში რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის თანხმობა, სტრელკოვი ოცმეთაურის თანამდებობაზე მიიღოს. დოკუმენტის არსებობას ადასტურებს სტრელკოვის ცოლი მიროსლავა რეგინსკაია. მისი სიტყვით, ის ჯერ კიდევ იანვარში […]
პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. პრემიერმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუსლიმი თემი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და განსაკუთრებით ძვირფასია მეგობრობის ის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის. „მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად, ჩვენს მუსლიმ ძმებთან ერთად. მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე, რამადანის მარხვის დასრულება, თქვენი […]
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი – რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩინეთი კრიტიკას არ მიიღებს

რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩინეთი კრიტიკას არ მიიღებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა. „ჩინეთსა და რუსეთს უფლება აქვთ, რომ ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში ჩაერთონ. ასეთ თანამშრომლობაში ჩარევა ან მასზე ზეწოლა არ შეიძლება და ჩინეთი კრიტიკას ან ზეწოლას არ მიიღებს“, – განაცხადა მაო ნინგმა. მაო ნინგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კურტ […]
გურამ მაჭარაშვილი – არ არის სწორი, როდესაც აშშ-ის ელჩი ამბობს, თითქოს fara-ს კანონი “ენჯეოებზე” არ მოქმედებს

“ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადება არ არის სწორი, როდესაც ამბობს, რომ “თითქოს fara-ს კანონი “ენჯეოებზე” არ მოქმედებს”. მაჭარაშვილის განმარტებით, აშშ-ში რამდენიმე ათეულობით საერთაშორისო “ენჯეომ” მისწერა კონგრესს წერილი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ როგორიც არის “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და ბევრი სხვა საერთაშორისო “ენჯეო”, შეექმნებოდათ პრობლემა fara-ს კანონის მოქმედებასთან დაკავშირებით. “დღეს ამერიკის […]