თინა ბოკუჩავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწეს ლაშა ცანავას 2009 წელთან დაკავშირებული აბსურდული ბრალდებით აკავებენ

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს, 15 წლის წინანდელი აბსურდული ბრალდებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწეს ლაშა ცანავას აკავებენ. მისივე თქმით, “ცანავას დაკავება სამშობლოში ვერ დააბრუნებს ასი ათასობით იძულებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, ვერ შექმნის სამუშო ადგილებს, ვერ დაწევს ფასებს“. “დღეს, 2009 წელთან დაკავშირებული აბსურდული ბრალდებით აკავებენ ლაშა ცანავას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ […]
სალომე სამადაშვილი – არ მგონია, ჩვენმა მოკავშირეებმა კიდევ დიდხანს მოითმინონ ის, რასაც ივანიშვილი ავლენს ევროკავშირის და აშშ-ს მიმართ – ვფიქრობ, ძალიან მალე, განცხადებების გაკეთების დრო ამოიწურება და დღის წესრიგში დადგება მოქმედების დრო

არ მგონია, ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა კიდევ დიდხანს მოითმინონ ის წარმოუდგენელი დამოკიდებულება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ავლენს დღეს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ – ვფიქრობ, ძალიან მალე, განცხადებების გაკეთების დრო ამოიწურება და დღის წესრიგში დადგება მოქმედების დრო, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა […]
მამუკა მდინარაძე – რა არის რუსული ჩვენს კანონპროექტში მითხარით და კანონპროექტის გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არც ერთ ინიციატივას – ერთი კვირაა ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა, ისინი მზად არიან კანონპროექტი უკან გაიწვიონ – გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხი უკან არ დაიხევს”. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპონენტებს მან მოუწოდა, დაასახელონ რა არის რუსული „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ კანონპროექტში. მისივე […]
აშშ-ს ელჩი – როცა კანონპროექტი გაქვთ, რომელზეც დასავლელმა პარტნიორებმა შეშფოთება გამოხატეს, თქვენი ოკუპანტი კი მიესალმა, საკუთარ თავს უნდა კითხოთ, არის თუ არა ეს კარგი ქვეყნისთვის? – პროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის

ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც საჯაროდ, ისე პირადად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან სერიოზული შეშფოთება გამოხატა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს და ადგილობრივი […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6729 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6729 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6729 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6777 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0048 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9038 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. […]
მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ არ ჩავბარდებით! – ახლა მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა

დამატებით, ისევ გამოაგორეს „რუსული კანონი”. ამ ყველაფრის შემაკავებელი ხალხმრავალი აქციებია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. სააკაშვილის განმარტებით, მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ, ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა. „ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით! მივესალმები გუშინდელი თავისუფალი მარშის მონაწილეებს. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული […]
სააკაშვილი: აქციების მიზანი არამარტო ევროპა, არამედ საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხიცაა

ამ დღეებში რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან “საზღვრის დელიმიტაცია”, მოაწეროს მათთან ხელშეკრულებას ხელი და პრაქტიკულად აღიაროს მათი “დამოუკიდებლობა”. დამატებით, ისევ გამოაგორეს“რუსული კანონი”. ამ ყველაფრის შემაკავებელი ხალხმრავალი აქციებია. ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. მოძალადეს ყოველთვის ეშინია ხალხის ძალისა და ერთიანობის. თუ საზოგადოება აპათიური და დაყოფილია, მოძალადე ყოველთვის თავხედდება. ძირითადი მიზეზი, თუ რატომ […]
სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქეს 28 079 ლარის ოქრო და ვერცხლი აღმოუჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 28 079.01 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6729 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6729 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6729 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6777 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0048 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9038 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. […]
დანიგანი რუსულ კანონზე: ის ძალიან განსხვავდება ამერიკული კანონისგან

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტს გამოეხმაურა. დანიგანის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-სთან ერთად ასევე შეშფოთებულია ევროკავშირი, NATO, გაერო და ევროპის ინდივიდუალური სახელმწიფოები და ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. “აშშ-მ საჯაროდ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირად საუბრებში გამოხატა შეშფოთება ამ […]