სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ, […]
„ეპ ჯორჯია გენერაცია“ – ლაჯანურჰესის რეაბილიტაციისთვის, მხოლოდ 2023 წელს, 24 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა

სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ლაჯანურჰესზე მე-3 აგრეგატის რეკონსტრუქცია განახორციელა, რის შედეგადაც, ჰესის დადგმული სიმძლავრე 113.7 მგვტ-დან 115.568 მგვტ-მდე გაიზარდა – აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ 24 000 000 ლარზე მეტი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ტურბინა და რეაბილიტაციისთვის სხვა საჭირო ტექნიკური მოწყობილობები, ევროპიდან, კერძოდ – სლოვენიიდან ჩამოიტანა, მონტაჟის სამუშაოები […]
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე, ტრანსპორტირება/შენახვის ფაქტი გამოვლინდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილიდან, სარეალიზაციოდ განკუთვნილი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს. უწყების განმარტებით, ჯამში, […]
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024

ხარკოვის ალეპოიზაცია – რატომ ცდილობს რუსეთი პირისაგან მიწისა აღგავოს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი “უცხოური გავლენის” კანონპროექტის განხილვის ფონზე კობახიძე ბერლინში შოლცს შეხვდება – რა იქნება საუბრის მთავარი თემა რამდენად ეფექტური იქნება სანქციების ახალი პაკეტი, რომელსაც ევროპა რუსეთს უმზადებს * * * ხარკოვის ალეპოიზაცია – რატომ ცდილობს რუსეთი პირისაგან მიწისა აღგავოს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი “რუსეთი […]
ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული 3 დრონი ჩამოაგდეს

ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული 3 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, „ჰუსიტებმა“ მათ მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან დრონები ადენის ყურისა და წითელი ზღვის მიმართულებით გაუშვეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, „ჰუსიტების“ შეტევის შედეგად, კომერციული, ამერიკული და კოალიციის ხომალდები არ დაზიანებულა.
პუტინის მეგობარი შრიოდერი დამარცხდა ნავალნის ინტერვიუს გამო წამოწყებულ სასამართლო დავაში

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა სასამართლო დავა წააგო ტაბლოიდ Bild-თან. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობარმა შრიოდერმა გერმანულ გამოცემას სასამართლოში 2020 წელს უჩივლა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ინტერვიუს გამო. 2020 წლის ოქტომბერში, ნავალნიმ, რომელიც რუსეთში მოწამვლის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გერმანულ კლინიკაში იტარებდა, Bild-თან ინტერვიუში შრიოდერს უწოდა „პუტინის ხელის ბიჭი, რომელიც მკვლელს იცავს“ და რუსეთისგან ფულს ფარულადაც […]
თქვენ მართლა ხომ არ გაკლიათ, თუ ერთად გარეკეთ კვახჭირის ფაეტონივით? ახლა კიდე უფრო მჯერა, რომ გონზე არა ხართ იმ კანონშიც რა წერია

თქვენ მართლა ხომ არ გაკლიათ, თუ ერთად გარეკეთ კვახჭირის ფაეტონივით? ახლა კიდე უფრო მჯერა, რომ გონზე არა ხართ იმ კანონშიც რა წერია დღეს გავრცელებულ ვიდეოში, სადაც სრულიად არაპოლიტიკური სააღდგომო ხაჭოს პასკა გავაკეთე და ვთქვი, რომ ეს ბევრი წლის წინ(1992 წელს) მოსკოვში, პრეობრაჟენკას (ფერიცვალების) ეკლესიის დედამ მასწავლა თქო, აგერ ერთმა პატივცემულმა “სამშობლოს სიყვარულით დადაგულმა” დამამუნათა და […]
ბიჭი, რომელმაც ოსიმენი და მბაპე გააჩერა და ევროპის ჩემპიონატზე ველით…

“ბარსელონა”, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 2015 წლის შემდეგ არ მოუგია, უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალთან ახლოსაა… იყო ხავის კრიტიკა, წუწუნი ვერგამართლებულ ტრანსფერებსა და მესისა თუ ინიესტას შემდეგ სათანადო კადრების არარსებობაზე “ბარსას” აკადემიაში… პედრიზე, გავისა თუ იამალიზე აქამდეც ბევრი გსმენიათ, პაუ კუბარსი კი ბოლო დროს გამოჩნდა და მაშინვე საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. კუბარსი მხოლოდ 17 წლისაა, კატალონიელთა […]
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: “ბარსამ”, რომელსაც Puta უძახეს, პსჟ-ს მოუგო – “ატლეტიკომ” “დორტმუნდს” სძლია [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგაზე ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. „ბარსელონამ“ საოცარ შეხვედრაში პსჟ-ს სტუმრად 3:2 სძლია, „ატლეტიკომ“ კი სახლში „დორტმუნდს“ 2:1 მოუგო. პსჟ – ბარსელონა 2:3 გოლები: 0:1 რაფინია (37), 1:1 დემბელე (48), 2:1 ვიტინია (51), 2:2 რაფინია (62), 2:3 კრისტენსენი (77) ატლეტიკო – დორტმუნდი 2:1 გოლები: 1:0 დე პაული (5),2:0 ლინო (32), 2:1 ალერი (81) . შეხვედრის […]
“ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას ვუქომაგებ” – რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავის ფავორიტებზე ისაუბრა

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვალერი კარპინის მეუღლე დარია კარპინამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას უქომაგებს. “ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების გულშემატკივარი ვიქნები. 2006 წლის მუნდიალის დროს გერმანიაში ბანაკში ვიმყოფებოდი და ამ ქვეყნის ფანების ქომაგობით აღვფრთოვანდი. მესი თუ რონალდო? – მე მესის ვირჩევ”, – დაწერა კარპინამ სოციალურ ქსელში, სადაც გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა. […]