ლეგალური დასაქმების სახელმწიფო პროგრამით, 2023 წელს გერმანიაში საქართველოდან 1 193 პირი დასაქმდა, ისრაელში კი 3

ლეგალური დასაქმების სახელმწიფო პროგრამით, 2023 წელს გერმანიაში საქართველოდან 1 193 პირი დასაქმდა, ისრაელში კი 3. ამის შესახებ „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია“ ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, 2021 წელს დაიწყო პროგრამა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების თაობაზე და 2 732 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანული მხარის მიერ. „20 პირი დასაქმდა ისრაელის სახელმწიფოში ხანდაზმულთა […]

ფილადელფიაში, მეჩეთთან სროლა მოხდა

ფილადელფიაში, ეიდ ალ-ფიტრის მეჩეთთან, რამადანის დღესასწაულის დასრულების აღნიშვნის დაწყებამდე სროლა მოხდა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომელიც ამჟამად მკურნალობას კლინიკაში გადის. პოლიციის ცნობით, სროლის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ხუთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა იხსნება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში, დღეს, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა იხსნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით, 11-დან 14 აპრილამდე გასტანს. „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო […]

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი – რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის 4 ოლქში დაარტყა

რუსმა სამხედროებმა დღეს დილით უკრაინის ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და კიევის ოქლებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო იუწყება. „მტერი ისევ უტევს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას! ისინი თავს დაესხნენ გენერაციის ობიექტებსა და გადამცემ სისტემებს ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და კიევის ოლქებში“, – აცხადებს მინისტრი. მისი თქმით, სპეციალისტები შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ. მანამდე, კიევის საოლქო-სამხედრო […]

შარშან იმდენად სწრაფად მოხდა გამჭვირვალობის კანონპროექტის დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის დეტალები აგვეხსნა

შარშან იმდენად სწრაფად მოხდა გამჭვირვალობის კანონპროექტის დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის დეტალები აგვეხსნა შარშან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ იმდენად სწრაფად იწარმოა კამპანია და სწრაფად მოხდა მისი დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის გვესაუბრა შინაარსზე, აგვეხსნა დეტალები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა […]

რა გახდა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახლა რეგისტრაციის მიზეზი – არჩილ თალაკვაძის განმარტება

რა გახდა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახლა რეგისტრაციის მიზეზი – არჩილ თალაკვაძის განმარტება რატომ არის პრობლემა, რომ არასამთავრობო სექტორმაც ჩააბაროს დეკლარაცია და წარადგინოს ფინანსური ინფორმაცია და თავისი გრანტები საჯაროდ, ეს ბევრისთვის დღემდე გაუგებარია, – ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას “ღამის კურიერის” ეთერში გააკეთა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ შარშან, […]

2023 წლის იმერეთის საუკეთესო კონცეპტუალურ რესტორანში – „ლილესთან“ სტუმრების 80% უცხოელები არიან

ლილე მაღლაფერიძემ ქუთაისში რესტორანი „ლილესთან“ 3 წლის წინ, პანდემიის დასრულების შემდეგ გახსნა და ამ 3 წლის განმავლობაში ქალაქის, ადგილობრივებისა და ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ადგილად აქცია. რესტორნის შექმნის საწყისი კაპიტალი 80 000 ლარი იყო, თუმცა როგორც „კომერსანტთან“ რესტორან „ლილესთან“ დამფუძნებელი ამბობს, ამ ხნის მანძილზე ინვესტიცია და ხარჯები კიდევ გაიზარდა. 3 წლის თავზე ლილე მაღლაფერიძემ ქუთაისში […]

უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა იყო – რუსეთის სამიზნე ისევ ენერგოობიექტებია

რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მორიგი კომბინირებული შეტევა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ხარკოვის და ოლქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სულ მცირე 10 დარტყმა იყო. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. აფეთქებები იყო კიევის, ლვოვის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს მიერ […]

რუსებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტიეს

რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის. ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქ ხარკოვისა და ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მინიმუმ 10 დარტყმა განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაფიქსირდა ელექტროენერგიის გათიშვა, ხარკოვში მეტრომ დროებით მუშაობა შეაჩერა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევსა და ლვოვში, რუსების მიერ გაშვებული დრონების მოსაგერიებლად, საჰაერო თავდაცვა მუშაობს. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძალისი, ვაზიანი, ერედა, ცხვარიჭამია, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.