ასეთი ორმაგი სტანდარტი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს

„ევროპული ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისგან (რომელიც სხვათა შორის, პირველი პუნქტია 9 ნაბიჯიდან [ევრორეკომენდაციებიდან]) დასაცავად მხოლოდ ჩვენ კი არ უნდა ვიბრძოლოთ, ევროკავშირმაც უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. სეფაშვილის თქმით, როდესაც დასავლეთიდან საქართველოს ეუბნებიან, რომ მხოლოდ დასავლურ სახელმწიფოებს აქვთ საკუთარი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვის უფლება, ხოლო საქართველოს […]

ეს არარაობა ჩემზე, თქვენზე, ჩვენზე იძახის, რომ სისხლისღვრაზე ვართ წამსვლელები – დავით ქართველიშვილი ლევან ბერძენიშვილზე

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ინიციატორები (ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები) სისხლისღვრას გეგმავენ. დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ლევან ბერძენიშვილი დღეს იმ ადამიანებთან არის ერთ გუნდში, რომლებმაც 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს […]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის შტაბი გაიხსნა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ტექნიკური ბაზა გააცნო და მავნებლის საპრევენციო ღონისძიებების 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნ. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები […]

კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 0,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). „გარემოსდაცვითი […]

Bloomberg – აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის გარდაუვალი დარტყმა ისრაელზე, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს

შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მიაჩნიათ, რომ ირანის ან მისი მარიონეტების მიერ ისრაელის სამხედრო და სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო ან დრონებით დარტყმები გარდაუვალია, – ინფორმაციას Bloomberg-ი ამერიკისა და ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, პოტენციური თავდასხმა, ზუსტი მართვადი რაკეტების გამოყენებით, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს. სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის და ისრაელის დაზვერვის შეფასებებიდან გამომდინარე, […]

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, თბილისში 8 ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება იგეგმება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, თბილისში 8 ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება იგეგმება. გარდა ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, დასასრულს უახლოვდება ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც მაისში დასრულდება. „მიმდინარე წელს დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება: 1. უნივერსიტეტი-ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზა-გვირაბის მშენებლობა; 2. წყნეთის გზატკეცილის დასაწყისიდან (ვაკის სასაფლაოს შესასვლელთან) წყნეთის გზატკეცილის N6-მდე […]

მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხვდება

საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხვდება. შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებში იმართება და ის მედიისთვის დახურულია. მდინარაძე ახალგაზრდებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გააცნობს. შეხვედრას ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი […]

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის […]

სამხრეთ კორეაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

სამხრეთ კორეაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში „დემოკრატიულმა პარტიამ“ და მცირე ზომის ოპოზიციურმა პარტიებმა 300 ადგილიდან 192 მოიპოვეს. „ეს არა მხოლოდ „დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვება, არამედ ხალხის დიდი გამარჯვებაა“, – განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ლი ჯე-მიუნგმა. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მმართველი „ხალხის ძალის პარტიის“ ლიდერმა, ჰან დონ-ჰუნმა […]

ვის ეკუთვნის ყადაღადადებული სასტუმრო „ვეტცელი“ და რატომ არის მიტოვებული წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღმაშენებლის გამზირზე

თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე, ოდესღაც ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო „ვეტცელი“ წლების განმავლობაში სამშენებლო ღობით არის შემოსაზღვრული. „ვეტცელის“ შენობა, მე-19 საუკუნის ბოლოს, გერმანელი კოლონისტის შთამომავალმა, მდიდარმა მეწარმემ, ფრიდრიხ ვეტცელმა ააშენა. ვეტცელის გარდაცვალების შემდეგ შენობა მეწარმე ნოე სიხარულიძემ შეიძინა და სასტუმროს თავისი სახელი „ნოე“ დაარქვა. 1928 წელს სასტუმროს „ევროპა”“, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ „რუსთავი“ ეწოდა. 1970-იანი წლებიდან […]