რომელი გადასახადები ჩამოგეჭრებათ? – ფინანსური ამნისტიით 145 ათასი ადამიანი ისარგებლებს

2021 წლის 1-ელ ივნისამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება ყველა ფიზიკურ პირს, რომელსაც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანება უფიქსირდება. როგორც რადიო „პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსი ლევან გობეჩია აღნიშნავს, კანონპროექტი შეეხება განსაზღვრულ პერიოდში გადაუხდელ საშემოსავლო გადასახადებს, დღგ-ს, ქონების გადასახადსა და ა.შ. „ცვლილება გულისხმობს საგადასახადო ცვლილების ჩამოწერაზე, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის […]

ანდრიუს კუბილიუსი – თუ „აგენტების“ კანონპროექტი იქნება მიღებული, “ქართული ოცნება” მაღალ პოზიციას დაიკავებს კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში

თუ „აგენტების” კანონპროექტი იქნება მიღებული – “ქართული ოცნება” კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში მაღალ პოზიციას დაიკავებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბიულიუსი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს. “თუ “კრემლისტური აგენტების/ტესტი” მიღებული იქნება, საქართველოს მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” მაღალ პოზიციას დაიკავებს კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში – მხარს არ უჭერს უკრაინას, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი წარადგინა, ანტი-LGBT კანონის შემოთავაზებით […]

ლევან ხაბეიშვილი – მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, კიდევ კანონის შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს – დანარჩენს დედამიწაზე არავის არაფერი გაეგება

მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, დანარჩენს არავის დედამიწაზე არაფერი არ გაეგება – კანონის შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს მოსკოვში , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამით ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. „არ იცის, ვერ გაიგეს და ვერ წაიკითხეს, […]

ჯაბა სამუშიამ თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საერთაშორისო კონფერენციას – ქართული „ბალავარიანი“ – ბიზანტიური – „ვარლაამისა და იოასაფის ისტორია“ დაესწრო, რომელიც თსუ-ში გაიმართა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის – „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართება” – ფარგლებში ჩატარდა. „ღონისძიებაზე […]

გერმანიის საგარეო უწყება – ახლო აღმოსავლეთში ყველა აქტორს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრისას ირანელ კოლეგას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო სამინისტრო ავრცელებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანალენა ბერბოკმა და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება განიხილეს. „შემდგომი რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს. რეგიონის ყველა აქტორს მოვუწოდებთ, რომ პასუხისმგებლობით იმოქმედონ და მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ“, […]

„მეტროპოლი“ საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია

დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი“ გლობალური ჯილდოს მფლობელია. საერთაშორისო აღიარება კომპანიამ პროექტისთვის Metropol Oval მიიღო, როგორც საუკეთესო პრემიული სასტუმრო საქართველოში. გადაწყვეტილების მთავარ ინდიკატორად Luxury Lifestyle Awards, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო პროდუქტებსა და მომსახურებებს გამოარჩევს, ქართული კომპანიის უნაკლო რეპუტაციასა და პროფესიონალიზმს ასახელებს. წელს Luxury Lifestyle Awards-ზე მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 10 000-ზე მეტი პროდუქტი და სერვისი შეფასდა. 400 კატეგორიიდან […]

ევროპარლამენტის წევრი – პარლამენტი ბიუჯეტის გამოყოფაზე უარს ამბობს იქამდე, ვიდრე ევროპული საბჭო უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს

ევროპარლამენტი ბიუჯეტის შესახებ გადაწყვეტილებას იქამდე არ მიიღებს, სანამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინას უფრო მეტ Patriot-ის სისტემას არ გადასცემენ. ევროპარლამენტის წევრმა და ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გი ვერჰოფსტადტმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგიდან იქამდე ამოიღონ, სანამ წევრი სახელმწიფოები შვიდ Patriot-ის სისტემას არ იპოვიან, რომელიც უკრაინას ახლა ძალიან სჭირდება. „პარლამენტი საბჭოს ბიუჯეტის გამოყოფაზე უარს ამბობს […]

გორში, შინდისის გმირების გზატკეცილზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო

გორის მერიის ინფორმაციით, 6 790 კვადრატულ მეტრზე საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, ტრენაჟორები, გარეგანათება, სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი, სკამები, ურნები, წყლის სოკოები და ფანჩატურები განთავსდება. მათივე ინფორმაციით, სარეკრეაციო სივრცეში, რომელიც შინდისის გმირების გზატკეცილს მთელ სიგრძეზე მიუყვება, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხეები და ბუჩქები. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 196 000 ლარია.

ერევანი მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს

ერევანი მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მეხუთე სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს. უწყების ცნობით, სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიზნით გატარებული რეფორმებისა და მიღწევების თაობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრებმა ფორუმის პირველ სესიაზე. „იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღნიშნა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა, ამასთან, ისაუბრა, ადვოკატთა და სამართლის პროფესიონალთა როლზე […]

რა მსგავსება და რა განსხვავებაა „რუსულ კანონსა“ და რუსულ კანონს შორის?

ფოტო – gfsis.org ავტორი: ნინო მაჭარაშვილი 2023 წლის მარტში საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციირებამ მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მისი პირველი მოსმენით მიღებას კი ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები, პოლიციის მიერ ამ აქციების ძალადობრივად დაშლა და პროტესტის მონაწილეთა დაკავება მოჰყვა. შიდა უკმაყოფილებისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე მმართველი პარტია იძულებული გახდა, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. 2024 წლის […]