“არადა, ყველაზე მეტად კულტურა და სპორტი “აუყირავდათ” – ბატიაშვილი

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი: ქოცური ნარატივით, წულუკიანი არის ყველაზე წარმატებული კულტურისა და სპორტის მინისტრი. არადა, ყველაზე მეტად კულტურა და სპორტი “აუყირავდათ”. ოკ, ბრატ!

“ვისაც ადამიანის გული გაქვთ და არა ღორის, თქვენს თავებთან მაინც აღიარეთ…” – ჩერგოლეიშვილი –

თქვენ იცით, ამ კანონით, უცხო ინტერესებად რა ინათლება? საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში, რუსეთის მიერ 1992-1993 წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოკვლევა და ამ დანაშაულების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო ცნობიერების ამაღლება. თავისუფლების ინსტიტუტს, რომელიც 1996 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა მიღებული აქვს ფინეთის საგარეო სამინისტროს გრანტი, დაახლოებით 30 ათასი ევროს ოდენობით. პროექტი თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს და ამ ფულის დახმარებით ორგანიზაციამ […]

“პუტინის სტილის კანონი” – განცხადებები აშშ-ის სენატში

სენატორები, ბენ კარდინი და ჯინ შაჰინი, “ქართული ოცნების” მიერ, ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ. სენატში გამართულ მოსმენაზე, USAID – ის ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა თქვა, რომ “უცხოეთის აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის”

სომხეთი ახალი პარტნიორების ძიებაში

პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა გაანცხადა, რომ თუ აზერბაიჯანთან შეთანხმება ვერ მიიღწევა საზღვრის დემარკაციის შესახებ, ამას შესაძლო კიდევ ერთი ომი მოჰყვეს. სომხეთი ახალ პარტნიორებს ეძებს და ეს 2020 და 2023 წლებში სამხედრო დაპირისპირებისას ტრადიციული პარტნიორის, რუსეთის უმოქმედობამ განაპირობა.

ზელენსკი ლიეტუვაში “სამი ზღვის სამიტში” მონაწილეობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა. ვილნიუსი ხუთშაბათს “სამი ზღვის სამიტს” მასპინძლობს. სტუმრებს შორის არიან ცენტრალური ევროპის ათამდე ქვეყნის წარმომადგენლები – პოლონეთის, ჩეხეთის, რუმინეთის და სხვა სახელმწიფოების ლიდერები. განხილვების თემა რუსული აგრესია და უკრაინაში მიმდინარე ომია. ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ვილნიუსში ჩასვლის შესახებ თავდაპირველად თვითონ დაწერა “X”-ზე, ჯერ ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა, ლიეტუვასთან უსაფრთხოების […]

ბელარუსში ციხანოუსკაიას თანაშემწის, ფრანაკ ვიაჩორკას გასამართლებას და 9,4 მილიონი დოლარით დაჯარიმებას ითხოვენ

ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს გადაუგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში სვიატლანა ციხანოუსკაიას უფროსი მრჩევლის, ფრანაკ ვიაჩორკას წინააღმდეგ. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის ცხრა მუხლით: სახელმწიფოს ღალატი, შეთქმულება ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდება, ბელარუსის დისკრედიტაცია, სოციალური მტრობისა და უთანხმოების გაღვივება, ექსტრემისტული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა, მასობრივი არეულობების ორგანიზება, ჯგუფური მოქმედებების […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 12 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიას, თოფურიძის, მაჭავარიანის, მუხრანის, გოძიაშვილის, გაბაშვილის და ფარჯიანის ქუჩების […]

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 11 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 3.75 თეთრით. 11 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.672 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8663 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.88 ლარად.

ნეთანიაჰუ: ღაზის სექტორის გარდა, სხვა ფრონტებიდანაც გამოწვევებისთვის ვემზადებით

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი, ღაზის სექტორის გარდა, სხვა ფრონტებიდანაც გამოწვევებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ბაზაზე მფრინავებთან შეხვედრისას ისაუბრა. “ჩვენ რთულ პერიოდში ვართ. ღაზაში ომის შუაში ვართ, რომელიც მთელი ძალისხმევით გრძელდება. ამასთან ერთად, ვაგრძელებთ დაუღალავ ძალისხმევას ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად, თუმცა, ასევე ვემზადებით გამოწვევებისთვის სხვა ფრონტებიდან”. – თქვა ნეთანიაჰუმ. როგორც ადგილობრივი მედია […]

Freedom House: საქართველო ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა

Freedom House ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველო სერბეთსა და უნგრეთთან ერთად, ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების სიაშია შეყვანილი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავს ქვეყნებში ძირითადი ინსტიტუტები, როგორიცაა მედია და სასამართლო გასცდნენ პოლიტიზაციის იმ დონეს, რომელიც დამახასიათებელია კლასიკური ჰიბრიდული რეჟიმებისთვის და ახლა “ფაქტობრივად, მმართველი პარტიის ტყვეობაში იმყოფებიან, რომელიც მათ ბოროტად, პარტიული და პირადი სარგებლობისთვის იყენებენ.” დოკუმენტში ნათქვამია, […]