ფიქრია ჩიხრაძე – ხალხი ამბობს, მამუკა მდინარაძე „ტიროდაო“, მე ვერ გავიტან ამ კანონს, რადგან სხვანაირად მაქვს ნათქვამიო და ივანიშვილმა უთხრა, „მაინცდამაინც შენ გაიტანო“ – მან ხელი მოაწერა იმას, რომ უნდა იყოს მონა

ევროპის ქვეყნები და ამერიკა გვეუბნებიან, არ მიიღოთ კანონი, ის არ არის ამერიკული კანონი და როდესაც, მხოლოდ რუსები გეუბნებიან, რომ კარგია და მიიღეთ, უკვე ცხადია, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორედ დაინიცირებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“აღნიშნა, თუკი „ქართული ოცნება“ მეორედ გაიწვევს […]
პუტინმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურებას „დემილიტარიზაციის” პროცესის ნაწილი უწოდა

უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „იძულებული” იყვნენ პასუხი გაეცათ რუსეთის ენერგოობიექტებზე ბოლოდროინდელი დარტყმებისთვის. 11 აპრილს რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტებით და დრონებით იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე ხარკოვის, ზაპოროჟიეს, კიევის, ლვოვისა და ოდესის ოლქებში. მათ შორის სრულად გაანადგურეს კიევის ოლქში მდებარე ტრიპოლსკის თბოელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა თითქმის სამ მილიონ ადამიანს. ენერგოობიექტებზე ინტენსიური […]
დმიტრო კულება – საკმარისი რაოდენობის Patriot-ები რომ გვქონოდა, ტრიპოლის თბოელექტროსადგურს არ დავკარგავდით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, Patriot-ის თავდაცვის სისტემების არასაკმარისმა მიწოდებამ რუსებს შესაძლებლობა მისცა, კიევთან ახლოს მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური გაენადგურებინათ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კულებამ უკრაინა-სლოვაკეთის სამთავრობო კონსულტაციების ფარგლებში განაცხადა. კითხვაზე, განიხილა თუ არა ევროპელ კოლეგებთან ერთად რუსების მიერ ტრიპოლის თბოელექტროსადგურის განადგურების საკითხი, კულებამ უპასუხა: „ამ თემას ვაყენებთ. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი […]
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. როგორც ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი 10:00 ზე გახდება ცნობილი. „გამარჯობა და გამარჯვება ყველას! დღეს 10:00 საათზე გამოცხადდება განაჩენი!“,-წერს ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე. ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის […]
Reuters – აშშ ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას პროგნოზირებს, მაგრამ ვაშინგტონის ომში ჩართვას არ ელის

შეერთებული შტატები ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას ელის, მაგრამ ეს თავდასხმა ისეთი დიდი არ იქნება, რომ ვაშინგტონი ომში ჩაერთოს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა. მანამდე, თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა ირანი გააფრთხილა, დამასკოში, საკონსულოს შენობაზე თავდასხმა რეგიონში ესკალაციის საბაბად არ გამოიყენოს. Reuters-ს ირანის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ თეირანი ვაშინგტონს აფრთხილებს, […]
იოავ გალანტი – ისრაელი ირანის მხრიდან პირდაპირ თავდასხმას შესაბამისად უპასუხებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელი ირანის მხრიდან პირდაპირ თავდასხმას ადეკვატურად უპასუხებს. ”ირანის პირდაპირი თავდასხმა მოითხოვს ისრაელის შესაბამის პასუხს ირანის წინააღმდეგ”, – განუცხადა გალანტმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს. პენტაგონის ინფორმაციითმ, მხარეებმა განიხილეს შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე. „მინისტრმა ოსტინმა დაარწმუნა მინისტრი გალანტი, რომ ისრაელს […]
ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს – არასდროს გვითქვამს უარი უკრაინასთან დავის მშვიდობიან გადაწყვეტაზე

რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან უთანხმოების მშვიდობიან მოგვარებაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა. „არასდროს გვითქვამს უარი დავების მშვიდობიან გადაწყვეტაზე, უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ ამისკენ ვიყავით მიდრეკილი“, – ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთის მოწინააღმდეგეებმა თავი კუთხეში მოიმწყვდიეს, როდესაც უარი თქვეს მოლაპარაკებაზე, ბრძოლის ველზე გამარჯვების იმედით, „ახლა უკვე […]
დმიტრო კულება – საკმარისი რაოდენობის Patriot-ები რომ გვქონოდა, მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგურს არ დავკარგავდით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, Patriot-ის თავდაცვის სისტემების არასაკმარისმა მიწოდებამ რუსებს შესაძლებლობა მისცა, კიევთან ახლოს მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური გაენადგურებინათ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კულებამ უკრაინა-სლოვაკეთის სამთავრობო კონსულტაციების ფარგლებში განაცხადა. კითხვაზე, განიხილა თუ არა ევროპელ კოლეგებთან ერთად რუსების მიერ ტრიპოლის თბოელექტროსადგურის განადგურების საკითხი, კულებამ უპასუხა: „ამ თემას ვაყენებთ. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი […]
დევიდ კემერონი ირანს აფრთხილებს, ახლო აღმოსავლეთი ფართო კონფლიქტში არ ჩართოს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს მოუწოდა, თეირანმა ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართო კონფლიქტში არ ჩართოს. “ღრმა შეშფოთებული ვართ არასწორი გაანგარიშების პოტენციალით, რომელიც შემდგომ ძალადობას გამოიწვევს. სანაცვლოდ, ირანმა უნდა იმუშაოს დეესკალაციისა და შემდგომი თავდასხმების აღკვეთაზე”, – წერს კემერონი სოციალურ ქსელ X-ში. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ამირ-აბდოლაჰიანმა კამერონს განუცხადა, რომ […]
ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: შოკირებული “ენფილდი”, “ბაიერის” მორიგი გამარჯვება და “რომას” მიერ ძლეული “მილანი” [VIDEO]

ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. სენსაციური შედეგი დაფიქსირდა „ენფილდზე“, სადაც „ატალანტამ“ „ლივერპული“ 3:0 დაამარცხა, რომელმაც თამაში ნახევრად სარეზერვო შემადგენლობით დაიწყო. სკამაკამ დუბლი შეასრულა. ამით შეწყდა საკუთარ მოედანზე კლოპის გუნდის 33-მატჩიანი წაუგებელი სერია – 28 მოგება და 5 ფრე. „ბაიერმა“ ლევერკუზენში 2:0 სძლია „ვესტ ჰემს“. ლევერკუზენულმა გუნდმა ბოლო 42 შეხვედრაში 37 გამარჯვება მოიპოვა და 5-ჯერ […]