გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის

ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს – “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გადამზადებული პირველი ნაკადის ბენეფიციარების დასაქმების პროცესი აქტიურ ფაზაშია. ისინი სხვადასხვა მიმართულების მცირე თუ მსხვილ კომპანიაში წარმატებით საქმდებიან და კარიერულ წინსვლასაც განიცდიან. პროექტის ბენეფიციარების დამსაქმებელ კომპანიებს შორის ერთ-ერთია „გრინვეი საქართველო“, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში ლიდერი კომპანიაა […]
ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის […]
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, პირველად საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, 20 აპრილს, 14:00 საათზე, D Block-ის სამუშაო სივრცეში, პირველად საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს Microsoft-ს მხრიდან პირველ აქტივობას კავკასიის რეგიონში. „ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება სპეციალურად მოწვეული სტუმარი – Microsoft-ის პარტნიორული განვითარების მრჩეველი ედრიან გეორგი (Adrian Gheorghe). ღონისძიებას […]
ადვოკატი – ნავთობპროდუქტის კვალი რომ იყო ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელზე, ამას არ გამოვრიცხავთ, თუმცა, პირი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილს“ ისვრის, წვავს შსს-ს ავტომობილს, არაფრით დასტურდება, რომ გრიგორიადისია

ნავთობპროდუქტის კვალი რომ ზოგადად არის და იყო ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელზე, ამას არ გამოვრიცხავთ, – ამის შესახებ ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქმეში მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებებია, რომელი გრიგორიადისის ბრალეულობას არ ადასტურებს. „პროკურატურა არის ბრალდების მხარე და ლოგიკურია რომ ამბობს, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ლაზარე გრიგორიადისის […]
აშშ ისრაელში მყოფ თანამშრომლებს გადაადგილებას უზღუდავს

შეერთებული შტატების ხელისუფლება ისრაელში მყოფ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს გადაადგილებას უზღუდავს. Reuters-ის ინფორმაციით, ირანის მხრიდან არსებული საფრთხის გამო, აშშ-ის საელჩომ თანამშრომლებს მოუწოდა, თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიები არ დატოვონ. „სიფრთხილის გამო, აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს ეკრძალებათ პირადი მიზნით მოგზაურობა დიდი თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიების გარეთ შემდგომ გაფრთხილებამდე“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს […]
“კონტე ნეაპოლში სახლს ეძებს, პოლიტანოსაც გაესაუბრა და ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობსაც შეუდგა” – რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი?

ანტონიო კონტე დიდი ალბათობით, “ნაპოლის” წინადადებას დათანხმდება და მომდევნო სეზონში “პარტენოპეის” გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მასიმო სპარნიელი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კონტე პოზილიპოში უკვე სახლს ეძებს და “ნაპოლის” ფეხბურთელს მატეო პოლიტანოსაც გაესაუბრა, რადგან ქალაქის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღო. მეტიც, ანტონიო დეიან კულუშევსკის (ტოტენჰემი) და მარტინეს კუარტასაც (ფიორენტინა) დაუკავშირდა. სპარნიელის მტკიცებით, ანტონიოს ერთი სული […]
რუსეთმა კვლავ მიიტანა იერიში უკრაინის ენერგოობიექტებზე

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის სხვადასხვა ოლქზე. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე ისევ ენერგოინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში 7 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი ასეთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ხანძარი გააჩინა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგის ენერგოობიექტზე. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა […]
საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია

პარლამენტის თავმჯდომარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინა. ამის შესახებ გადაწყვეტილება 11 აპრილს, პარლამენტში გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს […]
დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიას, თოფურიძის, მაჭავარიანის, მუხრანის, გოძიაშვილის, გაბაშვილის და […]
უკრაინელებმა 6 ოლქში რუსების მიერ გაშვებული 17 დრონიდან 16 ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 12 აპრილის ღამეს უკრაინას Shahed-131/136 ტიპის დრონებით კიდევ ერთხელ შეუტიეს. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, მტრის სამიზნეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა და დრონების მოგერიების მიზნით უკრაინელი დამცველების ინტენსიური მუშაობა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა ოკუპირებული ყირიმიდან უკრაინის მასშტაბით 17 დრონი და დონეცკის ოკუპირებული რეგიონის საჰაერო […]