ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: შოკირებული “ენფილდი”, “ბაიერის” მორიგი გამარჯვება და “რომას” მიერ ძლეული “მილანი”

ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. სენსაციური შედეგი დაფიქსირდა „ენფილდზე“, სადაც „ატალანტამ“ „ლივერპული“ 3:0 დაამარცხა, რომელმაც თამაში ნახევრად სარეზერვო შემადგენლობით დაიწყო. სკამაკამ დუბლი შეასრულა. ამით შეწყდა საკუთარ მოედანზე კლოპის გუნდის 33-მატჩიანი წაუგებელი სერია – 28 მოგება და 5 ფრე. „ბაიერმა“ ლევერკუზენში 2:0 სძლია „ვესტ ჰემს“. ლევერკუზენულმა გუნდმა ბოლო 42 შეხვედრაში 37 გამარჯვება მოიპოვა და 5-ჯერ […]

აშშ-ში „კროკუსზე“ მომხდარი თავდასხმის მსგავსი ტერაქტის საშიშროება არსებობს – FBI-ის დირექტორი

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო შეშფოთებულია ქვეყანაში იმ თავდასხმის მსგავსი კოორდინირებული ტერაქტის განხორციელების შესაძლებლობით, რომელსაც გასულ თვეში მოსკოვთან ახლო „კროკუს სიტი ჰოლის“ დარბაზში რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელ, კრისტოფერ რეის იმ ტექსტშია საუბარი, რომელიც ხუთშაბათს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს წარედგინება. “სამართალდამცავ ორგანოებში მთელი ჩემი მუშაობის განმავლობაში, ჩემთვის ძნელი გასახსენებელია ისეთი […]

სკანდალი ევროპარლამენტში. “იუვე” განავალია, “ფორცა “ტორო” – განაცხადა დეპუტატმა

უოლესი „ტორინოს“ დიდი გულშემატკივარია და ევროპის პარლამენტში ხშირად მიდის ტურინული გუნდის ფორმით. მან ადრე განაცხადა: “ეს განსაკუთრებული კლუბია, ყველასგან განსხვავებული, უნიკალური ქომაგები ჰყავს. მათთან თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ნამდვილი ადამიანები არიან, სიცოცხლის ფილოსოფიის მქონენი, რომელიც ჩემსას იდეალურად შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები უბრალო, ერთგულ ხალხს უნდა წარმოადგენდნენ. სწორედ ასეთები გახლავან „ტორინოს“ ფანები და ამიტომ […]

„ხელვაჩაურის სარაგბო კლუბი “შტურმი”, უკვე ჩვენი საზოგადოების აქტიური ნაწილია – ზაზა დიასამიძე

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „ხელვაჩაურის სარაგბო კლუბი “შტურმი”, უკვე ჩვენი საზოგადოების აქტიური ნაწილია! 2024 წელს დაარსებული „შტურმი“ სწრაფად იქცა გუნდური მუშაობის, თავდადებისა და სპორტულობის სიმბოლოდ.”- ამის შესახებ ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე წერს სოციალურ ქსელში. “აი, რა ხდის „შტურმს“ განსაკუთრებულს: ამჟამად კლუბი შედგება ოთხი გუნდისაგან: ბიჭების სამი გუნდით სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და გოგონების ერთ გუნდთან ერთად, […]

ვიოლა ფონ კრამონი: თუ ამ კანონს მიიღებენ, [საქართველოს] ევროპული პერსპექტივა აღარ იარსებებს

გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ თუ “ქართული ოცნება” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” რუსული სტილის კანონს მიიღებს, საქართველოსთვის არანაირი ევროპული პერსპექტივა აღარ იარსებებს. ამის შესახებ კრამონმა სოციალურ ქსელ x-ზე დაწერა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პავლე ჰერჩინსკის კომენტარის შეფასებისას. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ საქართველო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს დაამტკიცებს, წინააღმდეგობაში მოვა […]

ChatGPT-ის შემქმნელი სემ ალტმანი მილიარდერი გახდა

ChatGPT-ის შემქმნელი სემ ალტმანი მილიარდერი გახდა ცნობილია, რომ ალტმანს არ აქვს კაპიტალი OpenAI-ში, მაგრამ ფსონებმა ისეთ სტარტაპებში, როგორიცაა Reddit, Stripe და Helion, მაინც მოუტანა ადგილი Forbes-ის მილიარდერთა სიაში. ამ სიის სათავეში LVMH მფლობელი ბერნარ არნო, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი არიან. სემ ალტმანი ხელოვნური ინტელექტის […]

Turkish Airlines-ი წელს 52 ახალი თვითმფრინავის მიღებას გეგმავს

Turkish Airlines-ი წელს 52 ახალი თვითმფრინავის მიღებას გეგმავს თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მიზნად ისახავს, რომ 2024 წელს თავისი ავიაფლოტი მნიშვნელოვნად გააფართოოს, მიუხედავად ინდუსტრიაში არსებული გლობალური გამოწვევებისა, რამაც თავის მხრივ თვითმფრინავების მიწოდების შეფერხება გამოიწვია. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელი დავასრულოთ 484 თვითმფრინავით, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 440 იყო“, – განაცხადა Turkish Airlines-ის ფინანსურმა დირექტორმა მურატ სეკერმა. […]

ამერიკის დახმარება უკრაინის გადარჩენისთვის სასიცოცხლოა, უთხრა კონგრესს იაპონიის პრემიერმა

ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, რუსეთის თავდასხმის წინაშე მყოფი უკრაინის იმედებს კოლაფსი ელის. ამან კი შესაძლოა გაათამამოს ჩინეთი და აღმოსავლეთ აზიაში ახალი კრიზისი გამოიწვიოს, – უთხრა დღეს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კანონმდებლებს. ფუმიო კიშიდამ 11 აპრილს შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებულ სხდომას პირველად მიმართა. იაპონიის პრემიერმა კანონმდებლებს მოუწოდა, არ დააყენონ ეჭვქვეშ ამერიკის “შეუცვლელი” როლი მსოფლის არენაზე. კიშიდას თქმით, ტრადიციული […]

“ტორპედომ” არაბიძის გარეშე თამაში შემოატრიალა – “იბერია 1999” გალიდერდა [VIDEO]

ეროვნულ ლიგაში მერვე ტურის სამი მატჩი გაიმართა „ტორპედო“, რომელსაც ავადმყოფობის გამო მისი ლიდერი არაბიძე ვერ დაეხმარა, სახლში „სამგურალს“ თამაში შემოუტრიალა – 3:1. ქუთაისური გუნდი 15 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო წყალტუბოელები 5 ქულით მეცხრე პოზიციაზე დარჩნენ. „იბერია 1999“-მა „გაგრას“ 3:1 სძლია და ამ მომენტისთვის 19 ქულით ლიდერია. „თელავმა“ კი გასვლაზე „სამტრედიას“ 2:1 მოუგო. ტორპედო – სამგურალი […]

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებებზე სასამართლოში 24 მიმდინარე დავაა

გასულ წელს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლო დავების რაოდენობა გაიზარდა. სააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით, სხვადასხვა ინსტანციაში, 24 მიმდინარე სასამართლო დავაა სააგენტოს მიერ მიღებულ 22 გადაწყვეტილებაზე. მაშინ, როდესაც 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, სასამართლოში 16 დავა იყო, 14 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.