კალაძე: არცერთ გაერთიანებას მივცემთ უფლებას, ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გაიგოს

მართლაც, არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელიც დააზიანებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ხვალინდელ დღეს, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. რა თქმა უნდა, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს. ყველა გაერთიანებას ეხება ეს, რომელი გაერთიანებაც გინდათ. ყველაფერს დაინახავს საზოგადოება. ვნახავთ, სადაც […]
ვოლსკი: [გრიგორიადისის] შეწყალებას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება ჰქონდეს

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, ამას შესაძლოა “მძიმე პოლიტიკური შედეგი” მოჰყვეს, მის კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. დღეს, 12 აპრილს, სასამართლომ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ოჯახს პრეზიდენტის შეწყალების იმედი აქვს, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები და ოჯახის წევრები, ამ წუთებში, პრეზიდენტთან […]
გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს. დღეს 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
სასამართლომ ე. წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირიში მყოფი 10 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქუთაისში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. ,,ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, აფასაბდნენ […]
გრიგორიადისისთვის გამამტყუნებელ განაჩენს არსებითი განხილვის ეტაპზევე ველოდით – პროკურორი

ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის თქმით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი არსებითი განხილვის ეტაპზევე ჰქონდა. “სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში. ბრალდების მხარეს ეს მოლოდინი ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ვინაიდან, მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა. მტკიცებულებები არის მოწმეთა ჩვენებები, ამ შემთხვევაში, […]
“ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის…” – ხვიჩა კვარაცხელია მონატრებულ სამშობლოზე და იტალიურ ცხოვრებაზე საუბრობს

ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიაზე “ნაპოლი” ვიდეომიმართვას ავრცელებს. “ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის. ამ ქალაქში ფეხბურთით ცხოვრობენ. ისინი ბედნიერები არიან, როცა ფეხბურთს უყურებენ. ეს ისეთი განსხვავებული რამაა, რასაც სხვაგან ვერ ნახავ. ჩემთვის ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მე ძალიან მადლიერი ვარ”, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია იტალიის საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” მიერ მის შესახებ […]
როსტოვში დრონებით შეტევა იყო რაიონზე, სადაც ოლქში ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა

რუსეთის როსტოვის ოლქში დრონებით შეტევა იყო რაიონზე, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი გამთენიისას ტელეგრამზე წერდა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას იგერიებენ ნოვოშახტინსკის რაიონში. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ როსტოვის ოლქში გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარეობს როსტოვის ოლქში ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი […]
საქართველოს ფოსტამ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოაწყო

საქართველოს ფოსტამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას. პროექტის ფარგლებში, 10 აპრილს, საქართველოს ფოსტის ინიციატივითა და ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, აჭარის აღნიშნულ ლოკაციებზე მდებარე ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა […]
გასულ წელს წარმოებულია 223.4 ათასი ტონა ყურძენი და 71.8 ათასი ტონა ციტრუსი

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9 პროცენტით ჩამორჩება. საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და შეადგინა 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, […]
“როცა თამაშებს აგებდა, ცუდ მწვრთნელს ეძახდით, ახლა კი დარჩენას სთხოვთ?” – ანრიმ ხავიზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ყოფილი თანაგუნდელისა და ამჟამად “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხავი ერნანდესის შესახებ ისაუბრა. ფრანგის თქმით, მან ყოველთვის იცოდა, რომ ხავი შესანიშნავი სპეციალისტი იყო. “წარმოდგენა არ მაქვს, ხავი რას გადაწყვეტს. ერთადერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ხავი კარგი მწვრთნელი გუშინ არ გამხდარა, ის თავიდანვე ასეთი იყო. ახლა, როცა გუნდმა შედეგები გააუმჯობესა, ყველა […]