გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი – ოკუპანტებმა წლის დასაწყისიდან უკრაინაში 1000-მდე რაკეტა, 2 800 დრონი და 7 000-მდე მართვადი ბომბი გაუშვეს – პუტინის და ჰიტლერის რეჟიმებს ერთნაირი ტოქსიკური დნმ აქვთ

რუსმა ოკუპანტებმა წლის დასაწყისიდან უკრაინაში 1 000-მდე რაკეტა, დაახლოებით 2 800 დრონი და 7 000-მდე მართვადი ბომბი გაუშვეს, – ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტების სამიზნეები, ძირითადად სამოქალაქო და არა სამხედრო ობიექტები იყო. „რუსული რაკეტების, დრონების და მართვადი ბომბების მხოლოდ 3% მოხვდა სამხედრო სამიზნეებს, ხოლო 97% […]
ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. ისინი პრეზიდენტს სთხოვენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს, რომელსაც დღეს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისი მოთხოვნით მათ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უკვე მიმართეს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. […]
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, ოქროს მონეტა და 2 ცალი ოქროს ზოდი (ოქროს საერთო წონა: 187,46 გრამი და ვერცხლის საერთო წონა: 2950 გრამი) გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „მიმდინარე წლის, ბოლო ორი […]
„წიხლს ნუ ჰკრავ იმ წმინდა ბარძიმს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ივსებოდა შენი სასიქადულო წინაპრების სისხლით!”

1929 წლის 12 აპრილს დაიბადა პოეტი მუხრან მაჭავარიანი. გთავაზობთ მუხრან მაჭავარიანის წერილს, რომელიც მან გასული საუკუნის 90-იან წლებში თავის ვაჟს კანადაში მისწერა. “ვწუხვარ, რომ თქვენგან (უპირველეს ყოვლისა – შენგან) არ იგრძნობა თანადგომა ჩემდამი… მუხანოს და რატის ელოდება თავიანთი არგვეთი, პატარა ლაშურა, დიდი კაკლის ხე, ჩვენი ჭა… სამშობლო არ დაივიწყო! შვილები ქართველებად დაზარდე!.. დაუკვირდი საკუთარ თავს, […]
მამუკა ხაზარაძე – ველით შეწყალებას

ველით შეწყალებას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს, რითაც მარტის აქციებისას დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებულ განაჩენს ეხმაურება. მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.
გიგა ბოკერია – სენსაცია იქნებოდა რეჟიმის მიერ ასე სამარცხვინოდ წინასწარ შერჩეული მსხვერპლის შემთხვევაში, როგორიც ლაზარეა, მორჩილ სასამართლოს რამე სხვა განაჩენი გამოეტანა

სენსაცია იქნებოდა ამ რეჟიმის მიერ ასე სამარცხვინოდ წინასწარ შერჩეული მსხვერპლის შემთხვევაში, როგორიც ლაზარეა, ამ მორჩილ სასამართლოს რამე სხვა განაჩენი რომ გამოეტანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა. გიგა ბოკერიამ, რომელიც თავად იყო მისული საქალაქო სასამართლოში აღნიშნა, რომ ეს განაჩენი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რა ჩიხში ჰყავს შეყვანილი არსებულ […]
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქარელსა და გორში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ხოლო 5 პირს: წარსულში ნასამართლევ 1986 […]
გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილისთვის „პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს, თუმცა ამბობს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილისთვის “პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება”. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა მეორე ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში და ამ ჯგუფშია სალომე ზურაბიშვილიც. „არც შეწყალებას გამოვრიცხავ. ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება ამას ჰქონდეს […]
სამეგრელოში, 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მე-11 კლასელი ბიჭი დააკავეს

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მე-11 კლასელი ბიჭი 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბიჭი გოგონას ჩვენების საფუძველზე აიყვანეს. არსებული ცნობით, ორივე არასრულწლოვანი პოლიციაში მშობლების თანდასწრებით გამოიკითხა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც ცნობილია, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის 8,2 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთზე არსებული დაზიანებული ფილები ახლით შეიცვლება, არხი მონოლითური ბეტონით მოპირკეთდება, მოეწყობა ბორდიურები. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ძამის დიუკერის რეაბილიტაციაც. „ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. პროექტის ღირებულება […]