კახა კალაძე – არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც, შესაძლოა, დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი – მარტივი კითხვა მაქვს: რატომ უშლის გამჭვირვალობის კანონი ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას?

როდესაც საუბარია ექსტრემისტული და რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე, სახელმწიფოს ძირის გამოთხრაზე, სახელმწიფო სათანადო სიმაღლეზე დადგება, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს, ვინც არ უნდა იყოს ის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს,- ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “არცერთი გაერთიანება არ უღირს“, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის დამოუკიდებლობა და […]
ლევან ხაბეიშვილი – „ძვირფასო“ ხელისუფლება და ივანიშვილო, ლაზარე 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! – მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს

„ძვირფასო” ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით? მოტყუებით? ვერ იხსენებთ?! ჰოდა, მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ […]
გია ვოლსკი – „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ოპოზიციის დამოკიდებულებას „პოლიტიკური მრუშობა“ ჰქვია

ოპოზიციის არგუმენტი, რომ არ შევიდეთ ძიებაში და ვიძახოთ, რომ ეს „რუსული კანონია“, იმდენად უსუსური გახდა, რომ გადაწყვიტეს, საერთოდ არ შევიდნენ არანაირ სამართლებრივ გარჩევაში, ან თუ გარჩევაში შევლენ, იმდენად დიდი სიცრუე თქვან, რაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება და პოლიტიკური მრუშობა ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი […]
კახა კალაძე – არავის მივცემთ უფლებას, რომ მითითებები მოგცეს, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული – არ მოგწონთ ეს კანონი?! მოდით ხელისუფლებში

არავის მივცემთ უფლებას, რომ მითითებები მოგცეს, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. არ მოგწონთ ეს კანონი?! – მოდით ხელისუფლებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „რადიკალებს“ საკუთარი ინტერესები აქვთ, „სურვილი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო დაგვეკარგა“. „ერთი არგუმენტი ვერ მოიტანეს, თუ რატომ არის „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული […]
„საქართველოს ფოსტამ“ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოაწყო

„საქართველოს ფოსტამ“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. „საქართველოს ფოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 10 აპრილს, საქართველოს ფოსტის ინიციატივითა და ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, აჭარის აღნიშნულ ლოკაციებზე მდებარე ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები […]
იგორ ნარმანია – კრემლის მიერ მართული სასამართლოს გადაწყვეტილება აბსურდია – ძალიან ბევრ გაბრაზებულ ახალგაზრდას მიიღებენ თბილისის ქუჩებში

აბსურდია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არის კრემლის მიერ მართული, ამიტომ ძალიან ბევრ გაბრაზებულ ახალგაზრდას მიიღებენ თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა, რითაც ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს გამოეხმაურა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ქართველი ახალგაზრდების მიმართ სისტემის […]
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა – თუ საქართველოში ლაზარეს გამამართლებელი განაჩენი არ დადგა, ალბათ, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ

საქართველოში თუ არ დადგა ლაზარეს გამამართლებელი განაჩენი, მერე სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა. მისი შეფასებით, თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს არ შეიწყალებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. „ყველანაირ გზას მივმართავთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის. დღეს აქ ვართ, პრეზიდენტის სასახლეში, შევიტანთ განცხადებას, რომ ლაზარე შეიწყალოს. არანაირი საფუძველი […]
კალაძე: თქვენ როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია და კმაყოფილია იმით, რაც თქვა?

თქვენ როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია და კმაყოფილია იმით, რაც თქვა? – ამას წინ უძღვოდა უდიდესი ბულინგი, დარწმუნებული ვარ
გრიგორიადისის ბაბუა: დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს

“მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს” – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თქვა, სადაც მსჯავრდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები იმყოფებიან. ისინი პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართავენ, შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი. კითხვაზე, თუ სალომე ზურაბიშვილმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რა იქნება მათი შედგომი ნაბიჯი, გია კალანდაძე ამბობს, რომ “ყველანაირ გზას მივყვებით, გავასაჩივრებთ, თუ […]
ცქნაფა, იზიკი, ეშხა – ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, 5-ს ბრალი წარეგინა

თბილისში, ქარელსა და გორში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქარელსა და გორში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი […]