საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიაში მიმდინარე და დარულებულ პროექტებს გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი იყო გამოყოფილი პროექტებისთვის სამივე მუნიციპალიტეტში. […]

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია სებ-ის მიერ რეზერვებში ოქროს დამატებაზე არის სამარცხვინო

საერთაშორის სავალუტო ფონდის პოზიცია, რომ გლობალურად, ცენტრალური ბანკების ოქროს რეზერვები ზრდის ტენდენციას აჩვენებს და ამ თვალსაზრისით სებ–ი გამონაკლისი არაა, არის სამარცხვინო, – აცხადებს პარტია „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ენრიუ ჯუველი არ უნდა დაემსგავსოს წინამორბედს და უფრო აქტიური უნდა იყოს. როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, თუ სავალუტო ფონდი მიესალმება საქართველოს […]

ცნობილია, როდის იწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები

მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა და მიცვალებულთა მოხსენიების დღე. როგორც სკოლები, ასევე ბაღები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ. აღდგომის დღესასწაულზე დაისვენებენ სხვა საჯარო სამსახურები: წითელ პარასკევიდან ანუ, 3 მაისა და მიცვალებულთა ხსენების დღეს ორშაბათს.

საფრანგეთი მოქალაქეებს ირანში, ისრაელში, ლიბანსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, „აბსოლუტურად თავი შეიკავონ“ ირანში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან, – ინფორმაციას CNN-ი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ სამხედრო ესკალაციის რისკის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ ახალი მითითებები გამოსცა. გადაწყვეტილების თანახმად, ირანის დედაქალაქ თეირანში მყოფი დიპლომატების ოჯახები საფრანგეთში დაბრუნდებიან და საჯარო მოხელეებს […]

დამასკოში ირანის საელჩოს და სხვა დიპლომატიური მისიების უბანში მანქანა აფეთქდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საელჩოს და სხვა დიპლომატიური მისიების უბანში, მაზეჰის არეალში მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. მანქანა ცენტრალურ დამასკოში, ალ-ჰუდას მოედანზე აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია მანქანის აფეთქების შესახებ თავდაპირველად სირიულმა მედიამ გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ აფეთქებაზე ან რა იყო თავდასხმის სამიზნე. დაახლოებით ორი კვირის წინ დამასკოში ირანის […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სტუდენტები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით“, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და აკადემიის რექტორი, ვახტანგ გაბრიჭიძე შეხვდნენ. „ალექსანდრე დარახველიძემ სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე აქტუალური საკითხები მიმოიხილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები შინაგან საქმეთა მინისტრის […]

ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თავდამსხმელი

ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თავდამსხმელი. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. სიდნეის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც სიდნეის Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერიას ხარჯების გაზრდასა და ხელფასების მატებაში ადანაშაულებენ

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქუთაისის მერიას ხარჯების გაზრდასა და ხელფასების მატებაში ადანაშაულებენ. როგორც ქუთაისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგა შუშანიამ განაცხადა, ქუთაისის მერი დღემდე აფერხებს მათ ინიციატივას, გადაიხედოს უფასო სასადილოს ბენეფიციართა კვების რაციონი. „ქუთაისელები ყოველდღიურად შეწუხებულები არიან კატასტროფულად გაზრდილი ფასებით საწვავზე, პროდუქტებზე. სამუშაო ადგილები ყოველდღიურად მცირდება, ქალაქი იცლება, ადამიანები გარბიან ქალაქიდან, რომ ოჯახები […]

შსს: დააკავეს კაცი, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელით მოქალაქეებს ფულს სძალავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით 23 წლის პირი დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, 100 000 დოლარს სთხოვდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური […]

ოლაფ შოლცმა “გამჭვირვალობის კანონპროექტზე” გაიმეორა ის უსაფუძვლო ევროპული გზავნილი, რაც ეს დღეებია გვესმის

ოლაფ შოლცმა “გამჭვირვალობის კანონპროექტზე” გაიმეორა ის უსაფუძვლო ევროპული გზავნილი, რაც ეს დღეებია გვესმის ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა “გამჭვირვალობის კანონპროექტის” დეტალური განხილვის მზაობა დააფიქსირა, ხოლო შოლცმა ის უსაფუძვლო გზავნილები გააჟღერა, რაც კანონპროექტთან დაკავშირებით, ბოლო დღეებია, ევროპიდან ისმის. “კანცლერმა ოლაფ […]