ლაშა ტყეშელაძე – ხელისუფლება მუდმივად იწყებს იმ ადამიანების დევნას, ვისაც სურს ევროპული მომავალი, ამიტომ ადვოკატები, ყველა იმ ადამიანს გავუწევთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, ვის უფლებებსაც დაარღვევენ

ხელისუფლება მუდმივად იწყებს იმ ადამიანების დევნას, ვისაც სურს ევროპული მომავალი, ამიტომ ჩვენ, ადვოკატები, ყველა იმ ადამიანს გავუწევთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, ვის უფლებებსაც დაარღვევენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ, ორშაბათს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა ლაშა ტყეშელაძის თქმით, „ხალხს არ სურს რუსული კანონი“. „ორშაბათს იწყება “რუსული კანონის” განხილვა, დაგეგმილია აქციები. ხალხს არ სურს […]
დანიელ ჰაგარი – მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, რომლებმაც გუშინ იმოქმედეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მჭიდროდ თანამშრომლობდნენ აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთთან. თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ირანის თავდასხმის დროს სამივე მათგანი მოქმედებდა. „მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, რომლებმა წუხელ იმოქმედეს. ეს პარტნიორობა ყოველთვის მჭიდრო იყო, მაგრამ წუხელ ის უჩვეულო გზით გამოიხატა“, – თქვა ჰაგარიმ. შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, […]
ირანის 300-ზე მეტი დრონის და რაკეტის 99% განეიტრალებულია — ისრაელი

ისრაელის განცხადებით, მან და მისმა მოკავშირეებმა ჩამოყარეს ირანის მიერ გაშვებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის აბსოლუტური უმრავლესობა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერ დანიელ ჰაგარის თქმით, მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი ჭურვი გაუშვა, მათ შორის 170 დრონი, 30 საკრუიზო რაკეტა და 120 ბალისტიკური რაკეტა — მათი 99% გადაჭერილია საჰაერო თავდაცვის მიერ. თუმცა რამდენიმე დარტყმა მოხდა ისრაელის […]
საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა უნდა დასრულდეს — NGO-ები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტონ მართზე პარტიული ინტერესით ზეწოლა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, 13 აპრილს გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მიერ საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლას, რათა მათ პარტიული დავალებები შეასრულონ და, მათ შორის, ევროინტეგრაციის დამაზიანებელი დეზინფორმაცია გაავრცელონ, რაც „შეურაცხყოფს საჯარო მოსამსახურეებს, ლახავს მათ ღირსებას […]
იამაიკაში მკვლელობის მაჩვენებელი 53%-ია – როგორია სტატისტიკა საქართველოში

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის (UNODC) მონაცემებზე დაყრდნობით Visual Capitalist, მკვლელობის მაჩვენებლის მიხედვით, ტოპ 10 ყველაზე საშიში ქვეყნის სიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მონაცემები 100 000 მოსახლეზე მკვლელობების რაოდენობის მიხედვით შეჯამდა. სიის სათავეში იამაიკაა, სადაც მკვლელობის მაჩვენებელი 53%-ია. Visual Capitalist წერს, რომ მას შემდეგ, რაც 2024 წლის იანვარში იამაკაში 65 მკვლელობა მოხდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა […]
გერმანია ისრაელის გვერდითაა – ოლაფ შოლცი

ირანის თავდასხმა გაუმართლებელი, უაღრესად უპასუხისმგებლოა და რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის – გერმანია ისრაელის გვერდითაა, – ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევას. „ირანი რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის. გერმანია ისრაელის გვერდით დგას და განვიხილავთ სიტუაციას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად“, – წერს ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე.
15-16 აპრილს, თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით 15-16 აპრილს, ქ. თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სემეკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ქართველი […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო თავდასხმას გობს და მხარეებს წინდახედულობის გამოჩენისკენ მოუწოდებს. ”მკაცრად ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები”, – წერს ფონ დერ ლაიენი X-ზე. მისი თქმით, ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ესკალაციისგან და უნდა იმოქმედოს რეგიონში სტაბილურობის აღსადგენად.
“მანჩესტერ სიტის” დამარცხებას ასე ვეცდებით” – რა განაცხადა ანჩელოტიმ

ოთხშაბათს, 17 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “მანჩესტერ სიტი” “რეალს” უმასპინძლებს. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან “ქალაქელებთან” მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. “მანჩესტერ სიტი” ყველა მხრივ ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ამასთან ერთად, ფიზიკურად შესანიშნავად არიან მომზადებულები. მეტოქის დამარცხებას შემართების ხარჯზე ვეცდებით”, – განაცხადა ანჩელოტიმ AS-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, გუნდებს შორის პირველი მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
თუ აშშ ისრაელის საპასუხო ქმედებას მხარს დაუჭერს, ამერიკული ბაზები ჩვენი სამიზნე გახდება – ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი

თუ აშშ ისრაელის საპასუხო ქმედებას მხარს დაუჭერს, ამერიკული ბაზები ჩვენი სამიზნე გახდება, – ამის შესახებ ირანი ისრაელს აფრთხილებს. „ჩვენი პასუხი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ღამის სამხედრო ქმედება, თუ ისრაელი სამაგიეროს გადაუხდის ირანს“, – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ბაგერიმ. მისივე თქმით, ისრაელის საპასუხო ქმედების მიმართ ნებისმიერი მხარდაჭერა გამოიწვევს იმას, რომ აშშ-ის სამხედრო […]