“მზეთამზე”: ჯამში 100 000 ჰა გვჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანა პურით თვითკმარი იყოს

პურის მწარმოებელი ქართული კომპანია “გემოვანი პური – მზეთამზეს” დამფუძნებელი, ირაკლი ჩავლეიშვილი სექტორში არსებულ გამოწვევებს შორის იმპორტირებულ ხორბალზე დამოკიდებულებას ასახელებს. როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, დარგი შესაბამისად არ ვითარდება და კულტივაცია არ ხდება. საბოლოო ჯამში კი, პროდუქცია საჭიროებისამებრ არ იწარმოება. „პურის ამბავი, ქვეყანაში, რომელიც პურის და ღვინის ქვეყნად მიიჩნეოდა, დღეს ისეა, რომ მტერს არ ვუსურვებ. საქართველო […]

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

გთავაზობთ გასული კვირის (8-18 აპრილი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა ოქრო შეიძინა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო შეიძინა. ეროვნული ბანკის 4.77-მილიარდიანი სავალუტო რეზერვები მხოლოდ სარგებლიანი ფასიანი ქაღალდებისგან შედგება, რომელთა შორისაც ყველაზე დიდი წილი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებზე და სხვა გლობალურ ბონდებზე მოდის, შესაბამისად ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც […]

არასამთავრობო ორგანიზაციები – საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, 13 აპრილს გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მიერ საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლას, რათა მათ პარტიული დავალებები შეასრულონ და, მათ შორის, ევროინტეგრაციის დამაზიანებელი დეზინფორმაცია გაავრცელონ, რაც შეურაცხყოფს საჯარო მოსამსახურეებს, ლახავს მათ ღირსებას და ეწინააღმდეგება საჯარო […]

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 10 “შაჰიდი” ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 10 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან ხარკოვის რეგიონში ყველა მათგანი ჩამოაგდეს. “14 აპრილის ღამეს რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას შეუტიეს 10 შაჰიდ-131/136 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან (კურსკის ოლქიდან). ასევე, ოთხი S-300/S-400 საჰაერო მართვადი რაკეტით ოკუპირებული დონეცკიდან. უკრაინის თავდაცვისა და უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა “შაჰიდი” ჩამოაგდეს,” – […]

ირანი საპასუხო თავდასხმის შემთხვევაში აშშ-ს ბაზებზე შეტევით იმუქრება

ირანი იმუქრება, რომ მზადაა დაარტყას აშშ0ს სამხედრო ბაზებს, თუკი ისრაელი თავდასხმით უპასუხებს მის საჰაერო სამხედრო თავდასხმას ისრაელზე, რომლის დროსაც ირანმა 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელის საწინააღმდეგოდ. “ჩვენი პასუხი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე ამღამინდელი სამხედრო მოქმედება, თუ ისრაელი ირანს პასუხს გასცემს.” – თქვა ირანელმა გენერალმა მუჰამედ ბაღერიმ ირანულ სამთავრობო ტელევიზიაში ისრაელზე თავდასხმის პარალელურად. […]

მზად ვართ ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, რათა ყველას დავანახოთ, ეს არის გამჭვირვალობის კანონი ყველა სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში

მზად ვართ ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, რათა ყველას დავანახოთ, ეს არის გამჭვირვალობის კანონი ყველა სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მზად ვართ ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, იმისათვის, რომ ყველას დავანახოთ, კანონი, რომელიც არის ინიცირებული, ეს არის გამჭვირვალობის კანონი, გამჭვირვალობის ყველა იმ სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, […]

ვერც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფაქტორი ვერ დაუშლის საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს

ვერც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფაქტორი ვერ დაუშლის საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს „როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუბრობს ევროპულ და კერძოდ, გერმანულ ბიუროკრატიაზე, ის, მათ შორის, გულისხმობს იმასაც, რომ ძალიან ცუდია, როდესაც გერმანიის კანცლერის ბრიფინგის თარჯიმნად ირჩევენ სსრკ კომუნისტური პარტიის საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორის, ნიკო ანდრონიკაშვილის ვაჟს, რომელიც КГБ-ს საუკეთესო ტრადიციებში ატარებს […]

დღეს ღირსი მამა იოანე შავთელის ხსენების დღეა

ღირსი იოანე შავთელი XII-XIII საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო. „ქართლის ცხოვრება“ მას მოიხსენიებს, როგორც „ლექსთა გამომთქმელს და მოღუაწებათა შინა განთქმულს“. ღირსმა იოანემ ახალგაზრდობაში მიიღო უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეისწავლა წმიდა მამათა თხზულებები, ანტიკური და არაბული ისტორია, ფოლოსოფია, ლიტერატურა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მონასტერში. ღირსმა იოანემ […]

14 აპრილი ქართული ენის დღეა

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა დარჩენილიყო. ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან […]

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „შეგახსენებთ, რომ, ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813; მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.