თუ რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს, შეიძლება ამაზე მსჯელობაც – მამუკა მდინარაძე “გირჩი”-ს კანონპროექტზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, “გირჩის” მიერ პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ინიციატივა სხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც მოიპოვებს მხარდაჭერას, მასზე მსჯელობა შეიძლება. “ჩემი აზრით, ეს არის უმცირესობის უმცირესობის აზრი და თუკი რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც, არა […]

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813; მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში. ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ […]

“საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია” – EU-ს წარმომადგენლობა

“ევროკავშირი უერთდება საქართველოში 14 აპრილის დედაენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია.” – წერს Facebook-ზე ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

CNN-ს ცნობით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მკაცრად დაგმო ირანის ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე. “მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელზე ამ საღამოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა წარმოადგენს. მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ღრმად შეშფოთებული ვარ რეგიონის მასშტაბით გამანადგურებელი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მიმართონ მაქსიმალურ თავშეკავებას, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც […]

CNN: ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას არ მიიღებენ

როგორც გამოცემა CNN თეთრი სახლის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ირანზე შესაძლო საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას არ მიიღებენ. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს ილაპარაკეს. გამოცემის თანახმად, ბაიდენმა ნეთანიაჰუს ასევე უთხრა, რომ ირანის თავდასხმა მეტწილად წარუმატებელი იყო და ისრაელი გამარჯვებული დარჩა. აშშ-ს შეფასებით, ისრაელმა თავისი უპირატესი […]

ირანის მუქარით, ისრაელის პასუხის შემთხვევაში აშშ-ს ბაზებს დაარტყამენ

ირანი იმუქრება, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებებს უფრო დიდი იერიშები მოჰყვება და სამიზნეები რეგიონში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზებიც იქნება. “ჩვენი პპასუხი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე ამღამინდელი სამხედრო მოქმედება, თუ ისრაელი ირანს პასუხს გასცემს.” – თქვა ირანელმა მაიორ-გენერალმა მუჰამედ ბაღერიმ ირანულ სამთავრობო ტელევიზიაში და ხაზი გაუსვა, რომ თეირანმა აშშ- გააფრთხილა, ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში მიზანში ამერიკულ […]

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი – თუ აშშ ისრაელის საპასუხო ქმედებას მხარს დაუჭერს, ამერიკული ბაზები ჩვენი სამიზნე გახდება

ირანი ისრაელს აფრთხილებს, რომ მის ტერიტორიაზე კიდევ უფრო დიდ თავდასხმას განახორციელებს, თუ ის თეირანის წუხანდელ იერიშს უპასუხებს. „ჩვენი პასუხი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ღამის სამხედრო ქმედება, თუ ისრაელი სამაგიეროს გადაუხდის ირანს“, – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ბაგერიმ. მისივე თქმით, თეირანი აფრთხილებს ვაშინგტონს, რომ ისრაელის საპასუხო ქმედების მიმართ ნებისმიერი მხარდაჭერა გამოიწვევს იმას, […]

ოლაფ შოლცი – ირანის თავდასხმა გაუმართლებელი, უაღრესად უპასუხისმგებლოა და რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის – გერმანია ისრაელის გვერდითაა

ისრაელის ტერიტორიაზე შეტევა, რომელიც ირანმა წუხელ განახორციელა, გაუმართლებელი და უაღრესად უპასუხისმგებლოა, – ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევას. „ირანი რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის. გერმანია ისრაელის გვერდით დგას და განვიხილავთ სიტუაციას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად“, – წერს ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე.

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში ცხელი ხაზი მოქმედებს. „შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813; მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე […]