პლასტიკური ოპერაციების ჩატარების სიმრავლით აშშ ლიდერობს, ათეულშია რუსეთი – Isaps International

2022 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი – 7461 პლასტიკური ოპერაცია აშშ-ში ჩატარდა. ეს ციფრი მთლიანად, მსოფლიოში ჩატარებული ოპერაციების 14%. სამეულშია ბრაზილია და იაპონია. ამის შესახებ Isaps International-ის 2022 წლის ანგარიშშია საუბარი. ათეულში მოხვდა რუსეთი, სადაც 2022 წელს 2000 პლასტიკური ოპერაცია ჩატარდა (3.2%), მე-12 ადგილზეა თურქეთი, სადაც 1200 ოპერაცია (2.4%), უკრაინაა 28 ადგილზე, იქ 2022 წელს 350 […]
სირსკი: რუსებმა 9 მაისისთვის ჩასოვ იარის დაპყრობის ბრძანება მიიღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ რუსეთის სამომავლო სამხედრო მიზნების შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. “მტერი ცდილობს ბახმუტის დასავლეთით ჩვენი თავდაცვის ხაზის გარღვევას და ჩრდილოეთ დონეცკის დასახლება ჩასოვ იარის დაპყრობას. რიცხობრივი უპირატესობისა და სხვადასხვა სამოტივაციო ფაქტორების, მათ შორის ტყვეების დახვრეტის ხარჯზე მეტოქის ცალკეული ჯგუფები მიუახლოვდნენ დასახლების მიკრორაიონს, ნოვის, მაგრამ განადგურებულ იქნენ FPV-კამიკაძეებისა და საარტილერიო […]
აშშ-ს საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქართველებს დედა ენის დღეს ულოცავს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქართველებს დედა ენის დღეს ულოცავს. „ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს! ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ”, – წერია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საქართველოში ევროკავშირის […]
„ჯორჯიან ეარვეისი” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის პროვინციის დედაქალაქსა და თბილისს შორის რეგულარულ სამგზავრო ავიარეისებს იწყებს

„ჯორჯიან ეარვეისმა” ჩინეთის ქალაქ სიანსა და თბილისს შორის რეგულარული სამგზავრო ავიარეისების გახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა” შანსის პროვინციის ტურიზმის განვითარების ჯგუფთან მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და შანსის ტურიზმის განვითარების ჯგუფის დირექტორის მოადგილემ ვუ ბინმა. მემორანდუმის ფარგლებში, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” ჩინეთის სახალხო […]
უპრეცედენტო თავდასხმა: ისრაელმა ირანული დრონებისა და რაკეტების 99% გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იორდანიის სამხედრო ძალების დახმარებით, თითქმის იდეალური, 99%-იანი შედეგი აჩვენა, 13-14 აპრილის ღამეს, ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმის მოგერიების დროს. წინასწარი მონაცემებით, ირანის მიერ გაშვებული 36 ფრთოსანი რაკეტიდან და 185 საბრძოლო დრონიდან, ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა ყველა ჩამოაგდეს. 110 ირანული ბალისტიკური რაკეტიდან კი 103 გაანადგურეს. ირანიდან, ასევე ერაყიდან და […]
რუსეთი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და რეგიონში „მორიგი საშიში ესკალაციის გამო შეშფოთებას“ გამოხატავს

მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და რეგიონში მორიგი საშიში ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას რეგიონში მორიგი სახიფათო ესკალაციის გამო. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ახლო აღმოსავლეთში, უპირველეს ყოვლისა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში, არსებული მრავალი კრიზისის, რომელიც ხშირად გამოწვეულია უპასუხისმგებლო პროვოკაციული ქმედებებით, გადაუჭრელობა დაძაბულობის გაზრდას გამოიწვევდა. […]
პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, პარლამენტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად, აქცია გაიმართება. აქცია – „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. „რუსული კანონი“ გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! “რუსული კანონი“ არის […]
შიკორსკი: ბრავო ისრაელს, მსგავსი რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები უკრაინასაც უნდა გადაეცეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ ისრაელის მიერ ირანის თავდასხმის მოგერიება შეაქო და თქვა, რომ მსგავსი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უკრაინასაც უნდა გაუგზავნონ. ამის შესახებ ის X-ზე წერს. “ბრავო ისრაელს ირანის მსხვილი საჰაერო იერიშის მოგერიებისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებიდან იყო კოორდინირებული. ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს და თავდაცვის მსგავსი საშუალებები უკრაინასაც უნდა გაეგზავნოს”. – წერს შიკორსკი. შიკორსკიმ […]
ქალი, რომელიც ამარცხებს ასაკს – განუმეორებელი თათული დოლიძის ახალი ფოტოები – Marao

ქალი, რომელიც ამარცხებს ასაკს – განუმეორებელი თათული დოლიძის ახალი ფოტოები – Marao თათული დოლიძე ყველასთვის საყვარელი, ცნობილი მსახიობია. მაყურებელი იცნობს რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან და ასევე, რამდენიმე სატელევიზიო პროექტიდან, რომლებშიც მეუღლესთან – ასევე ცნობილ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან ერთად ჩანდა ხოლმე. დღეს თათული დოლიძის კარიერაში სიახლეები ნაკლებადაა, თუმცა მისი პერსონის შესახევ კიდევ ერთხელ ჟურნალმა “City” მოგვითხრო: […]
“ფროზინონესთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს 32-ე ტურში “ნაპოლი” “ფროზინონეს” უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგარდი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი. სტუმართა რიგებში გიორგი კვერნაძე სათადარიგოა. მატჩი “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.