“ეკა – ნამდვილი ვარსკვლავი” – ეკა კვალიაშვილის ბრწყინვალე შესრულება და მონატრებული ჰიტი – Marao

ეკა კვალიაშვილი გადაცემას „გული მღერის“ სტუმრობდა. მან გადაცემაში თავისი ერთ-ერთი ჰიტი „სოფელო“ იმღერა და, როგორც ყოველთვის, უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა. ეკა კვალიაშვილი სამჯერ იყო დაოჯახებული. მისი პირველი ქმარი თემო გვალია იყო. თემო და ეკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ოჯახიც საკმაოდ პატარა ასაკში შექმნეს. მათი ოჯახი მალე დაინგრა. ერთადერთი ქალიშვილი ეკას სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს. მამას […]
„კლინიკის მენეჯმენტისგან მივიღეთ გაფრთხილება, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ“ – ქართველი ექიმი ისრაელში არსებულ მძიმე ვითარებაზე

დიანა გოგბერაშვილი ისრაელში არსებული სიტუაციის შესახებ საუბრობს. როგორც მან თქვა ისრაელი მუდმივად მოლოდინის რეჟიმშია, რაც საკმაოდ რთულია ემოციურად, თუმცა, როდიესაც ფაქტის წინაშე არიან უფრო მეტად მობილიზებულები ხვდებიან სიტუაციას: „მოლოდინის რეჟიმი უფრო რთულია ჩვენთვის. ფაქტის წინაშე რომ დგები, მაშინ უფრო მობილიზებული ხარ. ახლა სახლში ვარ. ბოლო 5 დღეა კლინიკის მენეჯმენტისგან გაფრთხილებულები ვართ, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ, […]
ნინო ლომჯარია – თითოეული მოქალაქის მოვალეობაა ევროპული მომავლის და ქვეყნის დაცვა – ხვალ უყრიან კენჭს უნდა გახდეს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მტერი

ხვალ საქართველოს პარლამენტი იწყებს ევროკავშირზე უარის თქმის კანონპროექტის ინიცირებას,- ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროპულ მომავალზე უარის თქმის კანონია. „ხვალ, ამ კანონპროექტის განხილვის დაწყებით, საქართველოს პარლამენტი იწყებს ევროკავშირზე უარის თქმის კანონპროექტის ინიცირებას. ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმის კანონია ის კანონპროექტი, რომელსაც ხვალ […]
არასამთავრობოები გავრცელებულ აუდიოჩანაწეზე – ღირსების შემლახავია საჯარო მოხელეებზე ზეწოლა

20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებით ეხმაურება ტვ პირველის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელე აჭარიდან მასზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებს სთხოვს ხელისუფლების პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელებში. ამ ჩანაწერის ავთენტურობა, სადაც ტვ პირველის მტკიცებით, ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელის, ია ხალვაშის ხმა ისმის, დადგენილი არ არის, თუმცა ხალვაშის ფეისბუკზე მართლაც არაერთი პროპაგანდისტულ მასალას ნახავთ, რომელსაც საბავშვო […]
პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, პარლამენტთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება. აქცია – „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. „რუსული კანონი“ გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! “რუსული კანონი“ არის […]
ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა – Reuters

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა. როგორც Reuters-ი წერს, გერმანიის მთავრობის მეთაური ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. გერმანიის კანცლერის ვიზიტი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ჩუნცინში დაიწყო. ოლაფ შოლცი პეკინში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან. ჩინეთში შოლცი ისრაელზე ირანის თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პეკინს შეუძლია, დადებითი როლი შეასრულოს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განმუხტვაში.
ედუარდ შევარდნაძე საუბრობს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე (ვიდეო)

ეს არის კადრები 90 -იანი წლების არქივიდან, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევდრნაძე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებზე. ჟურნალისტებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს არ სურდა მისი გვარის საჯაროდ გაჟღერება, თუმცა ყველა ხვდება, თუ ვინც არის ის ადამიანი, ვინც ამ საქმეს აკეთებს და ეხმარება სხვადასხვა სფეროს.
მიხეილ სააკაშვილი – გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი

გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია გაიმარჯვებს. „გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი. ჩვენ გავიმარჯვებთ! “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. „მთავარმა არხმა“ […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებსა და კოლეგებს დედაენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართველ ერს, სტუდენტებს, კოლეგებსა და თანამშრომლებს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდის – დედაენის დღეს ულოცავს. მიმართვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. რექტორის განცხადებით, 14 აპრილს ქართველმა ხალხმა შეძლო დაეცვა მშობლიური ენა და მას შემდეგ ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება და ვითარდება, რაც ევროპულ ოჯახში ღირსეული დაბრუნების საფუძველია. „გილოცავთ დედაენის […]
რუსთავის საკრებულოს წევრი ნინო სულაძე „ლელოს“ შეუერთდა

რუსთავის საკრებულოს წევრი, ნინო სულაძე პარტია „ლელოს“ შეუერთდა. ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ნინო სულაძე „ლელოსთვის“ ნიშნავს, რომ რუსთავის საკრებულოში ფრაქციის საქმიანობა კიდევ უფრო მეტი ენერგიით და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდება. „ჩვენ გვიერთდება წარმატებული, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რუსთავის საკრებულოს ქონებისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე, განათლების მაგისტრი, ნინო სულაძე, […]