14 აპრილი ქართული ენის დღეა

14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს. „ჩვენი არაჩვეულებრივი დედა ენა არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს და რაც კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ჩვენი ძალა […]
ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი: ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, – ამის შესახებ ისრაელში მცხოვრებმა, ქართველმა ექიმმა დიანა გოგბერაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, რაიმე განსაკუთრებული მითითება კლინიკას არ მიუღია. „რა ოპერაციებიც იყო დაგეგმილი, ჩვეულებრივად სრულდება. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. სხვა რაიმე კონკრეტული და განსაკუთრებული მითითება არ გვაქვს“, – განაცხადა დიანა გოგბერაშვილმა.
BCA ბანკი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საბანკო ბრენდია – Brand Finance-ის რეიტინგი

Brand Finance-ის ანგარიშის მიხედვით, ტოპ 500 საბანკო ბრენდიდან ბრენდის სიმტკიცის ინდექსის ქულით 93.8/100 და ელიტური AAA+ რეიტინგით, ინდონეზიური BCA ბანკი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საბანკო ბრენდია. სამი აფრიკული ბრენდი, Equity Bank, First National Bank და Kenya Commercial Bank, ისევე როგორც რუმინული Banca Transylvania, ტოპ 5 ყველაზე ძლიერ საბანკო ბრენდებს შორისაა, რომლებიც იღებენ AAA+ რეიტინგს. Brand Finance-ის […]
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს

ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს 15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს. მასთან ერთად განიხილავენ ორი ალტერნატიულ პროექტს – ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და თანმდევი „სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – „გრანტების შესახებ” კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები. „უცხოური […]
„ჰამასი“ – ირანის სამხედრო ოპერაცია ბუნებრივ უფლებას და ისრაელის მიმართ დამსახურებულ პასუხს წარმოადგენს

„ჰამასი“ ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას ბუნებრივ უფლებად და დამსახურებულ პასუხად აფასებს. „მიგვაჩნია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია ბუნებრივ უფლებას და დამსახურებულ პასუხს წარმოადგენს დამასკოში ირანის საკონსულოს თავდასხმისა და რევოლუციური გვარდიის რამდენიმე ლიდერის მკვლელობის დანაშაულზე“, – ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში. შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და […]
15-16 აპრილს, თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით 15-16 აპრილს, თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სემეკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სხვადასხვა საერთაშორისო […]
იორდანიის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში „უცხოური ობიექტები“ მოიგერიეს

იორდანიის მთავრობა მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და რეგიონულ დაძაბულობას დისციპლინითა და პასუხისმგებლობით გაუმკლავდნენ. იორდანიის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიშერ ხასავნე თავმჯდომარეობდა, იორდანიის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს დეესკალაციის მნიშვნელობას და მოუწოდეს ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გამოავლინონ თავშეკავება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ იორდანიამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მოქალაქეებისა და საცხოვრებელი ადგილების […]
როთი: ძვირფასო პრემიერო, თქვენი უცხოელი აგენტის კანონი ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია

ძვირფასო პრემიერო კობახიძე, ურთიერთგაგება სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემას ნიშნავს, რაც ლიბერალური საპარლამენტო დემოკრატიის შეუცვლელი ელემენტია. თქვენი “უცხოელი აგენტის კანონი” შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.
“ქართული თეატრის ბედისწერა” – 14 აპრილი სანდრო ახმეტელის დაბადების დღეა

კაცი, რომელსაც ქართული თეატრის ბედისწერას უწოდებდნენ 1886 წლის 14 აპრილს დაიბადა, რეჟისორი ტრაგიკული ბედით, რეჟისორი მძიმე ხვედრით, რეჟისორი რეფორმებით, გენიალური სპექტაკლებით, რეჟისორი წამების 222 -დღიანი ისტორიითა და ორ დღეში სისრულეში მოყვანილი განაჩენით… „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გასამართლებული რეჟისორი, ქართული თეატრის რეჟისორი! სასტიკი წამებისგან დაუძლურებული და ქვეყნის მთავარ პროსპექტზე ყველას დასანახად ჩატარებული – აქაოდა, ნახეთ, ასე ისჯებიან […]
პარიზის წიგნის ფესტივალის ღონისძიებაზე თემურ ბაბლუანი საკუთარ კინოკარიერას და პირველ რომანს განიხილავს

14 აპრილს პარიზის წიგნის ფესტივალის ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, მსახიობი, მწერალი და სცენარისტი, თემურ ბაბლუანი, განიხილავს საკუთარ კინოკარიერას და პირველ რომანს − „მზე, მთვარე და პურის ყანა“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენელი ევროპაში, სცენარისტი და რეჟისორი სოფო ბაბლუანი. „გამოიკვლიეთ ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და ავტორის, თემურ ბაბლუანის მომხიბვლელი სამყარო. თავის პირველ რომანში − […]