ონლაინმედია პარლამენტში არ შეუშვეს. „ტყუილია“ – ამბობს ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „აგენტების კანონს” განიხილავენ, არ დაუშვეს ონლაინმედია და პრესა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი ამტკიცებს, რომ ეს დეზინფორმაციაა. რატომ შეეზღუდათ ონლაინმედიისა და პრესის აკრედიტებულ წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით? – ეს კითხვა თავდაპირველად პოლიტიკური ჯგუფის, “ევროოპტიმისტების” წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ დასვა. კითხვას კომიტეტის სხდომაზე კამათი და ხმაური მოჰყვა. „ტყუილია […]

ანრი ოხანაშვილი “აგენტების კანონის” “რუსულ კანონად” მოხსენიებას დეზინფორმაციად თვლის და კოლეგა დეპუტატებს მიკროფონს უთიშავს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში “აგენტების კანონის” განხილვა ხმაურით დაიწყო – კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს რომ კოლეგების მხრიდან ამ სადავო კანონპროექტის მოხსენიება “რუსულ კანონად” დეზინფორმაციაა და ყველას, ვინც ამ ტერმინს იყენებს, მყისიერად უთიშავს მიკროფონს. “ჩემი ვალდებულებაა, დეზინფორმაციის დროს გავთიშო მიკროფონი და ვთქვა სიმართლე”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა მაშინ, როცა ხატია დეკანოიძე სთხოვდა აეხსნა, რატომ არ […]

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ნევროლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი გაიხსნა

„ნიუ ჰოსპიტალსში“ კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკადემიკოსის, პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, PSP ჯგუფის დამფუძნებლები და პეტრე სარაჯიშვილის ოჯახის წევრები. პეტრე სარაჯიშვილს საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში. გამორჩეულია მისი წვლილი ქართული ნევროლოგიის განვითარებაში. პეტრე სარაჯიშვილი, უცხოეთში განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ათწლეულების მანძილზე […]

ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს – „ჭიჭე“, კარგი ხარ!

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ ვინც სხვა გამომსვლელს საუბარს შეაწყვეტინებს, დარბაზიდან გააძევონ, რის გამოც ის უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ შეაქო და უთხრა: „ჭიჭე, კარგი ხარ!“. ვაშაძემ, კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა შინაარსობრივ საკითხზე იმსჯელონ. „ერთი რამე მინდა გთხოვოთ, იყო აქ კონსტრუქციული […]

თინა ბოკუჩავა – „რუსული კანონის“ მიღება ქვეყნის ინტერესების ღალატია და გასაგებია რატომაც ეშინიათ კამერების ყოფნა დარბაზში – ყველანაირად ვეცდებით, საზოგადოება იყოს ინფორმირებული კომიტეტის მიმდინარეობისას

„რუსული კანონის“ მიღება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია რატომაც ეშინიათ კამერების ყოფნა დარბაზში, თუმცა ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული კომიტეტის მიმდინარეობისას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟირებაა. „სულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და რაც […]

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აქციაში მონაწილეობა, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც მიიღეს. „აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის საჯარო […]

ჯანდაცვის სამინისტრო – ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი, 12-სართულიანი კორპუსი შენდება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი, 12-სართულიანი კორპუსი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გაეცნო. „მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დევნილთა განსახლება სახელმწიფოს პრიორიტეტია და დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, ერთდროულად, […]

პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშა გაშალეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, ევროკავშირის დროშა გაშალეს. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს არჩევანს, რაც ევროკავშირში წევრობას გულისხმობს. აქციაზე მყოფებს წარმოდგენილი აქვთ ბანერები წარწერებით: „არა რუსულ კანონს“, „not to Russia, yes to Europ“. იმის საყვირების ხმა და შეძახილები […]

ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა

ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, დაწესებულება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ერთად, ოფიციალურად გახსნა. „მიხეილ სარჯველაძემ, რეგიონული ოფისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება […]

„არა რუსულ კანონს!“ – ქართველი მეღვინეების პროტესტი

„არა – რუსულ კანონს! არა – მოღალატე ხელისუფლებას!“ – მეღვინეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ. „არა – რუსულ კანონს! არა – მოღალატე ხელისუფლებას! მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს არ წარმოვადგენთ, ქართველი მეღვინე არტიზანების ნაწილმა საზოგადოება მივაჩვიეთ, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე ყოველთვის ერთ-ერთი პირველები ვაფიქსირებთ […]