ქუთაისში შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა

ქუთაისში შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რეგიონული ოფისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება. შრომის ინსპექციის სამსახურის ქუთაისის ფილიალში, 20-მდე […]

ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა ოქრო იყიდა – შეფასებები, მოლოდინები და საერთაშორისო პრაქტიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა. სებ-მა 500 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 7 ტონა ოქრო მარტსა და აპრილში იყიდა, რომელსაც საქართველოში, ეროვნული ბანკის საცავში განათავსებენ. ამ დროისთვის ოქრო სავალუტო რეზერვების 11%-ს შეადგენს. მარტის მონაცემებით, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.77 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება ოქროს რეზერვებს, 31 მარტის მდგომარეობით ეროვნული ბანკი […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პარლამენტში მედიის ნაწილის დაშვების შეზღუდვის მიუხედავად, კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ირწმუნება, რომ დასწრების საშუალება ყველას მაქსიმალურად მიეცა. ამასთან, ის მიკროფონით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონს რუსულს უწოდებენ. […]

“საუკეთესო ტალანტია, ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია” – დე ბრუინი ფოდენზე

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა საკუთარი თანაგუნდელის, ფილ ფოდენის შესახებ ისაუბრა. როგორც ბელგიელმა Telefoot-თან ინტერვიუში აღნიშნა, ფოდენი საუკეთესო ტალანტია, ვისთან ერთადაც კი ოდესმე უთამაშია. “საუკეთესო ტალანტია, ვისთან ერთადაც კი ოდესმე მითამაშია. მას შეუძლია მომდევნო 15 წლის განმავლობაში ფეხბურთის ისტორია გადაწეროს”, – განაცხადა დე ბრუინმა. შეგახსენებთ, ფოდენმა “მანჩესტერ სიტის” მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 45 მატჩი […]

საზოგადოება ყველაფერს ნახავს თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს. მიქანაძე აღნიშნავს, რომ კომიტეტზე იქნება ყველაფრის განხილვა, რასაც საზოგადოება ნახავს და თავად გამოიტანს დასკვნებს. „კომიტეტზე გვექნება ყველაფრის განხილვა. საზოგადოება ამ ყველაფერს ნახავს მარტივად თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს. აბსოლუტურად ჯანსაღ, […]

ზაზა შათირიშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს: „რამდენიმე დღის წინ, ქართველ უსამშობლოებს მივმართე, რომელთა ფართე დიაპაზონი ფორმალური პრეზიდენტიდან, ზურაბიშვილიდან იწყება და რადიკალური ოპოზიციის კლოუნით, ნათელაშვილით მთავრდება. ამ დიაპაზონში ყველა რადიკალს თავისი “საპატიო” ადგილი აქვს და ისეთ მდაბიო აგენტურულ კოჰორტას აერთიანებს, როგორებიც არიან სააკაშვილი, ლომჯარია, გახარია, ხაზარაძე, გვარამია, ჯაფარიძე და ძმანნი მათნი. მივმართე და აღვნიშნე, რომ საკუთარი […]

„კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წაადგება ევროპულ მიზანს!“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „რუსული კანონის“ დაბრუნება საქართველოს ევროპულ მიზანს არ წაადგება. „დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა : კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წაადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?!“ – წერს პრეზიდენტი. ცნობისთვის, დღეს პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

პრეზიდენტი: დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა – კანონი არაა ევროპული

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს რუსულ კანონთან დაკავშირებით “საჯარო დისკუსიას” სთავაზობს. “დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა – კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. მთავრობამ ირაკლი კობახიძის განცხადება გუშინ გაავრცელა. კობახიძის თქმით, აფასებენ მოქმედი […]

ოხანაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონს რუსულს ეძახიან, მიკროფონს უთიშავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონს რუსულს ეძახიან, მიკროფონს უთიშავს. ოხანაშვილი მიზეზად “დეზინფორმაციის” გავრცელებას ასახელებს. მან ევროოპტიმისტების წევრ ხატია დეკანოიძეს მიკროფონი მაშინაც გაუთიშა, როდესაც განხილვაზე ჟურნალისტების არშემოშვება ახსენა. დღეს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტმა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე […]

ოხანაშვილი ტყუის და პარლამენტში ონლაინ მედიის არშეშვებას დეზინფორმაციას უწოდებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავნმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ცრუობს და დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბევრი მედიასაშუალების ჟურნალისტს დღევანდელ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. აღნიშნული კითხვა ოხანაშვილს საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ დაუსვა კერძოდ, დეკანოიძემ თქვა: „დღეს ამ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიასაშუალების ჟურნალისტს“ — თქვა დეკანოიძემ რის შემდეგაც ოხანაშვილმა […]