მამუკა მდინარაძე – მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება! არა მონობას, ამავე დროს!

მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარადგენს. მისივე თქმით, დეპუტატები მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია საქართველოსთვის. „მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთი წელია ჩვენ შემსწრეები ვართ იმ […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ქუთაისში აქცია მიმდინარეობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ქუთაისში აქცია მიმდინარეობს. მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამჯერად მერიის წინ შეიკრიბნენ და ამგვარად უერთდებიან თბილისში მიმდინარე აქციას. მათი თქმით, ეს არის რუსული კანონი და შეურაცხმყოფელია მისი მიღება. აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოიხმონ კანონპროექტი, რადგან „საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას“. „პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, სახელმწიფო ინტერესებთან […]
თინა ბოკუჩავა ანრი ოხანაშვილს – კომიტეტის სხდომის მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან ჩაკეტვა სიმართლეს ვერ შეცვლის

საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლითაც ტელევიზიების გარდა, მედიასაშუალებების დანარჩენ ნაწილს პარლამენტში შესვლის და მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს მიმართა მოთხოვნით, საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია, რომელ მედიასაშუალებებს, მათ შორის რომელ ონლაინპლატფორმებს ჰქონდათ სხდომის გაშუქების სურვილი და ამ ორგანიზაციების რა […]
თბილისში ძველი ბინების გაყიდვები მარტში წლიურად 25%-ით შემცირდა

2024 წლის მარტში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის მარტთან შედარებით მაჩვენებელი 25%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, 2024 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 127 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 11%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ხოლო ბაზრის ზომა 7%-ით, 199 მილიონ აშშ დოლარამდეა […]
საინფორმაციო ომი მოიგო საღად მოაზროვნე ქართულმა საზოგადოებამ, რომლისთვისაც დემოკრატია გამჭვირვალობაზე გადის

„აშკარად ჩანდა, რომ კანონის მომხრეებს წაკითხული ჰქონდათ ყველა კანონი: ქართულიც, რუსულიც, ამერიკულიც და ევროპულიც, ხოლო კანონის მოწინააღმდეგეებს – არც ერთი,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. ჩიბურდანიძე ეხმიანება საზოგადოებაში მიმდინარე პოლემიკას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანონის მომხრეთა არგუმენტები არის წონადი, ხოლო მოწინააღმდეგეთა უმეტესობას არც კი აქვს კანონპროექტი წაკითხული. “გაოგნებული ვარ […]
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებული შეფასებით 2023 წელს საქართველოში უმუშევრობა 11,7%-ია და ბოლო 20 წლის მინიმუმზეა
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებული შეფასებით 2022-2023 წლებში უმუშევრობის დონემ საქართველოში 11,7%-ი შეადგინა. მონაცემებს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის უმუშევრობის ეს დონე საქართველოს 20 წლიან მინიმუმს წარმოადგენს და 10 წლის განმავლობაში უმუშევრობის მკვეთრ შემცირებაზე მიუთითებს. კერძოდ, საქართველო იმ 13 ქვეყანას შორისაა , სადაც ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდა 10 წელიწადში უმუშევრობა. ჩვენს საუკუნეში უმუშევრობის […]
როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს

როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს, ნუ ყვირით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის წარმომადგენლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, კანონპროექტის განხილვას ხელი შეუშალოს, რათა საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს. “ქალბატონო სალომე, თქვენი დესტრუქცია რაში მდგომარეობს იცით? […]
არაფრის გაწვევა არ არის საჭირო, ეს არის ევროპული კანონმდებლობა და ეხება მხოლოდ გამჭვირვალობას, მეტს არაფერს
არანაირი რუსული კანონი არ არსებობს“-განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა. როგორც ცნობილია პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ, რაზეც მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ არაფრის გაწვევა არ არის საჭირო. „არანაირი რუსული კანონი არ არსებობს. არაფრის გაწვევა არ არის საჭირო. ეს […]
კანონი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მხოლოდ ორ რამეს მოიცავს
მიხეილ ყაველაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს, სხვანაირი არ არსებობს და საზოგადოება შეყვანილია შეცდომაში კანონი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მხოლოდ ორ რამეს მოიცავს – ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ის ორგანიზაციები, რომელიც ფინანსდებიან 20%-ზე მეტით უცხო ქვეყნიდან იყოს ყველასთვის ცნობილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ […]
ქალაქში გამოჩნდა “ქართული ოცნების” დაკვეთით დაბეჭდილი პლაკატები, QR კოდით მომხმარებელს შეუძლია გადავიდეს ბმულზე და გაეცნოს “გამჭვირვალობის კანონს”

წაიკითხე გამჭვირვალობის კანონი, თავი არავის მოატყუებინო! დადექი საქართველის მხარეს! – ამ წარწერით ქალაქში გამოჩნდა “ქართული ოცნების” დაკვეთით დაბეჭდილი პლაკატები. პლაკატებზე დატანილია QR კოდი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია გადავიდეს ბმულზე და გაეცნოს “გამჭვირვალობის კანონს”