იოსელიანი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტში ჟურნალისტების შეშვებაზე დაწესებულ შეზღუდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საკანონმდელო ორგანოში შესვლის საშუალება. “ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან გააშუქოს, როგორც მას მიაჩნია სწორად – დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები”, – თქვა იოსელინმა IPN-ის ცნობით.

„ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს უღალატა“ – კახა კინწურაშვილი რუსულ კანონზე

ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები მოატყუა, – ასე აფასებს მსახიობი კახა კინწურაშვილი პარლამენტრში რუსული კანონის შემობრუნებას. მისი თქმით, “ოცნება” ახლა საზოგადოების ორად გახლეჩვას ცდილობს, რაც ხალხმა არ უნდა დაუშვას. ყველაფერი ამოტივტივდა და ყველაფერი ლანგარზეა. დაიდო ასეთი პირობა, რომ აღარასდროს ამ კანონს არ მიუბრუნდებოდნენ და ეს არის შენი მოსახლეობის, შენი ამომრჩევლის, შენი თანამოქალაქეების ღალატი. იმ გაერთიანების შემდეგ, რაც […]

ნიკა სიმონიშვილი – ხელისუფლება ამ კანონპროექტს უკან თავისით არ გაიწვევს – ერთადერთი გზა პროტესტია, რომელიც საზოგადოებაშია და კიდევ იქნება

ამ კანონს არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და არის რუსული კანონის ანალოგი, – ამის შესახებ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე, იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ქვეყანას არანაირ სიკეთეს არ მოუტანს. „ეს კანონი ყველანაირ ევროპულ ღირებულებასა და პრინციპს ეწინააღმდეგება. ეს, ცალსახად, არის იმ კანონის ანალოგი, […]

ემანუელ მაკრონი – ყველაფერს გავაკეთებთ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ირანს შორის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა და ისრაელს მოუწოდა, ნებისმიერი რეაგირების შემთხვევაში თავშეკავება გამოიჩინოს. „ყველანი შეშფოთებულნი ვართ შესაძლო ესკალაციის გამო. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ მოვლენების გამწვავება, ესკალაცია”, – განაცხადა მაკრონმა მედიასთან საუბარში. შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ […]

მამუკა მდინარაძე – რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხა ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა – რომ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა

რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხათ ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა. შესაბამისად, 500 დოლარს რომ აძლევენ მსგავს შემთხვევებში და 300 დოლარს და ამას 50 ათასს და 100 ათასს აძლევენ, ეს ლეგენდაც რომ დავიჯეროთ, ამ ლეგენდის შემთხვევაშიც კი, აგერ გზა, როგორ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის […]

გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღება არ აწყობთ გრანტის მონებს, რომლებსაც საქართველოს სუვერენიტეტი არასდროს ადარდებდათ

გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღება არ აწყობთ გრანტის მონებს, რომლებსაც საქართველოს სუვერენიტეტი არასდროს ადარდებდათ „პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ისე აღუწერს კანონპროექტს მჩხავანა ნაცდეპუტატებს, როგორსაც იმსახურებენ – პრიმიტივს პრიმიტიულად უნდა აუხსნა“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლას ეხმიანება, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის […]

რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხათ ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა – რომ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა

რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხათ ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა – რომ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხათ ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა. შესაბამისად, 500 დოლარს რომ აძლევენ მსგავს შემთხვევებში და 300 დოლარს და ამას 50 ათასს და 100 ათასს აძლევენ, ეს […]

“აგენტების კანონის” წინააღმდეგ აქცია იმართება ქუთაისშიც

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების წინააღმდეგ ქუთაისში სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: „არა რუსულ კანონს!“ ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც მმართველი პარტია „გამჭვირვალობის კანონს“ უწოდებს, აქციის მონაწილეთა აზრით, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. “ეს არის კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის კანონი, რათა მათ დაეკარგოთ საზოგადოების თვალში […]

27-28 აპრილს საქართველოში პირველად ვორქშოპების ფესტივალი იმართება

27-28 აპრილს საქართველოში პირველად, აბრეშუმის ქარხანაში, ვორქშოპების ფესტივალი იმართება. ფესტივალზე 50-ზე მეტი პროფესიული და საგანმანათლებლო ორგანიზაცია მონაწილეობს. ფესტივალის ორგანიზატორები საათში 50 პარალელური ვორქშოპის ჩატარებას აანონსებენ. ფესტივალი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებზეა გათვლილი. ის ერთნაირად დააინტერესებს მოზარდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება და სწორი პროფესიის შერჩევა უნდათ და ასევე 25-45 წლის ადამიანებს, ვისაც პროფესიის შეცვლა ან ახალი ჰობის აღმოჩენა […]

ოსიმენის გუშინდელმა საქციელმა “ნაპოლის” ქომაგები გააღიზიანა

გუშინ, 14 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში “ნაპოლიმ” “ფროზინონეს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ “პარტენოპეის” ფეხბურთელები გულშემატკივრებისკენ გაემართნენ და მათ ბოდიში მოუხადეს, ასევე გაისმა რამდენიმე შეძახილი აურელიო დე ლაურენტისის წინააღმდეგ. DAZN-ის ჟურნალისტის ფრანჩესკო ფონტანას ცნობით, ამ მოთამაშეებს შორის არ ყოფილა ვიქტორ ოსიმენი. ნიგერიელმა გასახდელში შესვლა არჩია და ქომაგებთან მისვლა არც კი უფიქრია. […]