ჯანელიძე: ოცნებამ საზოგადოების გამხლეჩი, EU-ში ინტეგრაციის საწინააღმდეგო კანონი დააბრუნა

ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესის გარეშე (კერძო სექტორში წარმატებით ვსაქმიანობ ქვეყნის გარეთ უკვე რამდენიმე წელია), გარდა ერთისა, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ევროპული მომავლისა, მინდა ცოტა ვრცლად დავწერო ჩემი, ერთი მოქალაქის, ხედვა მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ, პირველ რიგში ქართული ოცნების ამომრჩევლის და იმ ადამიანების საყურადღებოდ, “ქართულ ოცნებაში” და საჯარო სამსახურში, ვისთან ერთადაც მიბრძოლია საქართველოს ევროპული მომავლისთვის […]
ოხანაშვილი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ონლაინმედიები პარლამენტში არ შეუშვეს

პარლამენტის იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ტყუილია, რომ ონლაინმედიებს პარლამენტში არ უშვებენ. კითხვა ამის შესახებ ოხანაშვილს ევროოპტიმისტების წევრმა ხატია დეკანოიძემ, ლელოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ დაუსვეს. “ტყუილია. ჩემი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გავთიშო მიკროფონი და ვთქვა სიმართლე. […] აქ არიან არასამთავრობოები, ვინც გვთხოვა მაქსიმალურად მივეცით საშაულება დასწრებოდნენ. ასევე, […]
“გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღება არ აწყობთ გრანტის მონებს, რომლებსაც საქართველოს სუვერენიტეტი არასდროს ადარდებდათ – გია აბაშიძე
“გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღება არ აწყობთ გრანტის მონებს, რომლებსაც საქართველოს სუვერენიტეტი არასდროს ადარდებდათ – გია აბაშიძე „პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ისე აღუწერს კანონპროექტს მჩხავანა ნაცდეპუტატებს, როგორსაც იმსახურებენ – პრიმიტივს პრიმიტიულად უნდა აუხსნა“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლას ეხმიანება, სადაც „უცხოური გავლენის […]
იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.5 პროცენტით შემცირდა – საქსტატი
იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.5 პროცენტით შემცირდა – საქსტატი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 325.7 მლნ. აშშ დოლარი იყო. წინა წლის იმავე პერიოდთან […]
პრეზიდენტი პრემიერის ინიციატივაზე: დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას “აგენტების კანონის” შესახებ საჯარო დისკუსიის გამართვაზე აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან. “დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა : კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?!” – წერს საქართველოს პრეზიდენტი. ბერლინში ჩატარებულ დებატებში ის გულისხმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა […]
გრძელდება დეზინფორმატორების მხილება
გრძელდება დეზინფორმატორების მხილება „გრძელდება დეზინფორმატორების მხილება საპარლამენტო იურიდიული კომიტეტის სხდომაზე – საქართველოში არ იქნება მიღებული არც ერთი რუსული, ამერიკული თუ ჩინური კანონი. საქართველოში მონობა აღარ დაბრუნდება არც რუსეთიდან, არც ამერიკიდან და არც ჩინეთიდან“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ, „ქართული ოცნების“ […]
„მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება! არა მონობას, ამავე დროს!“ – მამუკა მდინარაძე

მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარადგენს. მისივე თქმით, დეპუტატები მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია საქართველოსთვის. „მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთი წელია ჩვენ შემსწრეები ვართ იმ […]
WSJ: ირანის გაშვებული ბალისტიკური რაკეტების 50% ვერ აფრინდა ან ჩამოვარდა

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ს სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელზე თავდასასხმელად განკუთვნილი ირანული ბალისტიკური რაკეტების დაახლოებით 50% ვერ აფრინდა, ან სამიზნესთან მიღწევამდე ჩამოვარდა. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, 14 აპრილის პირველ საათებში ირანმა გაუშვა 115-130 ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ნახევარიც წარმატებით უვნებელყვეს, დანარჩენები კი თავისით ჩამოვარდნენ და სამიზნეს ვერ მიაღწიეს. 14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე […]
მამუკა მდინარაძე „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“: არა რუსულ კანონს! მე გიერთდებით ამაში, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას!

მამუკა მდინარაძე „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“: არა რუსულ კანონს! მე გიერთდებით ამაში, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას! ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება არავის აწყობდეს საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოს, 19:00 საათზეც გაიმართება. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. „ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტთან აქცია – […]