16 აპრილიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, […]
მამუკა მდინარაძე – ჩვენ იმის გამკეთებლები არა ვართ, რომ ევროკავშირის გზაზე რაიმე პრობლემა შევქმნათ – ჩვენი რიგ შემთხვევებში ხისტი, მკაფიო და თავისუფალი გადაწყვეტილებებით და დამოკიდებულებით უფრო მეტად დაგვაფასებენ!

გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ იმის გამკეთებლები არა ვართ, რომ ევროკავშირის გზაზე რაიმე პრობლემა შევქმნათ – ჩვენი რიგ შემთხვევებში ხისტი, მკაფიო და თავისუფალი გადაწყვეტილებებით და დამოკიდებულებით უფრო მეტად დაგვაფასებენ! ეს ყველაფერი მართლა ცალ ფეხზე დგომით არ უნდა გავაკეთოთ! – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი – ჩვენ ვიქნებით ერთიანები, პრინციპულები, ვიბრძოლებთ ბოლომდე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ევროპულ მომავალს!

ჩვენ ვიქნებით ერთიანები, პრინციპულები, ვიბრძოლებთ ბოლომდე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ევროპულ მომავალს! ყველას გავცემთ პასუხს, ვინც ხელს შეუშლის ევროინტეგრაციის პროცესს! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი წულაიამ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. წულაიას თქმით, ისინი არ დაუშვებენ, რომ საქართველოს ხელი შეეშალოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. „ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არ […]
გიორგი ამილახვარმა ქართული ენის დღე სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის 145-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს დედა ენის დღე მიულოცა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმულ დედა ენის დღისადმი მიძღვნილ წარმოდგენას დაესწრო და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „დღეს აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი გავიცანი. მეამაყება, […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგი – „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება“, ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ტრენინგი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპესტების მონაწილეობით, სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის ჩართულობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების […]
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი – ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენენ

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ იქცნენ, – ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა. მისი თქმით, ისრაელის როგორც მეგობრებს, ისე მტრებს არსებული მთავრობის „სისუსტის სუნი სცემთ“. „გასულ კვირას ვაშინგტონში ვიმყოფებოდი და შეხვედრები გავმართე მთელ ადმინისტრაციასთან. ისინი შოკირებული არიან ამ ხელისუფლებისგან: პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმის არ არსებობით და არასწორი მენეჯმენტით“, – აღნიშნა ლაპიდმა.
4GB-ს მუსიკალურ ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო – ღონისძიების მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

23-25 მაისს, საგურამოში, კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი – 4GB გაიმართება – პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მათი შეძენა ონლაინ, ვებგვერდზე არის შესაძლებელი. „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი ბარათით გადახდისას კი ბილეთებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. „Line Up-ის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი და მის […]
ლაშა დიაროვი – ივანიშვილის პარტია დღეს იღებს „რუსულ კანონს“ – ჩვენ, ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი, ვინც აქ ვართ შეკრებილი, ამას არ დავუშვებთ!

ივანიშვილის პარტია დღეს იღებს „რუსულ კანონს“, ზუსტად იმ კანონის ანალოგს, რაც მოქმედებს რუსეთში. ჩვენ, ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი, ვინც აქ ვართ შეკრებილი, ამას არ დავუშვებთ!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დიაროვმა, პარლამენტთან აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა სწორედ ანალოგიური კანონის საშუალებით დაიმორჩილა ყველა ოპონენტი და გააუქმა კრიტიკული მედია. „ივანიშვილის პარტია […]
აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები, რობინ დანიგანი, მარკ კლეიტონი და პაველ ჰერჩინსკი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. პრესსამსახურში ფორმულასთან არ აკონკრეტებენ, თუ რასთან დაკავშირებით დაიგეგმა შეხვედრა, თუმცა ირწმუნებიან, რომ ის ერთი კვირის წინ ჩაინიშნა. გუშინ მთავრობამ კობახიძის განცხადება გაავრცელა, სადაც მან რუსულ კანონთან დაკავშირებით დიპლომატების კრიტიკას საფუძველმოკლებული უწოდა და მათ “საჯარო […]
თიბისი კონცეპტის და სითი მოლის შეთავაზება 16 აპრილს

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 16 აპრილს, თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით შესაძლებლობა აქვთ, დაიბრუნონ გადახდილი თანხის 35% სითი მოლის შერჩეულ ობიექტებში. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ სითი მოლში არსებულ ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას. შეთავაზება ვრცელდება სითი მოლის ისეთ ობიექტებში, როგორიცაა: Ici Paris, The North Face, Paul & shark, Swarovski, Villeroy & Boch, Karl Lagerfeld, Dressarium Kids, Calzedonia, […]