,,ამათი შემყურე კაცი, ქალთმოძულე თუ არ გახდა, იმპოტენცია გარანტირებული აქვს“ – ხათუნა ხოფერია

პარალმენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს: ,,ამათი შემყურე კაცი, ქალთმოძულე თუ არ გახდა, იმპოტენცია გარანტირებული აქვს😂🤣🤣😂”

მაკრონი: პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია შესაძლოა აღარ ჩატარდეს მდინარე სენაზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 აპრილს განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, რომელიც მდინარე სენაზეა დაგეგმილი, შესაძლოა არ შედგეს და ის სტად დე ფრანსის სტადიონზე გაიმართოს, თუკი გადაწყვეტენ, რომ დიდია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. საფრანგეთში უსაფრთხოების მკაცრ ზომებს იღებენ მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, რომელსაც წელს პარიზი მასპინძლობს. საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება ასევე პარაოლიმპიური თამაშებიც. როგორც ორგანიზატორები […]

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები მივიდნენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში “აგენტების კანონის” განხილვის ფონზე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად მივიდნენ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელჩები. მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და ის არ უკავშირდება პრემიერ-მინისტრის 14 აპრილის ინიციატივას “აგენტების კანონის” შესახებ საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ შეხვედრის მიზანი დემარშის გამოცხადებაა – ამ ინფორმაციას მთავრობის […]

აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ

მთავრობის ადმინისტრაციაში პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივიდნენ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უცხოელი დიპლომატების შეხვედრა მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს, დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის ხვდება.

ლონდონის ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“, „თიბისის“ და Georgia Capital-ის აქციები გაიაფდა

Galt&Taggart-ის 8-14 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის ფასები წინა კვირასთან შედარებით, შემცირებულია. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 49.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.32% წინა კვირასთან შედარებით და – 4.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 262 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.80 – 51.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, […]

ლევან დოლიძე – იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) დამფუძნებელს ლევან დოლიძეს ესაუბრა. – ბატონო ლევან, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ აპირებს „აგენტების შესახებ“ კანონის სხვა სახელწოდებით, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ სახელწოდებით მიღებას, ეს საკითხი ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ და განხილვად თემად […]

გაეცანი გრეის ჰოპერის ტექ დაჯილდოების ნომინაციებს – მოიპოვე აღიარება ტექნოლოგიების სფეროში

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით ტარდება. რეგისტრაცია 20 მაისამდე ვებგვერდზე შეგიძლიათ. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ტექ სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს. 2024 წელს ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა: ტექნოლოგიური ლიდერის კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღებ […]

აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ

მთავრობის ადმინისტრაციაში პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივიდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უცხოელი დიპლომატების შეხვედრა მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს, დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის ხვდება.

ბექა დავითულიანი – აქციის ძალიან ბევრ მონაწილეს მედიის საფარქვეშ უნდოდა პარლამენტში შემოსვლა – ვინც რეალური ჟურნალისტია და ვერ შემოვიდა, ძალიან სამწუხაროა

აქციის ძალიან ბევრ მონაწილეს მედიის საფარქვეშ უნდოდა პარლამენტში შემოსვლა და ყველას რომ ვერ დააკმაყოფილებდნენ, ასე გადაწყდა – ვინც რეალური ჟურნალისტია და ვერ შემოვიდა, ძალიან სამწუხაროა. ქალბატონ ნათიასთან [ნათია ინაური, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი] ბოდიში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, ცენზურა სულაც არ არის ის ფაქტი, რომ დღეს პარლამენტის შენობაში […]

გიგა ბოკერია – როგორც მეტასტაზები ბრუნდება ორგანიზმში ზოგჯერ, ისე აბრუნებს ივანიშვილი „რუსულ კანონს“ და ამას მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავუპირისპირდეთ

როგორც მეტასტაზები ბრუნდება ორგანიზმში ზოგჯერ, ისე აბრუნებს ივანიშვილი „რუსულ კანონს“ და ამას მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. გიგა ბოკერიას თქმით, მავნებლური შინაარსის გარდა, რომლის მიზანიც ყველა ოპონენტისთვის და მათთვის, ვისაც ვერ აკონტროლებს, აგენტის იარლიყის მიწებებაა, „ამ ეტაპზე „რუსული კანონის“ დაბრუნების მთავარი […]