“გასულ წელს საუკეთესო ევროპული გუნდის კაპიტანი ვიყავი, წელს კი…” – რა განაცხადა დი ლორენცომ?

“ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ “ფროზინონესთან” (2:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. იტალიელის თქმით, “პარტენოპეის” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ჯერჯერობით არ დაუკარგავს. “სტაბილურად მატჩების მოგებას ვერ ვახერხებთ, გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. გასულ წელს, საუკეთესო ევროპული კლუბის კაპიტანი ვიყავი, წელს კი გაჭირვებული გუნდის კაპიტანი ვარ. მიმდინარე სეზონში არასტაბილურად გამოვიყურებით და არადამაჯერებლები ვართ. მეტოქე მშვენივრად ხდება, რომ თავის დაცვა […]
კამერონის თქმით, ისრაელზე თავდასხმა ირანისთვის ორმაგი მარცხი იყო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ კამერონის თქმით, 13-14 აპრილის ღამეს ისრაელზე თავდასხმა ირანისთვის ორმაგი დამარცხება იყო. ამაზე კამერონმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. “რაც ირანმა ჩაიდინა ძალიან საშიში ქმედებაა ისედაც ძალიან საშიშ სამყაროში” – თქვა დევიდ კამერონმა. კამერონის თქმით, ირანიდან ისრაელისკენ გასროლილი რაკეტების და დრონების რაოდენობა ცხადს ხდის, რომ თავდასხმა ძალიან მასშტაბური იყო, თუმცა საბედნიეროდ, ეს […]
კალატოზიშვილი რუსულ კანონზე: რატომ არ წერენ ამ კანონში ხაზგასმით მტრულ ქვეყანას – რუსეთს

არ შეიძლება შენი პირით ადამიანებს მისცე პირობა და მერე შენივე პირით დაარღვიო, თუ არ ხარ მოღალატე. ეს არის მოღალატეობრივი აქტი იმიტომ, რომ ათასობით ადამიანს დაგვპირდნენ და ჩვენში ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა. რა შეიცვალა მათში ეს არის საინტერესო და რატომ გააცოცხლეს ეს კანონი და რატომ არ წერენ ამ კანონში ხაზგასმით მტრულ ქვეყანას – რუსეთს, ჩაწერონ.
ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს – ამინდის პროგნოზი 19 აპრილამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და […]
მთავრობის ადმინისტრაციაში კობახიძე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და EU-ს ელჩებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩებს ხვდება – ინფორმაციას ტაბულას ადმინისტრაციაში უდასტურებენ. მთავრობის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე შეხვედრის მიზეზს არ ასახელებს.
ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დაიწყო

უეფა-ს ბილეთების პორტალზე საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია დაიწყო. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: http://euro2024.com/tickets შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს. მატჩი „დინამო არენაზე“ […]
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების საერთაშორისო აკრედიტაციის (ISAGO) მფლობელი გახდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტის (ISAGO) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ორგანიზაცია და მართვა, ჩატვირთვის კონტროლი, მგზავრთა გადაყვანა, საბარგო და საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურება. ISAGO-ს სერთიფიკატი ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურებას ახორციელებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და IATA -ს მოთხოვნების და რეკომენდაციების სრული დაცვით. თბილისის საერთაშორისო […]
გაეცანი გრეის ჰოპერის ტექ დაჯილდოების ნომინაციებს – მოიპოვე აღიარება ტექნოლოგიების სფეროში

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით ტარდება. რეგისტრაცია 20 მაისამდე ვებგვერდზე შეგიძლიათ. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ტექ სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს. 2024 წელს ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა: ტექნოლოგიური ლიდერის კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღებ […]
ევროკავშირის, ბრიტანეთის და აშშ-ის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ხვდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მთავრობაში ამბობენ, რომ შეხვედრა უკვე 1 კვირაა ჩანიშნულია და დაუგეგმავად არ გამართულა. რაც შეეხება შეხვედრის თემას, მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელებენ. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ელჩები კობახიძისთვის დემარშის […]
თიბისი კონცეპტის და სითი მოლის შეთავაზება 16 აპრილს

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 16 აპრილს, თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით შესაძლებლობა აქვთ, დაიბრუნონ გადახდილი თანხის 35% სითი მოლის შერჩეულ ობიექტებში. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ სითი მოლში არსებულ ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას. შეთავაზება ვრცელდება სითი მოლის ისეთ ობიექტებში, როგორიცაა: Ici Paris, The North Face, Paul & shark, Swarovski, Villeroy & Boch, Karl Lagerfeld, Dressarium Kids, Calzedonia, […]