თეირანი დასავლეთს მოუწოდებს, დააფასონ ირანის თავშეკავება ისრაელზე თავდასხმის შეჩერებისთვის

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნასერ ქანანის თქმით, დასავლეთმა უნდა დააფასოს ირანის თავშეკავება, რომ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას აღარ აგრძელებენ. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან ასევე დასაფასებელია ირანის თავშეკავება კონფლიქტში ჩართვისგან ბოლო თვეების მანძილზეც. “ირანის დადანაშაულების ნაცვლად, დასავლურმა სახელმწიფოებმა საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ” – თქვა ნასერ ქანანმა. ირანის მასშტაბური თავდასხმა ისრაელზე დაგმეს დასავლური სახელმწიფოების წარმომადგენლებმა და მათი […]

ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა — მდინარაძე ელისაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილმა მას შეკვეთით დაარტყა, რადგან სხვა შემთხვევაში „ცხოვრებაში ვერ გაუბედავდა“ ამას. ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში სხდომის გაგრძელების შემდეგ განაცხადა. სხდომა, სადაც „რუსული კანონის“ განხილვა მიმდინარეობს, სწორედ იმიტომ შეწყდა, რომ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად გაუსწორდა. „მე შევეცდები ყველას ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო. ეს შემთხვევითი ამბავი […]

რამდენი საშაურმე დახურა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ?

2023 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეებში ქვეყნის მასშტაბით 404 სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა. კონტროლის შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი 19 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა – ამის შესახებ უწყება bm.ge-ის მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში წერს. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს შემოწმებულია 82 საშაურმე, რომელთაგანაც 3-ს შეუჩერდა საწარმოო პროცესი. ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად რა დარღვევებისთვის უჩერდებათ ბიზნეს ოპერატორებს საწარმოო პროცესი, […]

ანრი ოხანაშვილი – მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს ალეკო ელისაშვილი, რაღაცის თქმა უნდოდა ეტყობა და ვერ თქვა – შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგისი კაცობა მაინც ეყოს

მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს ალეკო ელისაშვილი. რაღაცის თქმა უნდოდა ეტყობა და ვერ თქვა – შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგისი კაცობა მაინც ეყოს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე განაცხადა. ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც სთხოვა, მოუწოდონ კოლეგას, სხდომაზე დაბრუნდეს და საკუთარი სათქმელი თქვას. „ისე მოუწოდეთ თუ გინდათ ბატონ ალეკოს, მოვიდეს, რისი თქმა უნდოდა, შემოვიდეს […]

სალომე სამადაშვილი – ეს არის კანონი, რომლითაც ივანიშვილს სურს დაასრულოს დემოკრატია, ევროკავშირმა უარი თქვას გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, ეს არის იანუკოვიჩის გზა – სხდომიდან აძევებენ ხალხს, ვინც სიმართლეს ეუბნება

სხდომაზე ჩვენ აბსოლუტურად დემაგოგიურ, არაფრის მთქმელ სიტყვების რახარუხს ვისმენდით ბიძინა ივანიშვილის მონის მონისგან -ხედავთ როგორ გვექცევიან, უნდათ ჩაგვირთავენ მიკროფონს, უნდათ გამოგვაგდებენ სხდომიდან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რას მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა დაატოვებინა. მისივე თქმით, სხვა ფუნქცია ამ კანონს არ აქვს, გარდა იმისა, რომ […]

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების […]

მამუკა მდინარაძე ელისაშვილზე – „ისეთი“ დარტყმის თავიც არ აქვს, მოპარვით დარტყმის შემთხვევაშიც არ აღმოაჩნდა ეგ ნიჭი, რადგან ქათამი იყო მთელი თავისი ცხოვრება

„ისეთი“ დარტყმის თავიც არ აქვს, მოპარვით დარტყმის შემთხვევაშიც არ აღმოაჩნდა ეგ ნიჭი, რადგან ქათამი იყო­ მთელი თავისი ცხოვრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით განაცხადა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ სხდომის გადადების საჭიროებაზე ისაუბრა. უფრო კონკრეტულად, ხვიჩიამ კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ განხილვის გადადება კარგი იქნებოდა, […]

„გამოდი, შემოგვიერთდი“, „მხოლოდ ევროპა“, „არა რუსეთს“, – ამ ლოზუნგებით ბათუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მსვლელობა გამართეს

„გამოდი, შემოგვიერთდი“, „მხოლოდ ევროპა“, „არა რუსეთს“, – ამ ლოზუნგებით ბათუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ პროტესტს შეუერთდნენ, რადგან ხელისუფლებას ხალხის ძალა აჩვენონ. აქციის მონაწილეების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსული კანონი ყველამ ერთად გააპროტესტოს და ხელისუფლებას კანონი უკან გააწვევინოს. მსვლელობის შემდეგ, სტუდენტებმა ბათუმის უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე, სტუდენტებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. […]

დეპუტატები ელისაშვილს ფიზიკურად ჯგუფურად გაუსწორდნენ

მას შემდეგ, რაც მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს დაარტყა, დეპუტატები მას ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რუსული კანონის განხილვისას მოხდა. “ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ ამ პრო*ებს. ვისაც საქართველო გიყვართ, ყველა გამოდით. რა მნიშვნელობა აქვს, ნაცი, ქოცი, შმოცი. ბიჭო, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი. რუსეთში მიგვაქანებენ […]

მთავრობის ადმინისტრაცია კობახიძისა და ელჩების შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და ელჩების შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, კობახიძემ ელჩებთან თქვა, რომ გაუგებარია, “რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება”. განცხადებაში არაფერი წერია, რა თქვეს ელჩებმა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება: “საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და […]