სიდნეიში ეკლესიაში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი ცივ იარაღით დაჭრა

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ეკლესიაში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი ცივ იარაღით დაჭრა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავდამსხმელი მამაკაცი დააკავეს და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. პოლიციის ცნობით, დაშავებულებს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ეკლესიის წინამძღვარსა და მორწმუნეებს თავს წირვის დროს დაესხა. აღსანიშნავია, რომ ეს სიდნეიში ცივი იარაღით დაჭრის მეორე შემთხვევაა […]
მამუკა მდინარაძე არასამთავრობოებზე – როგორც კი ამ ადამიანებმა შეიძლება შეძლონ და თავის თავზე მაღლა დადგნენ, თქვან, რომ არაფერია აქ რუსული და ანტიქართული, გარანტიას გაძლევთ, ჩვენი პარტნიორების კრიტიკა იმ წუთას გაქრება

გარანტიას გაძლევთ, ეს ხალხი რომ გაჩერდეს, NGO-ებმა რომ თქვას: – კი ბატონო, რა პრობლემაა, წელიწადში ერთხელ დეკლარაციას ჩავაბარებთ, რის იმაშიც გინდათ შეგვიყვანეთ, „უცხოური ძალა“ ყველა შემთხვევაში კარგი იქნება და მისი ინტერესი იქნება კარგი – როგორც კი ამის თქმას შესძლებენ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები კრიტიკას იმ დღესვე გაეშვებიან, თუმცა ეს უტოპიაა და ამის თქმას არ ველოდებით, – […]
„თან იპარავდეს, თან ქურდობდეს, თან სხვა და სხვა დანაშაულს სჩადიოდეს და თან ასეთი ისტერიული შიშით მუშაობდეს, ეს არის გასაკვირი“ – რა გვიყვება ვალერი გელბახიანი

„თან იპარავდეს, თან ქურდობდეს, თან სხვა და სხვა დანაშაულს სჩადიოდეს და თან ასეთი ისტერიული შიშით მუშაობდეს, ეს არის გასაკვირი“ – რა გვიყვება ვალერი გელბახიანი ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი. –ბატონო ვალერი, რა კონკრეტული მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ შარშან ჩაგდებული „აგენტები კანონის“მიღებას წელს აპირებს? ბევრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიზანი ევროკავშირთან […]
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები მივიდნენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში “აგენტების კანონის” განხილვის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები მივიდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და ის არ უკავშირდება პრემიერ-მინისტრის 14 აპრილის ინიციატივას “აგენტების კანონზე” საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრის მიზანი დემარშის გამოცხადებაა. ამას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია […]
SJC აქციაზე დაკავების შემთხვევაში, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავების შემთხვევაში, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. “აქციის მონაწილეთ საყურადღებოდ, იმ შემთხვევაში, თუ დაგაკავეს, ჩვენი ადვოკატები მზად არიან, უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დახმარება. დაგვიკავშირდით: +995 577 07 05 63”, – წერს ორგანიზაცია. პარლამენტის უკანა შესასვლელთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდელო ორგანოსთან აქცია 19:00 საათზეცაა დაგეგმილი. ***
პრემიერმა და ელჩებმა შეხვედრაზე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს – საქართველოს მთავრობა

პრემიერმა და ელჩებმა შეხვედრაზე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს – საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და უცხოელი ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; […]
ფინანსური გამჭვირვალობის რა ვალდებულებები აქვთ დღეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს

ფინანსური გამჭვირვალობის რა ვალდებულებები აქვთ დღეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედიის, არასამთავრობო სექტორის და ყველა იმ პირის თუ ორგანიზაციის, ვინც უცხოური ორგანიზაციების გრანტიორია, ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას ისედაც ითვალისწინებს. კონკრეტულად, ამ საკითხს არეგულირებს “საგადასახადო კოდექსი”, “გრანტების შესახებ” კანონი, “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონი და გამომდინარე სამართლებრივი აქტები, სადაც გაწერილია, გრანტიორებს რა ვალდებულებები […]
„ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა, ფეხი მუხრუჭს უნდა დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ“ – ჯოზეფ ბორელი

„ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა, ფეხი მუხრუჭს უნდა დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ“ – ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა და მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს. „ციცაბო კლდის პირას ვდგავართ და უნდა მოვშორდეთ მას, ფეხი მუხრუჭს დავაჭიროთ და უკუსვლაზე […]
თბილისში, თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ეჯაილ სამიტი ჩატარდება

26 აპრილს, წლის ყველაზე მასშტაბურ ეჯაილ ღონისძიებას „International Agile Summit Vol. 3“ თბილისი უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორი Agile Mentor -ია, რომელიც უკვე მესამედ მართავს ეჯაილ სამიტს საქართველოში, ხოლო თიბისი მისი მუდმივი მხარდამჭერია, როგორც ტექნოლოგიური და ეჯაილ კომპანია. ღონისძიების მიზანია, გააძლიეროს ეჯაილ საზოგადოება საქართველოში და ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე. ეჯაილი არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც […]
პრემიერმა ელჩებს ღია დისკუსიისთვის სრული მზადყოფნა დაუდასტურა – მთავრობა რუსულ კანონზე

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი განიხილეს. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 14 აპრილს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აშშ-ს, EU-ს და EU-ს წევრი ქვეყნების ელჩებს საჯარო დისკუსიაში იწვევს რუსული კანონის შესახებ. “გასული დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, […]