ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. “აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია […]
სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. “რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. ინფორმაცია უკანონო […]
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა

წინანდლის ისტორიულ მამულში, საგაზაფხულო სეზონი გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნა. ღონისძიებაზე, სამხატვრო აკადემიასა და სილქ როუდ ჯგუფს შორის, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივ გამართვასა და ხელოვნების პოპულარიზაციას ითვალისწინებს. „ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, რომ ვიმყოფებით ამ ისტორიულ მამულში და ხელს ვაწერთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ახალგაზრდების […]
მამუკა მდინარაძე – ეს იყო შეკვეთილი, „გადახდილი“ პროვოკაცია ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებული – ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაშია? თუ ჩხუბი უნდა, მოვიდეს, თვალი თვალში გამიყაროს

ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი, ამის მტკიცებულება მაქვს – ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაშია, რომელ ქართველობაში და რაში ზის? – ეს „კაცი“ ცხოვრებაში რომ ვერ გამიბედავდა – ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მცირეხნიანი შეწყვეტის შემდეგ […]
თინა ბოკუჩავა მდინარაძეს – ე.წ. „ფარას“ მიზანი, რომელიც აშშ-ში მიიღეს, იყო რუსულ გავლენებთან ბრძოლა, თქვენ კი ებრძვით ამერიკას, ევროპას და ებრძვით ქართველი ხალხის არჩევანს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი

ე.წ. „ფარას“ მიზანი, რომელიც აშშ-ში ოცდაათიან წლებში მიიღეს, იყო რუსულ გავლენებთან ბრძოლა და ებრძოდნენ ავტოკრატიული ქვეყნების გავლენებს – თქვენ კი ებრძვით ამერიკას, ევროპას და ებრძვით ქართველი ხალხის არჩევანს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, აშშ-ის ან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული […]
ირაკლი ზარქუა – ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომაა გამჭვირვალობა ცუდი და იმ არაკაც ელისაშვილს დაავალეს, ქურდულად მიპარვოდა მამუკა მდინარაძეს და ჩაედინა არაკაცური საქციელი

ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და ერთადერთი მოიფიქრეს, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, ასე ქურდულად მიპარვოდა [მამუკა მდინარაძეს] და ჩაედინა არაკაცური საქციელი – გამორიცხულია, ჩვენ ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მომხდარის […]
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების საერთაშორისო აკრედიტაციის (ISAGO) მფლობელი გახდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების საერთაშორისო აკრედიტაციის (ISAGO) მფლობელი გახდა. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტის (ISAGO) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ორგანიზაცია და მართვა, ჩატვირთვის კონტროლი, მგზავრთა გადაყვანა, საბარგო და საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურება. მათივე ცნობით, ISAGO-ს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო […]
ალექსანდრე დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ დღეიდან „ბიბლუსსა” და პრესის გავრცელების წერტილებში სპეციალურ ფასად გაიყიდება

დღეიდან, 15 აპრილიდან ალექსანდრე დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსსა“ და პრესის გავრცელების ჯიხურებშია ხელმისაწვდომი. წიგნის სპეციალური ფასი 1 კვირის განმავლობაში 10 ლარს იქნება, აქციის შემდეგ კი მისი ღირებულება სტანდარტულად 16.95 ლარს დაუბრუნდება. „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ გამოცემულია პროექტის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში . ის […]
არ შეიძლება ამ კანონის მიღება, რასაკვირველია, უარყოფითად ვაფასებ – ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ მიღების მეორე მცდელობას უარყოფითად აფასებს. „არ შეიძლება ამ კანონის მიღება. რასაკვირველია, უარყოფითად ვუყურებ“, – განუცხადა BMG-ის ბიზნესმენმა და იქვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ წელს, საერთაშორისო პარტნიორები უფრო მკაფიოდ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით. – არ შეიძლება ამ კანონის მიღება. ჩვენი ერთ-ერთი დიდი მიღწევა თავისუფლებაა. […]
“გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება მიიღოს?”- კალაძე

თბილისის მერმა მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მასაც სურს იყოს ევროპის ნაწილი. კახა კალაძისთვის გაურკვეველია, კანონპროექტის შესახებ დისკუსიის წარმოება, რატომ შეიძლება რომელიმე მხარისთვის მიუღებელი გახდეს. მანვე “გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო არსებული სიტუაცია საბჭოთა რეჟიმის დროს არსებულ ვითარებას შეადარა, სადაც არა დისკუსიითა და აზრთა გაცვლით, არამედ დირექტივით წყდებოდა ყველა საკითხი. “მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, […]