პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კომიტეტის სხდომაზე კანონპროქტის განხილვა დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, სხდომიდან გააძევეს აერაერთი ოპოზიციონერი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების ფონზე “ჩაგდებული” პროექტის იდენტურია. კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების […]

პრეზიდენტი – საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!“, – წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.

პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეებს აკავებს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ჩართეს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც. გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის ზურა ჯაფარიძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან პარტიის ორი წევრი იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე. შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ “არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ […]

შსს აცხადებს, რომ გამოიყენებს სპეციალურ საშუალებებს, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნას

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ე.წ. აგენტების კანონის წინაღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის შესახებ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. „იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების […]

პოლიციამ პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი დააკავა. ისინი ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებდნენ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია – რადიო თავისუფლება შსს-ს პრესსამსახურიდან ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას. კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც წესი, აქციის მონაწილეებს პოლიცია წვრილმანი ხულიგნობითა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის აკავებენ ხოლმე. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ დაკავებულთა შორის არიან […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის წინ მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“. მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გაგრძელდება. ამასთან, პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდა. პოლიციის კორდონებმა გადაკეტეს პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ მიმავალი ქუჩები. კანონპროექტს კომიტეტი 10:00 საათიდან ხმაურის ფონზე განიხილავდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებდა, რომ კოლეგების მიერ სადავო კანონპროექტის მოხსენიება „რუსულ […]

პოლიციამ დაკავებები დაიწყო

პოლიციამ პარლამენტთან დაკავებები დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, აქციის რამდენი მონაწილე დააკავეს. პირდაპირი ეთერის კამერებმა რამდენიმე მათგანი დააფიქსირა.

იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირა

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით სავარაუდოდ ხვალ, 16 აპრილს გავა. საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის უკანა შესასვლელთან

„არცერთი ღირსეული სპეცრაზმელი ამ ტიპებს კოლეგებად არ აღიარებს. ეს არის ბანდა“ – გივი თარგამაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს: „ზუსტად უნდა ვიცოდეთ – ეს არ არის სპეცრაზმი. არცერთი ღირსეული სპეცრაზმელი ამ ტიპებს კოლეგებად არ აღიარებს. ეს არის ბანდა. მეთაურად ყავთ ეს ყველაფერზე ხელის მომწერი ყაჩაღი, ხარება. ეხლა კი დგას იქ პაპაშად, გაჯგიმული, მაგრამ გარდაუვლად ყოფის დღე ეტირება, ანტარქტიდაშიც ვერ დაიმალება, ყველაფერზე აგებს პასუხს, აი სულ სულ […]

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. “იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან […]